ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო: ” “ნაპოლისთან” შეცდომის უფლება არ გვაქვს “

“ფროსინონესთან” შეხვედრა უკანაა მოტოვებული და სალაპარაკო თემაც მხოლოდ ერთია: “იუვე” – “ნაპოლი” ერთი კვირის შემდეგ. მომავალ შეხვედრაზე ამჯერად “იუვენტუსის” ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო საუბრობს…

ორივე გუნდი საუკეთესო დროს ვხვდებით ამ შეხვედრას, ჩვენ 14 მოგება გვაქვს ზედიზედ, “ნაპოლის” – 8. ისინი ჩვენზე წინ არიან სატურნირო ცხრილში, ამდენად, ბრძოლას ჯერ ვაგებთ და, შესაბამისად, ეს შეხვედრა ჩვენთვის უფრო გადამწყვეტია. სათამაშო კიდევ ბევრი მატჩი დარჩება, მაგრამ ამ შეხვედრაში ფეხის დაცდენის უფლება არ გვაქვს. ” -აცხადებს მარკიზიო.

წყარო: tuttosport

20 thoughts on “მარკიზიო: ” “ნაპოლისთან” შეცდომის უფლება არ გვაქვს “

  1. ბარძალი ბიძიას უძახოდა ნახევარი ფროსინონე ბარძალის და რა იყო სინაგლე? :chuvak: თამაშის ბოლოს დაზდევდნენ ფეხბურთელებს მაიკები გავცვალოთო, ჩვენებმაც მაქსიმალურად ყურადღებით მოექცნენ იმათ ფეხბურთელებს. იტალიის გარდა მემგონი არსად არ ხდება მასეთი რამე ნახევრად მოწინააღმდეგეები იყვნენ და ნახევრად გულშემატკივრები, განსაკუთრებით იტალიის ნაკრების ხალხის მიმართ ქონდათ კარგი დამოკიდებულება, ფროსინონეში 90% ყველა იტალიელია და ბუფონს მარკიზიოს კიელინს ბარძალის და ბონუჩის ალბათ ბოლომდე მოწინააღმდეგეებად ვერ აღიქვამდნენ და ამათთან არავის უხეშობა არ უკადრებია, ერთი კიელინი წააქცია 9 ნომერმა და იმასაც აქეთ კიელინმა მოუბოდიშა :lool:

  2. მე ვერ შევამჩნიე ვინმეზე უხეშობა, ბარძალის თითისაწევით ელაპარაკებოდნენ ფროსინონეს ფეხბურთელები ეს კი შევამჩნიე

    1. რა ვერ შეასმჩნიე შეხედა დიბალას და მერე ჩაარტყა განზრახ, ეგ 100 წითელია, ისედაც უხეშობდენ განსაკუთრებით კვადრატაზე

  3. მარკიზო ძაან მაგარია. როგორ კითხულობს თამაშს და აკონტროლებს ცენტრს.

    მებრძოლი გუნდი კი არა, უნდა გავარდეს ფროზინონე და აღარ დაბრუნდეს არასოდეს. ეგეთი გუნდები ფეხბურთს აფუჭებენ. მისდაუნებური უხეშობა იყო დიბალას რო სახეში ჩაარტყა? გასაგდები იყო მაგ ფოლისთვის. და საერთოდ განგებ უხეშობდნენ მთელი თამაში.

  4. მებრძოლი გუნდია ფროსინონე და პატივისცემას იმსახურებს, ძალით არავის არავისთვის არ ჩაურტყია, პირიქით ზედმეტად მონდომებულები იყვნენ და ზოგჯერ მისდაუნებურად უხეშობდნენ, 2 კარგი მომენტი იყო გუშინ რის გამოც მიყვარს იუვე და კონკრეტულად ის ფეხბურთელები ვინც ამ მომენტებში მონაწილებდნენ, ერთი იყო კიელინს რო ეუხეშა იმათი თავდამსხმელი და კიელინი წამოხტა უცებ და ის სანამ მოუბოდისებდა ამან დაასწრო და ხელი გაუწოდა, მეორე იყო ბოლო წუთას ფავალის შემოსვლის ეპიზოდში, ბუფნის მინიშნებით მარკიზიომ გადააგდო ბურთი აუტზე და ფავალი მოედანზე შემოუშვეს, რასაც კიელინი მარკიზიო და ბუფონი აკეთებს ესაა ზოგადად მთავარი და მათშორის ფეხბურთშიც

  5. იუვეს მთავარი ლიდერია, როგოც პირლოს გარესე იყო იუვეს თამაში წარმოუდგენელი ისეა დღეს მარკიზიოს გარეშე, პაოლო როსიმაც დაახლოვებით იგივე თქვა, მარკიზიოს როლი იუვეს თამაშში გადამწყვეტიაო

  6. დიბალა და პოგბა არ გაყიდონ თორე მაროტას და ანიელის გინებაში ვიქნები სანამ ახალი პოგბა დიბალას არ მოიყვანენ :დ:დ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.