ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინიმ შესაძლოა “ნაპოლისთან” და “ბავარიასთან” მატჩები გამოტოვოს

“ფროზინონესთან” მოპოვებულ სამ ქულას ტურინის “იუვენტუსისთვის” დანაკარგის გარეშე არ ჩაუვლია.მეორე ტაიმში ტრავმის გამო მოედნის დატოვება ჯორჯო კიელინის მოუწია, რომელმაც კუნთის დაჭიმულობა იგრძნო და დიდი ალბათობით, უახლოეს ორ შეხვედრას გამოტოვებს.

მასიმილიანო ალეგრისთვის 31 წლის უკანახაზელის ტრავმა უდიდესი დანაკლისია, მარტინ კასერესი სეზონის ბოლომდე ლაზარეთშია, მწვრთნელის განკარგულებაში რჩება მხოლოდ სამი ცენტრალური დამცველი, ბარძალის, რუგანისა და ბონუჩის სახით.თანაც, საჩემპიონო თამაშს ტურინელები ერთ კვირაში “ნაპოლის” ეთამაშებიან, 23 თებერვალს კი ტურინს არც მეტი არც ნაკლები, მიუნხენის “ბავარია” ეწვევა.კორიერე დელო სპორტის მტკიცებით, კიელინის გამოჯანმრთელება ამ ორი შეხვედრისთვის ძალიან რთული იქნება, სავარაუდოდ, შაბათისთვის მზად იქნება სამი ხედირა, ოდნავ მოგვიანებით კი გუნდს მარიო მანჯუკიჩი უნდა დაუბრუნდეს.არის შანსი იმისა, რომ ნეაპოლელებთან ალეგრიმ ოთხმცველიანი ტაქტიკით იასპარეზოს.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
snuff-juve
8 years ago

კიელინიც იქნება ბავარიასთან ხედირაც ერთი ტაიმისთვის მაინც იქნება მზად ყოველ შემთხვევაში თუარადა ასამოა-მარკიზიო-პოგბა დადგებიან არაა პრობლემა.ერთადერთი ვინც გამორიცხულია პირველ თამაშში არი მანჯუკიჩი :forza:

juve _ 10
juve _ 10
8 years ago

კარგით რა ბავარიასთან რა შანსებზეა ლაპარაკი, ისეთი ფეღბურთელები გვაკლდება რო გუნდი ძალიან დაგვისუსტდა,
ხედირა _ მარიო _ კიელინი _ ესენი როც ხოდზე გვყავდა მაშინ გვქონდა შანსები ბავარიასთან 50_50 ზე (ამას ამბობდა ყველა) ახლა კი 20%_თუ გვექნება გამარჯვების იმედი, რამდენი ლიდერი დაკარგა ჯუვემ (ეს კატასტროფაა),,,
:blin:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Ram gagauzrdelat ase es xalxi

იკა
იკა
8 years ago

იუვე უშნასოდ არასდროს არ იქნება… ეგ სასტავი შეინარჩუნონ,არავინ არ გაყიდონ ლიდერებიდან და მაქსიმუმ 2-3 წელიწადში იუვე გახდება მონსტრი გუნდი

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

4 მცველით უნდა ვითამაშოთ მაშინ თორე შანსი არგვექნება
ბუფონი ბარზალი ბონუჩი ლიშტაინერი ევრა პოგბა მარკიზიო ხედირა პერეირა მორატა დიბალა

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ეს უკვე ტრაგედია მარა მაინც იუვეა.

lasha lasha
8 years ago

ეეე რა უიღბლობაა ამის დედა ვატირე რა :no ამის გარეშე ბავარიასთან საერთოდ უშანსოდ ვართ :blin:

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x