ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი მორატას და ძაძას კონცენტრირებისკენ მოუწოდებს

ალეგრი მაშინაც ცხარობს საკუთარ ფეხბურთელებზე, როდესაც ისინი იმარჯვებენ.. გენუასთან მატჩის შემდეგ გაცხარებული მწვრთნელის მოსმენა სიმონე ძაძას და ალვარო მორატას მოუხდათ:

ტურინელი მიმომხილველების ინფორმაციით, მატჩის დასრულებისთანავე გასახდელში მყოფ ძაძას და მორატას ტოსკანელი თავკაცის მოსმენა დიდი ხნის მანძილზე მოუხდათ.. საუბარი ვინოვოს ბაზაზეც გაგრძელდა და ალეგრი ჯიუტად უმეორებდა ერთსაც და მეორესაც მათ არასწორ მიდგომაზე კონკრეტულ დაპირისპირებაში..

ესპანელთან დაკავშირებით ალეგრის პრეტენზია ინერტულობაზე გააჩნდა. ალვარო ნაკლებად იბრძოდა და პრაქტიკულად არ შედიოდა კონტაქტურ ორთაბრძოლებში.. დაცვის დახმარებაზეც დიდად თავს არ იწუხებდა.. მასიმილიანო მორატას გამოფხიზლებას ცდილობს და მოუწოდებს მაქსიმალური კონცენტრირებისკენ.

ძაძას შემთხვევაში კი ზედმეტი ენერგიის გაკონტროლებას ითხოვს. იტალიელი უკვე მერამდემე შემთხვევაა მოედანზე ყოფნისას საკმაოდ აგრესიულად ირჯება და მცველებთან უხეშ კონტაქტს არ ერიდება. მისთვის საუბედუროდ ამჯერად მსაჯმა არ დაინდო და შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე მინდვრიდან გააძევა. ალეგრის აღშფოთებაც სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია, რადგან გარდა იმისა რომ 1-0-ზე გუნდი 10 კაცით დატოვა, მომდევნო დაპირისპირებაში თავდასხმის ხაზი პრაქტიკულად როტაციის გარეშე დატოვა..

წყარო: tuttojuve

14 thoughts on “ალეგრი მორატას და ძაძას კონცენტრირებისკენ მოუწოდებს

  1. არადა იმ მომენტში მცველს შეცდომა ძაძამ დააშვებინა, მერე კარგი პასიც მიიღო და კარგადაც გაიხსნა, უბრალოდ უცდი ის იყო რო ბურთი არასწორად გაიგდო, მემარცხენეა და ბურთი ზუსტად იმ მიმარულებით გაიგდო რა მიმართულებითაც იქნევს ფეხს დარტყმის დროს, მაგ დროს რთულია რო მოგაჯდეს ბურთი ფეხზე, მარჯვენით რო დაერტყა უეჭველი შეაგდებდა

  2. რაღაცა ამ ბოლო დროს ხშირად იწერება მორატა ან რეალში ან პრემიერლიგაში გადავაო, დაქტია ძან ბევრი ფორვარდი ყავს იუვეს და მორატასა და ძაძას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს იუვეს

  3. Alegri xo daamugamet,tips tu sastavi yavs da yvela saxeze yavs vis axsovs mashin kuadrado da tu travmirebulebi arian asnavnois xalxi mashin gautkbeba xolme kolumbieli
    Savaraudod xvalac daayenebs da mis xarjze movigebt :forza:

  4. ახლა ვნახე განბეორებით ძაძას ეპიზოდი და მივხვდი რატომაც წავიდა უხეშად, გადმოგდებულ ბურთზე წააგო ორთაბრძოლა მცველთან და იმ მცველიდან მიუვიდა ბურთი 7 ნომერს, ხოდა შემტევების უმეტესობა რო წააგებენ პირველ ბურთზე ბრძოლას დგანან ერთ ადგილზე და ელოდებიან ნახევარმცველები რო იბრძოლებენ მეორე ბურთზე, ძაძამ კიდე რო წააგო ბურთი გამოეკიდა იმ ბურთს და პოგბას მიეხმარა თავის ჭკუით, ანუ მცველთან რო წააგო ორთაბრძოლა მაგან გააღიზიანა და გაბრაზებულმა სხვა ფეხბურთელი მოჩეხა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.