ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სიტუაცია ალეგრის და ჩელსის გარშემო..

უკანასკნელ ხანებში მასიმილიანო ალეგრის მიმართ ჭორები გამძაფრდა.. ლონდონის ჩელსი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას იწყებს:

იტალიელი ჟურნალისტი ენცო ბუჩინი შექმნილ მდგომარეობაზე საუბრობს:

“აბრამოვიჩი ეძებს მწვრთნელს, რომელიც გუნდს უკვე მარტშივე ეცოდინება. ამ ეტაპზე ორი ვარიანტია გამორჩეულად აქტიური.. ესენი არიან ალეგრი და კონტე.. პირველის შემთხვევაში ყველაზე თავად მწვრთნელზეა დამოკიდებული, რომელიც ფიქრობს პრემიერ ლიგაში გადაბარგებაზე. მას არაერთხელ დაუდასტურებია სურვილი კარიერის ინგლისში გაგრძელებაზე. თუმცა, რამდენად დაემთხვევა დღევანდელი პერიოდი და მისი სამომავლო სურვილი ჯერჯერობით არავინ იცის.

აბრამოვიჩი 30 მილიონიან ინვესტიციაზეც არ აპირებს უკან დახევას მისი გადაბირებისთვის.. და რა ხდება ამ დროს იუვეს თავს?

ხელმძღვანელობა არცერთ შემთხვევაში არ ჩაიგდებს თავს უხერხულ სიტუაციაში. პაულო სოუზა ნომერ პირველი ალტერნატივაა, რომელიც ანდრეა ანიელის კარგი მეგობარია და საერთოდაც, ტურინში დიდი პოპულარობით და მხარდაჭერით სარგებლობს. მეორე მომენტია, რომ პაულოს ფლორენციელებთან ორ წლიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.. მონტელას მაგალითად გამომდინარე კარგად მოგეხსენებათ რას ნიშნავს ვადაზე ადრე კონტრაქტის გაწყვეტა.. დელა ვალებთან ურთიერთობა უკიდურესად რთული საკითხია და მითუმეტეს იუვესთვის.

კონტე? მან ჯერჯერობით ვერ გადაწყვიტა თუ რას მოიმოქმედებს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ.. შესაძლოა ნაკრებში მუშაობა გააგრძელოს ან რომელიმე კლუბის შემოთავაზება განიხილოს.. ტურინელებს კი მოთმენისთვის დრო არა აქვთ.. სეზონის დასრულებამდე გუნდს გარკვეული პროგრამა უნდა ჰქონდეს შედგენილი..

ნებისმიერ შემთხვევაში ჯერჯერობით ეს ყოველივე მოარული ხმებია და საინტერესოა რას ფიქრობს თავად ალეგრი და ხელმძღვანელობა..”

 

წყარო: tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

16 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ალეგრი არ უნდა წავიდეს,ამაზე მაგარი ტაქტიკოსი დღეს იშვიათია,შემდეგ წელს კიდე უფრო გაუძლიერონ გუნდი და ლიგას აუცილებლად მოიგებს,თითო ტოპ ფეხბურთელი თითო რგოლში და ალეგრის გუნდი დაუმარცხებელი იქნება,იქნებ ერთხელ აუსრულონ ოცნება და ოსკარი მოუყვანონ,მარკიზიოს ადგილზეც აუცილებლად უნდა ტოპ ფეხბურთელი და მარკიზა დაბრუნდება თავის პოზიციაზეოსკარი და ვერატი ძაან მაგარი იქნებოდა,მეტი არც არავინ არ უნდა გუნდს.ნუ გუნდოგანიც არ იქნება ცუდი ვარიანტი ვერატის მაგივრად

გეგა
გეგა
8 years ago

კონტე არა !!! სიმეონემ იცის იტალია )) სოუზა კაი ვარიანტია, მე სარიც მომწონს, პროსტა გეია :დ

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

კონტეს მოსვლას უმწვთნელოდ ვიყოთ ჯობია. მისი სვარკა არ მინდა

EPL
EPL
8 years ago

ალეგრი ჩელსიში კარგი იქნებაა..მიდი ძმა პრემიერ ლიგა გელოდება..ყველაზე მაგარი ლიგა მსოფლიოში

დათო_ჯუვენტინო
დათო_ჯუვენტინო
8 years ago

ალეგი კაი იქნენა თუ დარჩება მარა შედეგი უნდა დადოს მინიმუმ სკუდეტო მაინც და თუ წავა კონტე ან სიმიონე ყველაზე კაი კანდიდიდატურა ჩემი აზრით

მაქს
მაქს
8 years ago

ალეგრიშე არსად არ წავა… იუვენტუსი ისეთი გუნდია, სადაც ალეგრის თავისუფლად შეუძლია თავისი შესაძლებლობების მაქსი-მალურად რეალიზება :forza: :forza: და უარს არ იტყვის ამ შანსზე :juvee: წელს თუარა უახლოეს წლებში ლიგას აწევს… თან იუვეს შეფობამაც დაუმტკიცა რომ მაქსი-მალური ნდობას უცხადებენ და რთულ სიტუაციებში არასდროს მიუხურავენ კარს :forza:

valeri elisabedashvili

ალეგრი მინდა ისევ ან სიმეონეე კონტე აგარ მინდააა :blin:

Di Francesco # 1
8 years ago

იტალიელი უნდა დაინიშნოს უეჭველი, მე მგონია რო კონტე დაბრუნდება, თუმცა არც დი ფრანჩესკო იქნება ცუდი, სოუზას 10 თავით ჯობია

Lb19
Lb19
8 years ago

Sarize ra azris xart? Dzaan dzlieri treneria. Sari,di francesco,souza,konte ai amatgan unda aarchion

ძია...
ძია...
8 years ago

ჭორია აბა რაა.. ჭკვიანია ალეგრი და არსად წავა.. ჯერ ბევრი საქმე აქ იუვეში.. :juvee:

vakhtang karchava
8 years ago

ჩელსის ახალი გუნდის აწყობა სჭირდება,რისთვისაც კონტე უკეთესია.დაალაგებს გუნდს და მერე ალეგრი გააგრძელებს))

vakhtang karchava
8 years ago

კარგი ამბებია ლაზარეთიდან,ასამოა გუნდს შეუერთდა,ხოლო ხედირა და მანჯუკიჩის მდგომარება გაცილებით უკეთესია და სავარაუდოდ ბავარიასთან მზად იქნებიან სათამაშოდ… :forza:

forza bianconeri
8 years ago

ვინ იცის სოუზა რა შედეგს დადებს. ჯობია კონტე დაბრუნდეს, სკუდეტოს მაინც მოგვაგებინებს :chuvak:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ალეგრი არსად წახვიდე რა. ჩელსი ფეხზე უნდა დააყენო თავიდან აქ ტიტულების მოგება ჰეგიძლია რავი რომელი ვარიანტი ჯობია ჰენთვის. მემგონი იუვეჰი დარჩენა.

forza bianconeri
8 years ago

ბევრად მეტის გადახდა შეუძლია ჩელსის

ლადო18
ლადო18
8 years ago

ალეგრის გაშვება ახლა არის დიდი სისულელე, ან პირობის აღება რომ ზაფხულიდან წავა. ვფიქრობ ალეგრისთვისაც არ უნდა იყოს მიმზიდველი ვარიანტი (ფულს თუ არ ჩავთვლით). მორიგი ჭორი მგონია :)

| Newsphere by AF themes.
16
0
Would love your thoughts, please comment.x