ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი: ” სიამოვნებით ვიხილავდი იბრაჰიმოვიჩს კიდევ ერთხელ “იუვეში” “

კიელინის და იბრაჰიმოვიჩის ისტორია ერთი საამოდ მოსასმენი ამბავია…

ზლატანი ჯერ იტალიაში თამაშის დროს “იუვენტუსში” ჯიორჯიოს თანაგუნდელი იყო, შემდეგ “მილანის” და “ინტერის” რიგებში ყოფნისას – მისი მეტოქე, მაგრამ მიუხედავად ერთმანეთთან თამაშისას განცდილი უხეში და ხშირად არასპორტული ორთაბრძოლებისა, ერთმანეთით აღფრთოვანება არც ერთსა და არც მეორეს დღემდე არ შეუწყვეტიათ. ცოტა ხნის წინ “პსჟ”-ს ფორვარდმა ჟურნალისტებს განუცხადა მცველებიდან ყველაზე მეტად კიელინისთან მიჭირს თამაშიო, დღეს კი ჟურნალისტების კითხვაზე, რომ შეგეძლოთ, რომელ ფეხბურთელს მოიყვანდით “იუვეშიო”, გამოცდილმა მცველმა ასე უპასუხა: ” ესე იგი მაროტასა და პარატიჩის სამუშაო უნდა შევასრულო? კარგი, Fantasy Football -ს თუ ვითამაშებთ, დაცვაში სერხიო რამოსს მოვიყვანდი, ნახევარდაცვაში მარეკ ჰამშიკს, შეტევაში კი ზლატან იბრაჰიმოვიჩს. ზლატანს გუნდში ბალანსის შეცვლა შეუძლია, სიამოვნებით ვიხილავდი კიდევ ერთხელ “იუვენტუსის” მაისურში.”

” შემომთავაზეს თუ არა გაეტანო შირეას 6 ნომერი მაისური? დიახ, მაგრამ უარი ვთქვი, ვფიქრობ, სწორი არ იქნებოდა, ეს პატივისცემის საკითხია. ვის წინააღმდეგაა ყველაზე რთული თამაში ჩემი თანაგუნდელებიდან? პოლ პოგბა. “შთამბეჭდავი” – ეს არის შესაფერისი სიტყვა მისი დახასიათებისათვის. რა თქმა უნდა, გულშემატკივარი თამაშების დროსაც ხედავს, რა შეუძლია პოლს, მაგრამ ვარჯიშებზე, უფრო თავისუფალი გონებით თამაშისას მისი სრული ბუნება და ტექნიკური შესაძლებლობები ბევრად ნათლად წარმოჩინდება.”-აცხადებს კიელინი.

წყარო: football italia

9 thoughts on “კიელინი: ” სიამოვნებით ვიხილავდი იბრაჰიმოვიჩს კიდევ ერთხელ “იუვეში” “

  1. Au ra magrad gamiswordeboda ibra juveshi tundac erti tvit to))) magari pegburtelicaa da tipic sainteresoa shoridan ra kai tipic chans ambiciuria magari kacia juveshi ro tamashobda egec miswordeba xo ar gadaob to .messi pegburtis mepeeao me ki gmertio ))) msoplioshi magis gabaritebshi d stilis motamasheebshi N1 da isedac erterti pirvelia vapshe .milanshi erterti tamashis dasrulebisas kasano adzlevda jurnalistebs intervius ibraze da aman gagiara da tavshi pexi xia to :lool: :lool: :lool: .magari videoebi ichiteba ibraze magis golebs ar vexebi nebismier pegburtels sheshurdeba.jorjo magari mxeci xar

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.