კიელინი:”თავს უკეთ ვგრძნობ”
ჯორჯო კიელინის განცხადებით იგი თავს კარგად გრძნობს, თუმცა იასპარეზებს თუ არა ფროსინონეს წინააღმდეგ ჯერჯერობით უცნობია..
“თავს უკეთ ვგრძნობ, მაგრამ ვითამაშებ თუ არა ეს უშუალოდ უქმეებზე გადაწყდება. ახალგაზრდა აღარ ვარ და საჭიროა ენერგიის სწორად გადანაწილება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი ტიპის გადაღლას თავიდან ვერავინ აიცილებს.
ჯენოასთან მატჩი? გეთანხმებით იდეალური არ ყოფილა, მაგრამ უკანასკნელი წლების მანძილზე მათთან დაპირისპირებები, რომ გავიხსენოთ, რომელი იყო უკეთესი? გასპერინის გუნდი მუდამ მჭიდრო პრესინგს გვიპირისპირებს და ასეთ დროს ყურადღება ტაბლოს უნდა მივაქციოთ. ფსიქოლოგიური კუთხითაც ისეთ მატჩში გამარჯვების მოპოვება, სადაც არ ბრწყინავ უდაოდ დიდი მიღწევაა.
რთულია, ყოველ მეორე დაპირისპირებაში, ასეთი მჭიდრო კალენდრის გათვალისწინებით მინდორზე გამოდიოდე და 4-0-ს იმარჯვებდე.. საბედნიეროდ, ინდივიდუალური განვითარების ახალ ეტაპზე ვიმყოფებით, რომელმაც გუშინდელ მატჩში თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა.
წინ არანაკლები რთული შეხვედრა გველის.. შესაძლოა ვინმეს მოეჩვენოს, რომ ფროსინონესთან თამაში ადვილი გასეირნებაა, მაგრამ ზუსტად ასეთ დროს უნდა შეინარჩუნო კონცენტრირება და თითოეულს დეტალს ყურადღება ათმაგად მიაქციო”.
წყარო: football-italia
ალრგრი არსად წავა კიდე დიდი ხანი რაც ჰეეხება კიელინის თუ ისეთ ფორმაჰი ვერ ხარ როგორც გინდა დაისვენე. და ნაპოლთან უკვე გამოგვადგება ძალიან.

კიელინმა ძაზა გამილანძღა და თან შემიქო
არასწორად მოიქცაო და ზოგჯერ ძAნ ხისთავიანად იქცევაო
თუმცა რჩევას რო მიცემ ითვალისწინებსო, ჩვენთან ერთად უნდა დარჩეს დიდი მომავალი აქო
ლოთდალზე ნახეთ ინფორმაცია? ბავარია მოიცილებს მალეო

იქედან რო წავა მერე იტყვის ალბათ კოპა დელ რეის მოგების მეტი შანსი მაქ ატლეტიკოშიო და მიტო წამოვედიო
ჭორია რათქმაუნდა,ჩელსის რო ადასტურებს ესე-იგი ძაან უნდათ მარა დარწმუნებული ვარ ალეგრი შემდეგ წელსაც ჩვენთან იქნება
არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია თითქოს ალეგრიმ ჩელსისთან კონტაქტს მოაწერა ხელი, არცერთი გავლენიანი წყარო არ ადასტურებს ამ ნიუსს, იტალიურ პრესას რომ დაეწერა აუცილებლად დავწერდით
ჩელსის ოფიციალური გვერდი ადასტურებსო….
ალეგრიმ რომ ჩელსისთან კონტრაქტი გააფორმა, მართალია? თუ ეს ასეა, გუნდი ამ წელს ვერაფერს მიაღწევს, ფიქოლოგიურად შეუძლებელია ამან არ იმოქმედო.
ალეგრის თაობაზე გავარდნილი ხმები რამდენად სიმართლეა ხო არ იცით ვინმემ ?