ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Live Vinovo

ტურინულა პრესა ხვალინდელი მატჩისთვის იუვეს სავარაუდო შემადგენლობას აქვეყნებს:

ფროსინონესთან შეხვედრაში ბიანკონერის თავკაცმა შესაძლოა 4-3-1-2 ტაქტიკური მონახაზით იასპარეზოს, თუმცა ეს ვარიანტი იმ შემთხვევაში გახდება რეალური თუ რობერტო პერეირას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად ჩაითვლება. ორიოდე დღის უკან არგენტინელმა ტესტ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია. ამ ფაქტიდან, გამომდინარე თუ სასტარტოში პერეირას ვიხილავთ, მაშინ იუვე მიმდინარე წელს პირველად შეცვლის სათამაშო მოდულს..

3-5-2-ის შემთხვევასი სასტარტოში ბარძალი-ბონუჩისთან ერთად სავარაუდოდ დანიელე რუგანის ვიხილავთ. ნაკლებად მოსალოდნელია ფროსინონესთან კიელინის ხილვა.. ალეგრის მას ნაპოლისთან შეხვედრამდე დასვენების საშუალებას მიცემს..

ნახევარდაცვის ცენტრალურ ზონაში გაურკვეველი სიტუაცია სუფევს.. ჯერჯერობით არაფერი თქმულა სტურაოს და ლემინას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.. სხვათაშორის ეს უკანასკნელი პერეირასთან ერთად ირჯებოდა ტესტ მატჩში.. უკიდურეს შემთხვევაში ალეგრის მისი გამოყენება ნამდვილად შეეძლება.. არ არის გამორიცხული პირველივე წუთებიდან ვიხილოთ ბრაზილიელი ჰერნანეში.. ფლანგებზე კი ლიხტშტაინერს და შესაბამისად ევრას უნდა ველოდოთ..

100%-იანი სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიბალა ფროსინონესთან პირველივე წუთებიდან გამოჩნდება და მას ალვარო მორატა შეუწყვილდება.

წყარო: tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Dybala.Marchisio
8 years ago

რეკორდსმენებიი… საღოლ არაჩვეულებრივ ფორმაში არიან :forza:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x