ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო რომანსის გახსენება: იულიან დრაქსლერი

ზაფხულში დრაქსლერის “იუვენტუსში” ტრანსფერის შესახებ გამოცემათა მთელი რიგი წერდა კვირების განმავლობაში. ვიდალისა და პირლოს წასვლის შემდეგ, შუა ხაზის გაძლიერება იყო საჭირო, ამას ალეგრის მოთხოვნაც ემატებოდა ტრეკვარტისტაზე და “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებდა 21 წლის ნიჭიერი ფეხბურთელის მოსაყვანად…

ასე იყო თუ ისე, საბოლოოდ, დრაქსლერმა “ვოლფსბურგში” ამოყო თავი, “იუვეში” კი ერნანეში მოვიდა, რითაც ტურინში კმაყოფილი არავინ იყო და “ბებერი სინიორას” სტაფსაც დიდი კრიტიკა ხვდა წილად. მოდით, გერმანელის “მგლების” რიგებში თამაში შევაჯამოთ: 24 თამაშში დრაქსლერმა 4 -ჯერ გამოიჩინა თავი, მისი გუნდი “ბუნდესლიგაში” მე-8 პოზიციას იკავებს და მიუხედავად იმისა, რომ “ჩემპიონთა ლიგის” მერვედფინალში თამაშობს (ზედმეტი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ “ვოფლსბურგს” არც ისე ძლიერ ჯგუფში მოუწია ასპარეზობამ), გერმანიის თასის გათამაშებას უკვე გამოეთიშა. არის საზღვრები, რომლის გადალახვაც “იუვემ” არ ისურვა. “შალკემ” დრაქსლერში 36 მილიონი ევრო მოითხოვა, ფეხბურთელსაც წლიური ხელფასის სახით 5 მილიონი სურდა (+ ბონუსები), რაც შტაბისთვის მეტისმეტი აღმოჩნდა. შეცდნენ თუ არა “იუვენტუსის” ხელმძღვანელობაში, როცა უკან დაიხიეს, თვითონ განსაჯეთ, დროს თავისი დასკვნები ნელ-ნელა თავადაც გამოაქვს.

წყარო: Calciomercato

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juveloveyou
juveloveyou
8 years ago

Magas gemaniis datoveba ar undoda tore wolsburgi rom verafers moigebs eg yvelam icis

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

თავის პოზიციიდან გამომდინარე საკმარისი გოლები გაუტანია ასისტები არ ვიცი მაგრამ 5 გოლი ნორმალურიაა. 5 გოლი მორატას და მანჯუკიჩს აქვს გატანილი არა და ცენტრფორვარდები არიან. დრომ ის გვიცვენა რომ ხედირა არ უნდა მოეყვანათ და მანჯუკიჩი არც ზაზა ასე რომ ვფიქრობ უნდა ეუიდათ ეს ბიჭი ნუ ჰერნანესზე რომ აღარაფერი ვთქვათ მაგას მაინც ბევრად აჯობებდა თან ახალგაზრდაა.

გეგა
გეგა
8 years ago

არადა ძალიან კლასსნია

მამია
მამია
8 years ago

ვოლფსბურგში ამის გადასვლა უთავმოყვარეო ადამიანის საქციელს ჰგავს. ბუნდესლიგას ეს ვერ მოიგებს და ჩემპიონთა ლიგას სანამ მანდ იქნება, ანუ ტიტული თუ სპორცმენს არ აინტერესებს არანაირ პატივისცემას არ იმსახურებს ჩემი აზრით.

დემეტრე30
დემეტრე30
8 years ago

იბურტაოს სადაცაა არაა ჯუვესჰი მაგის ადგიIი.ბევჯე იკბენს ნეკზე

giorgi
giorgi
8 years ago

Dzaan chkviani menejeria marota,am zafxulshi darwmunebuli var arc aravin wava wamyvani fegburtelebidan da minimum ert magar igroks moiyvans

8 years ago

არ ღირდა ამაში ფულის გადაყრა. მაშინაც ვწერდი და ახლაც გავიმეორებ, მაროტამ ძალიან სწორი შეთავაზება გაუკეთა გერმანელებს ფასი+ბონუსი სახით. დამტვრეულ ფეხბურთელში ერთიანად ამდენის გადახდა სისულელე იქნებოდა. შეცდომა ის იყო რომ ბოლმდე გაჰყვა გერმანელებს მოლაპარაკებებში და გვოან დაიწყო ალტერნატივაზე მუშაობა. ზოგადად იუვე დიდ ფულს მხოლოდ ისეთ ფეხბურთელებში იხდის, ვინც მართლა ძლიერია და გუნდს გამოადგება. დიდ სამუშაოს ატარებენ შესწავლაში და ანალიზში სანამ იყიდიან. წელს სანდროში და დიბალაში გავისროლეთ დიდი მაყუთი და ორივემ გაამართლა.

lasha tsasidze
8 years ago

აქ ბევრს ვერ წარმოედგინა იუვეს მომავალი ამის გარეშე :))) და უვიცობაში ადანაშაულებდნენ მაროტას :P ხეხოს და იყოს სადაც არის

lasha lasha
8 years ago

არაფერიც არ შეცდნენ ჩვეულებრივი დონის ფეხბურთელია გიოტცესთან და ისკოსთან ახლოსაც ვერ მივა ოსკარიც ჯობია ამას :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

არ ღირს თავიდან ამისთვის ბრძოლა. არაა იუვეს დონის

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x