იუვეს ალეგრისთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს
ჩელსის მხრიდან გააქტიურება, ბიანკონერის ალეგრის კონტრაქტთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯებისკენ უბიძგა
ლონდონელები აქტიურად ეძებენ თავკაცს, რომელიც კლუბს გამარჯვებებს დაუბრუნებს. პრემიერ ლიგის ბინადართა გარკვეული ჯგუფი იტალიელ სპეციალისტებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ.. ალეგრის გარდა მათ ინტერესთა სფეროში ანტონიო კონტეც მოხვდა..
რაც შეეხება ბიანკონერის თავკაცს.. ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა კმაყოფილია მისი მუშაობის სტილით და მზადაა ხელშეკრულება, რომელიც 2017 წლამდე გაფორმებული მეტად გახანგრძლივდეს. იტალიელი მიმომხილველების ინფორმაციით მაროტა უახლოეს პერიოდში დაიწყებს ალეგრისთან მოლაპარაკებებს.. განახლებული კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი..
წყარო: tuttojuve
დაუფასებელი ტრენერია,გვარდიოლას მაგიერ ეს უნდა ყოფილიყო წელს საუკეთესო სამ მწვრთნელს შორის
კონტე ააყვავებს ჩელსის :-P
ალეგრი ჯიგარი ხარ.
