ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Gazzetta:”ხელმძღვანელობა კასერესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაფიქრდა”

Gazzetta-ს უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად იუვეს ხელმძღვანელობამ, შესაძლოა გაახანგრძლივოს მარტინ კასერესთან მოქმედი ხელშეკრულება:

ურუგვალემა მცველმა სულ რაღაც ერთი დღის უკან გაიკეთა ოპერაცია და მინდორზე დასაბრუნებლად მინიმუმ 5 თვე დასჭირდება. უკანასკნელ ხანებში სამხრეთ ამერიკელის მიმართ არაერთი თბილი და ემოციური ფრაზები ითქვა, როგორც გულშემატკივრებისგან ასევე პარტნიორებისგან..

მთელი რიგი გარემოებების გამო ხელმძღვანელობა გეგმავს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოს არსებული კონტრაქტი, რომელსაც ვადა 2016 წლის ივნისში ეწურება. კასერესის კარიერა ძალზედ უცნაურად ვითარდება.. რეალურად გუნდი მის გასხვისებას იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშივე ფიქრობდა, მაგრამ რამდენიმე საიმედო თამაშმა ალეგრის და კომპანიის გეგმები რადიკალურად შეცვალა. ტრავმამდეც კი აქტიურად მიმდინარეობდა ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე საუბარი და სწორედ ამის გამო ჰქონდა მარტინს ის ემოციური რეაქცია, რასაც თითოეული ტიფოზი უყურებდა საკუთარი ეკრანიდან..

ამ ეტაპზე დანიელ ფონსეკა ტურინში საკუთარ კლიენტთან იმყოფება და ჟურნალისტების მოსაზრებით, არ არის გამორიცხული ამავე პერიოდში მოხდეს, მხარეებს შორის გარკვეული ხელშეკრულების გაფორმება.

წყარო: Gazzetta

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
DP10
DP10
9 years ago

მაგარი იუვენტინოა. ესპანეთში რომ გაუშვეს, თქვა დავბრუნდებიო და დაბრუნდა. ესეც სულ მანქანებს ამტვრევს, მაგრამ ვიდალივით გიჟი არ არის.

Gio Darja
9 years ago

ასეთი სიტუაციაში იუვე მარტო არ უნდა ტოვებდეს ფეხბურთელს, უეჭველი უნდა გაუხანგრძლივონ

ელგუჯა ობოლაძე

არ მახსოვს რომელი ფეხბურთელი იყო, მილანში თამაშობდა და დაიტრამვა…. ერთი წელი არ უთამაშია და უარი თქვა ამ ერთი წლის ხელფასზე!!! სწორედ ამდაგვარი საქციელებია მისასალმებელი ფეხბურთში და არა სიმულაციები!!! თუ იუვე გაუხანგრძლივებს კონტრაქტს, კიდე მეტად დავრწმუნდები ჩვენი გუნდის გუნდურობაში!!! :forza:

giorgi
giorgi
9 years ago

Cacceresi bevr iset mcvels jobia romlebic sakmsod dzier klubebshi dziritadshi arian,es kide skamze zis da xmas ar igebs da miuxedavad aseti tramvebisa mainc magrad uberavs roca tamashobs

A.DP
9 years ago

თუ გაუხანგძილევს გამიხარდება. მაგარი კაცია კასერესი (თან კამორანეზის მაგონებს რაღაცნაირად) :juvee:

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

ცუდი ბედი აქვს ამ კაცს. ყოველ წელს 5-6 თვიანი ტრამვით იჩითება. ასამოაც მაგარი დათარსულია და პეპეც დათარსული გვყავდა. ასევე, ხედირაც კაცი ტრამვა გვყავს.

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

კარგია :forza: :juvee:

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x