ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კუადრადო:”ჯენოამ კარგად ითამაშა, მაგრამ გამარჯვებისთვის ყველაფერი გავიღეთ”

ბოლო მატჩებს, რომ გადავავლოთ თვალი ეს იყო ყველაზე რთული დაპირისპირება და მძიმე გამარჯვება, რომელიც იუვენტუსმა მოიპოვა.. ჯენოა მაქსიმალურად ცდილობდა მეტოქისთვის მცირე თავისუფალი ზონაც კი არ დაეტოვებინა და რიგ ეპიზოდებში არც უხეშობას თაკილობდა.. საბედნიეროდ, ხუან კუადრადოს კრეატიულმა მოქმედებებმა გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა:

“მძიმე დაპირისპირება გამოდგა, რადგან ჯენოა კარგი გუნდია და ბრწყინვალედ ასპარეზობდა. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, გამარჯვების გარდა სხვა არაფერზე ვფიქრობდით. დიახ, ნამდვილად არ გამოვიყურებოდით იდეალურად, მაგრამ სანუკვარი მიზნისთვის უკანასკნელ წამამდე ვიბრძოდით”.

კითხვაზე გადაიღალა თუ არა გუნდი, სამხრეთ ამერიკელმა შემდეგი პასუხა გასცა:

“ბუნებრივია ასეთი მჭიდრო კალენდრის გათვალისწინებით ფეხებს გადაღლა ეტყობა.. მწვრთნელი საუკეთესო გამოსავალს ეძებს, რადგან დატვირთვა თანაბრად გადანაწილდეს ფეხბურთელებზე.. წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველის და საჭირო ფორმის შენარჩუნება გადამწყვეტი იქნება”.

წყარო: Juventus.com

4 thoughts on “კუადრადო:”ჯენოამ კარგად ითამაშა, მაგრამ გამარჯვებისთვის ყველაფერი გავიღეთ”

  1. ბარსა თუ ჰეუჩერებელი მაგასაც ვნახავთ იუვე ბავარიას გამოაგდებს და ბარსა თუ ჰეუჩებელი არის სადღაც ჰეხვდება იუვეს ლიგაზე. და იქ გაჩერდება ზუსტად. :forza: :forza:

  2. მე პირადად 2003 წლიდან ვუყურებ ფეხბურთს და ეგეთი ტრიო არ მახსოვს თავდასხმაში, ნეტა იუვეს თუ აღირსებენ კრიჟანები თუმდაც ერთ ეგეთს, ტრიოზე ზედმეტია ლაპარაკი. იტყვით დიბალა რო გვყავსო მაგრამ დიბალას უკლია ჯერ მაგ ლეველამდე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.