ალეგრი: “ტრავმებზე არ ვღელავ “
მასიმილიანო ალეგრის გუნდმა გუშინ ზედიზედ მოპოვებული მე-13 გამარჯვებით “იუვენტუსის” ყველა დროის რეკორდი გააუმჯობესა, თუმცა “ბიანკონერის” დამრიგებელი ამით აღფრთოვანებული სულაც არ ჩანდა და საკუთარ შეგირდებსაც სიმშვიდისკენ მოუწოდა…
” “ჯენოას” წინააღმდეგ ყოველთვის რთულია, გასპერინის კარგი გუნდი ჰყავს, რომელიც თამაშის საშუალებას არ აძლევს მეტოქეს. რეკორდი არ მაინტერესებს, წინ 15 ტური გვაქვს და გამარჯვებების კონკრეტული რაოდენობა მოსაპოვებელი, ზედიზედ იქნება ეს თუ არა, ჩემთვის სულერთია. “
” შემდეგი თამაშისთვის მხოლოდ ორი ფორვარდი მეყოლება განკარგულებაში. ზაზა ძალიან მოწადინებულია და ზოგჯერ ზედმეტადაც. უნდა დამშვიდდეს, როცა ასეთ დიდ გუნდში თამაშობ, გაწონასწორებულობა გმართებს. გაზრდა სჭირდება, უშვებს შეცდომებს, რომლებსაც არ უნდა უშვებდეს. “
” კასერესი ბრწყინვალე ახალგაზრდა და შესანიშნავი მცველია. ვნახავთ, რას გვეტყვის ტესტები, იმედია, ყველაფერი უფრო ნაკლებად სერიოზულია, ვიდრე ის ფიქრობს. ტრავმებზე არ ვღელავ… სტეფანო სტურარომ “ვერონასთან” მცირე დაზიანება მიიღო და ამიტომ აღარ გავრისკე მისი დაყენება, კვადვო ასამოაც მალე დაბრუნდება. სამი ხედირასა და მანძუკიჩის მდგომარეობას ყოველდღიურად შევაფასებთ. ევრა? რამდენიმე დღის წინ, მას მცირე ვირუსული დაავადება ჰქონდა.. მატჩის მიმდინარეობისას თავი შეუძლოდ ამის გამო იგრძნო და მინდვრის დატოვება მოუწია.” -აცხადებს ალეგრი.
წყარო: football italia
ძაძამ ჯერ ერთი ერთზე რო გავა დარტყმა დაამუღამოს და მერე ქონდეს ამბიციები ეგ ჭუჭყი ეგა!!!
კაი რა რა სისულელეებს წერ. ცოტა რეალურად ხო უნდა შეაფასო? რა შუაშია რამდენი წუთი იყო დარჩენილი? ეგეთი პადკატი რომ არ უნდა გაეკეთებინა მაგ სიტუაციაში, ამდენს ვერ ხვდები? შემდეგ თამაშში 10 წითითაც ვერ შემოვა. წითელი რომ არ აეკიდებინა შეიძლება სასტარტოშიც დაეწყო. ზუსტადაც ვალდებულია რომ როცა შემოუშვებენ დაამტკიცოს რომ სარგებლის მოტანა შეუძლია. ეგ ცდილობს ალეგრის თავი მოაწონოს უაზრო ბრძოლით, სირბილით და თავდადებით. იმიტო რო მეტი არაფერი არ შეუძლია. კაროჩე ტუპოია რა.
ძაძა ისე აგრესიულად იმიტო გამოვიდა რო სასტავში არ იყო, სასტავში რო ყოფილიყო სულ სხვა პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა საქმეს, ძაძამ იმიტო ითამაშა გუშინ დიდი ხანი რო მორატამ ითამაშა ცუდად, მორატას რო კარგად ეთამაშა ძაძას ბოლო 10 წუთი გამოიყვანდა, ფეხბურთელს თუ ენდობი უნდა ათამაშო იმიტო რო მისი სიძლიერის გჯერა და არა იმიტო რო თავიდან ვინც დააყენე სასტავში ის ცუდად თამაშობს.
ალეგრის არ ჯერა ძაძასი ხოდა ძაძაც არაა ვალდებული ისე ითამაშოს როგორც ალგრის უხარია, მისი სტილი აქ კაცს და როცა დრო ეძლევა იმას აკეთებს რაც უნდა
რაარი მინუსი 20 წამის შემოსულმა კაცმა გოლი რო ვერ გაიტანა? 2ჯერ ზედიზედ ერთიერთზე რო გადიოდა მეკარესთან ესეც მინუსია? ცენტრიდან რო გამოეკიდა ჯემოას მარცხენა მცველს და 30 მეტრით უკნიდან რო მიასწრო ბურთამდე მინუსია? ხელებით რო მაღალ ბურთს იჭერდა პერინი და ძაძამ თავით რო გამოართვა ბურთი მინუსია?
პატკატი რო გააკეთა უაზრო მაგი მინუსი კიარაა, მაგი არი დიდი პლიუსი თუ სწორ დროს, დაღალატება კიდე არაფერ შუაში არაა, ჯენოა გოლის გამტანი მაინც არ იყო სულ რო 6 კაცი გაეგდოთ იუვესთვის
ძაძა ყოველთვის ვამბობდი ალეგრი მოეცა ჰანსი მარა. ჯობია მემგონი ისევ ჰეცვლაზე გამოხვიდე. რა ჰეგაყვარა წითელი ბარათი ასე.
ძაძა- შემოვიდა თუ არა ერთი ერთზე მომენტი გააფუჭა, ეს ერთი მინუსი ცენტრ ფორვარდისთვის, მეორე- გუნდი დააღალატა: 4 წუთი იყო დარჩენილი, ძალა არ ეყო ჯენოას თორემ ერთ შტურმს მოაწყობდა. ცოტა ძლიერი გუნდი არ დაგვინდობდა ასეთ სიტუაციაში :(
სულელურად მოიქცა ზაზა.რათ უნდოდა იქ პატკატი ან რაიყო მანდ საპატკატე გიჟივით რო ეცა
ძაძა უტვინო ფეხბურთელია. უკლასობას კიდე ეშველება, მაგრამ უტვინობას არა. ამიტომ ჩემი აზრით ბევრს ვერაფერს მიაღწევს. მარტო ბრძოლაზე და ბარათებზე არ ეტყობა. პასის მიცემაზეც, მომენტის რეალიზებაზეც. ტიპი ინსტინქტებით მოქმედებს, საერთოდ არ უფიქრდება. იმედია, ვცდები, მაგრამ მაგის ჭკვიანური თამაში ჯერ არ მინახავს. მანჯუ დამტვრეული გვყავს და ამანაც ტყუილა გააგდებინა გუშინ თავი. ეგეთ სიტუაციაში მასეთ პადკატს არ უნდა აკეთებდე.