სტელონე : “ვეცდები ნაპოლის და ტორინოს საჩუქარი გავუკეთო”
რობერტო სტელონეს გუნდმა იტალიის ჩემპიონატის მეხუთე ტურში მნიშვნელოვანი ორი ქულა არც მეტი არც ნაკლები, ტურინის “იუვენტუსს” დააკარგვინა, თანაც, ტურინში, იუვენტუს სტედიუმზე, როდესაც უკვე მატჩისთვის დამატებული წუთები მიმდინარეობდა.”ფროზინონეს” მთავარი მწვრთნელი, უკან დახევას არც ახლა აპირებს და ბიანკონერებს რთულ მატჩს ჰპირდება.
“რა თქმა უნდა, იუვენტუსის წინააღმდეგ თამაში ყველას გაუჭირდება, ისინი საუკეთესო ფორმაში იმყოფებიან.იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ 13 შეხვედრას შემთხვევით ვერ მოიგებ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ საკუთარ ძალებში დარწმუნებულნი ვართ.ბოლონიას წინააღმდეგ გამარჯვებამ ნამდვილად დამატებითი მოტივაცია შეგვძინა.ჩემი საფეხბურთო კარიერის მანძილზე ნაპოლიშიც ვთამაშობდი და ტორინოშიც, იუვენტუსი ორივე გუნდის უშუალო კონკურენტია, რატომაც არა, ვეცდები, მათ საჩუქარი გავუკეთო.”
წყარო : Tuttosport
უკან გაუკეთე ეგ საჩუქარი ნაპოლსაც და ტორინოსაც.
გაუკეთა უკვე, თან ძალიან დიდი…… საჩუქარიიიი..
euro football_ზე სულ სხვა კომენტარი დაიწერა
რობერტო სტელონე: იუვენტუსი ნაპოლიზე უკეთესი გუნდია და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესოო …
ეს ბიძინას პარტიიდან ხოარ არის,აშკარად ოცნებობს
აცალე ოცნება.
დღეს იუვე გაგიკეთებს….. საჩუქარსაც
shen eg qurtuki moushvi odnav ar daixcho ocnebebshi
napolis kide sashuqars uketeb gagataxsires amas winat 1:5
გაწელე გაუშვი :))))