ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ფროსინონე” 0-2 “იუვენტუსი” ( ფეხბურთელების შეფასებები )

გთავაზობთ “ფროსინონესთან” მატჩში მონაწილე ფეხბურთელების შეფასებებს..

ბუფონი 6 – ამჯერად არ გაუმართლა, წვიმიან ამინდში მოუწია დასვენება.მისი კარის მიმართულებით მოწინააღმდეგე ფეხბურთელებს არ დაურტყამთ, ჯიჯიც აკვირდებოდა, როგორ ცდილობდნენ მისი თანაგუნდელები ლეალის კარის აღებას.

ბარძალი 7 – შესანიშნავ ფორმაშია, მეორე სუნთქვა გაეხსნა.შლის მოწინააღმდეგის შეტევებს და აკეთებს ზუსტ გადაცემებს.

ბონუჩი 6 – ერთადერთი ხიფათი, რომელსაც ლეონარდო განიცდის დანიელე ჩიოფანია, ორთაბრძოლებში ფორვარდის წინააღმდეგ ასპარეზობა საკმაოდ რთულია.თავიდან ცოტა დაბნეული სჩანდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი რიგზეა.

კიელინი 6 – ჩიოფანის განეიტრალებში ეხმარება ბონუჩის და პარალელურად აკვირდება დიონისისაც.იღებს საკმაოდ სერიოზულ ტრავმას და სავარაუდოდ, ტოვებს ნაპოლისთან მატჩს.

რუგანი 6 – მოედანზე 17 წუთს ატარებს, გუნდი კი ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშობს.საკმაოდ მოტივირებულია და ცდილობს, ალეგრის ნდომა მოიპოვოს.

კუადრადო  7 – ზუსტად ის ფეხბურთელი, რომელიც ალეგრის ტაქტიკისთვის იდეალურია.უტევს როგორც ფორვარდი და თავს იცავს ისე, როგორც მცველი.აქტიურია, საბოლოოდ კი გამარჯვების გოლი გააქვს.

სტურარო 6 – დაცვაში ასრულებს შავ სამუშაოს.რამდენჯერმე კარში დარტყმის შანსიც მიეცა.საერთო ჯამში საიმედოა.

პერეირა 6 – კარგახნიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მოედანზე ბრუნდება.ცდილობს იაქტიუროს, კომბინირებს თანაგუნდელებთან და მონაწილეობას იღებს საგოლე ეპიზოდში.

მარკიზიო 7 ( მატჩის საუკეთესო მოთამაშე ) – ზუსტი, ჭკვიანი და საიმედო, პრინჩიპინოს გამორჩეული მახასიათებლები გამარჯვების რეცეპტია.

პოგბა 6 – ფროზინონეს სერია A – ში ყველაზე მცირე ზომის სტადიონი აქვს, შესაძლოა, ეს პოლს პრობლემებს უქმნის.ისეთი სახიფათო არაა, როგორსაც მიჩვეულნი ვართ.

ალექს სანდრო 7 – მუდმივად მოძრაობს ფლანგზე, შესვენების შემდეგ შეტევის მეტი საშუალება აქვს.აკეთებს ასისტს კუადრადოზე და შლის ფროზინონეს დაცვას.

დიბალა 6,5 – მიუხედავად იმისა, რომ ეს პაოლოს საუკეთესო თამაში არ იყო, გაარტყა ძელს და შეძლო ულამაზესი გოლის გატანა.ასეთი სტატისტიკის დადება მხოლოდ გამორჩეულებს შეუძლიათ.

მორატა 5,5 – მუდმივად აგრესიული იყო, ჯერ როზის ეუხეშა, შემდეგ სამარკოს.საბედნიეროდ, მსაჯმა იგი მხოლოდ ყვითელი ბარათით დააჯილდოვა.რეაბილიტაციას ახდენს კარგი გარღვევით და საგოლე პასით დიბალაზე.

ფავილი შეფასების გარეშე მხოლოდ რამდენიმე წუთით გამოდის მოედანზე, შესაფასებელი არაფერია.

ალეგრი 6,5 – იღებს მიჯრით მე-14 შეხვედრას, უახლოვდება იტალიის ჩემპიონატის რეკორდს.თავიდან იუვენტუსს უჭირდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი რიგზეა.იგებს, თან ზოგავს ძალებს.

წყარო : Gazzetta Dello Sport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Vega
8 years ago

ახლა ეს კიელინის ტრამვა მადარდებს რა. ამის გარეშე არ ვიცი რა გვეშველება. ჯანდაბა ვაბშე რატო ათამაშა.

ელგუჯა ობოლაძე

ბოდიში , მარა ფროსინონეს მემგონი 2-0 მოვუგეთ))) 0-0 შეასწორეთ, ცუდათ ხვდება თვალს :lool:

Dutch
ადმინისტრატორი
8 years ago

უპს )) გამომრჩა )

დარედაქტირდა :up:

ელგუჯა ობოლაძე
Reply to  Dutch

:up: ცუდად არ გამიგოთ)))

Dutch
ადმინისტრატორი
8 years ago

არა პირიქით მადლობა ) აუცილებლად მითხარით ხოლმე დასარედაქტირებლები თორე მავიწყდება იმდენი რამეა შესაცვლელი :givi: :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago
Reply to  Dutch

დიბალასაც დაუწერეთ ბარეღამ გოლებში15 14 უწერია

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

კუადრადო საუკეთესო იყო. :forza: :juvee:

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x