ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარტინ, ჩვენ შენთან ვართ!!! Fino Alla Fine!!!

უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე კოშმარული პერიოდია ეხლა მარტინ კასერესის ცხოვრებაში.. მიმდინარე სეზონი პრობლემებით არის სავსე.. ჯერ იყო და გაუთავებელი მიკრო ტრავმები ჰქონდა, შემდეგ ავტო-ავარია, რამაც მისი ტურინული პრესპექტივა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.. ხოლო შემდეგ თითქოს ყველაფერი პოზიტიურად ვითარდებოდა და ხმებიც კი დაირხა, თითქოს ხელმძღვანელობა კასერეს შანს მისცემს და ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებს, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება.. თუმცა, გუშინდელ დაპირისპირებაში მიღებული მძიმე ტრავმის ფონზე ყველაფერი თავდაყირა დადგა.. მარტინს მდგომარეობა ბუნებრივია თითოეული ქომაგისთვის მძიმე საყურებელი იყო.. იუვე დიდი ოჯახია და საკუთარს მარტო არასოდეს დატოვებს, რასაც თანაგუნდელების კომენტარებიდანაც მიხვდებით:

ალვარო მორატა:”მეგობარო, გამაგრდი! შენთან ეხლა მსოფლიო ძალა უნდა იყოს! Fino Alla Fine!!!”

რობერტო პერეირა:”არ დანებდე მეგობარო! იმედი მაქვს მალე დაბრუნდები! Fino Alla Fine!!!”

კლაუდიო მარკიზიო:”ვიმედოვნებ იმაზე გაცილებით ძლიერი დაბრუნდები ვიდრე აქამდე იყავი მეგობარო! Fino Alla Fine!!!”

ანდრეა ბარძალი:”მარტინი ჩვენი ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა, რადგან მისნაირი კარგი და მხიარული ადამიანი დიდი იშვიათობაა.. იმედი მაქვს მალე დაგვიბრუნდება”.

მასიმილიანო ალეგრი:”მარტინი გამორჩეული პროფესიონალი და შესანიშნავი პიროვნებაა.. თუმცა, საფეხბურთო სამყარო ხისტი ადგილია და იგი არავის ინდობს. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მე მიყვარს ეს სპორტი ორი ლეგენდის გამო, ესენი არიან ჯიჯი და ტოტი <3 <3 <3

თოკო
თოკო
8 years ago

მარტინი მაგრად მომწონს აბა შენ იცი ოღონდ არ გაგიშვან ამ ზაფხულს რა :))

გეგა
გეგა
8 years ago

დაიწყო რაა ((

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მადლობა გაიხარე.

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

დავით ერთი რამ მინდა გთხოვეთ თამაჰის სრული ვიდეო დადოთ პირველი ჰემთხვევაა რო ვერ ვუყურე თამაჰს წელს. მადლობა წინასწარ. რო დადებთ კი ვიცი მარა. ყურება მინდა თამიჰის უკვე. :forza:

Lb19
Lb19
8 years ago

Didi araperi dagikargavs cudi tamashi iyo sanaxaobis mxriv :chuvak:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

კარგი რა უკვე ნამეტარია რა ჯანდაბა ხდება იუვეს თავს.

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ეს ცუდია რაც მოხდა.ამიტომ წინასწარ ნუ წერთ იუვე ასე იზავს და ისე იზავს!აგერ რამდენი ფეხბურთელია ტრამვირებული.იუვე მოიგებს და ტეხავენ ერთ ამბავს.აცადეთ რა ჯერ რა მოიგო რო ასე გიხარიათ.უაზრო საუბარმა იცის მერე ყველაფერი უკუღმართობა რო ხდება!გამგები გაიგებს იმედია რასაც ვამბობ!

nika gogoberidze
8 years ago

ეს გვინდოდა ეხლა ჯერ მანჯუ ასამოა მერე ხედირა ეხლა ეს… იმედია მეტი არავინ შეემატება ამათ რიცხვს თორე ბაიერნთან მაგრად გაგვიჭირდება. :euf: :euf:

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x