ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “მხოლოდ ფროზინონესთან მატჩზე ვფიქრობთ”

“ფროზინონესთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს შეხვდა და მათ მიერ დასმულ საინტერესო შეკითხვებს უპასუხა.

13 თებერვალს ბიანკონერები საკუთარ მოედანზე ჩემპიონატის ლიდერს, “ნაპოლის” მიიღებენ, დისკვალიფიკაციის თავიდან არიდების მიზნით, მწვრთნელმა შესაძლოა ლეონარდო ბონუჩისა და ალექს სანდროს მისცეს დასვენების საშუალება, ამ ფეხბურთელებს 3-3 ყვითელი აქვთ : “ამ მიზეზის გამო სათადარიგოთა სკამზე ფეხბურთელს ვერ დავტოვებ, ჯერ უნდა გადავწყვიტო, დავასვენებ თუ არა ბონუჩის.არ დაგავიწყდეთ, ხვალ ვეთამაშებით გუნდს, რომელმაც ტურინში ორი ქულა წაგვართვა და დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია.ახლა ჩვენი მომავალი ფროზინონესთან დაპირისპირებაა, მხოლოდ ამაზე ვფიქრობთ.”

“ტრავმები ? – უპირველეს ყოვლისა, მარტინს ყველაფერს საუკეთესოს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.მისი სახით უდიდესი დანაკლისი მივიღეთ, მაგრამ საბედნიეროდ, გუნდში მყავს დანიელე რუგანი და სიმონე პადოინი, საჭიროების შემთხვევაში მოედანზე მათ გამოვიყვან.შემიძლია ოთხი მცველით ასპარეზობაც.ხვალინდელ მატჩს შეტევაში პაულო დიბალა და ალვარო მორატა დაიწყებენ, სხვა არჩევანი უბრალოდ არ მაქვს, სტურარო გამოჯანმრთელდა, ასამოა უახლოეს დღეებში ჩადგება მწყობრში, იგივე შემიძლია ვთქვა ხედირაზეც. ნაკლებ სავარაუდოა, რომ მანჯუკიჩი ნაპოლისთან დაპირისპირებისთვის დაბრუნდეს, თუმცა ვნახოთ.როდესაც კიევოს 4-0 მოვუგეთ, გასახდელში საოცარი ატმოსფერო სუფევდა, ჯენოასთან მატჩით ბოლომდე კმაყოფილი ვერ დავრჩით და ეს კარგია, მიწაზე დავეშვით.ისეთი მატჩები, როგორიც ოთხშაბათს ჩავატარეთ, ჭკუაზე მოგვიყვანს და სკუდეტოსთვის მეტ მოტივაციას შეგვძენს”

ბოლო პერიოდში პრესა აქტიურად უკავშირებს ალეგრის “ჩელსის”. “ჩემი მომავალი ? – ყველაფერს თავისი დრო აქვს, ახლა იუვეში ბედნიერი ვარ, კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს და მას ბოლომდე ვცემ პატივს.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

35 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
delpieronedved
delpieronedved
8 years ago

ფროსინონეს უნდ აგადავუაროთ 0-7

bero-juve10
bero-juve10
8 years ago
Reply to  delpieronedved

ასე ადვილად ვერ მოვუგებთ მაგრამ 0-3, 0-4 შეიძლება მთავარია რომ მოვიგოთ და ტრავმა არავინ აიკიდოს ასევე წითელი ბარათებიც რადგან მომდევნო თამაში ნაპოლისთან გვაქვს.

zigi
zigi
8 years ago

თუ ასე ფიქრობ, წადი ტოტალიზატორში და დადე ფული იუვენტუსის გასვლაზე.

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ბაიერნთან თამაშს დეტალები გადაწყვეტს მე ვთვლი რომ 50-50 შანსი და ვინც 1.25 4.0 უწერს იმას უნდა გადაახიო ყველაფერი მაგის გამო

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

იუვეს მეც მჯერა მოვიგებთ ბაირნთან :forza: :forza: რაც შეხება ალეგრის ის წავა ჩელსისჰი ახალი გამოწვევა და ყველა მწრტნელი დათთამხდებოდა ასეთ წინადადებას :juvee:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

აბა მჯერა კიარადა შევჩამთ ბაუერნს შეწევს იუვეს იმის ძალა 2 უმაგლეს თამაში ჩაააააატაროს,რაც არაერთხელ გვიქნია, აქ რო შემოვდივრ ისეთი ამაბავია, თითქოს იუვეს კაიარა რაგაცა სამტრეედის ფანაები ვართ,ის დამეტვრათ ეს დამეტვრათ და უხარიათეგ,კიარ უნდა დაიმტვრეს უძლერთან უნდა დავდოთ ყველაფერი ტორე კიევოს სულ კი მოუგებთ

| Newsphere by AF themes.
35
0
Would love your thoughts, please comment.x