ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი კიელინის ჩანაცვლების გეგმაზე მუშაობს

კიელინის ტრავმიდან გამომდინარე მასიმილიანო ალეგრის ახალი თავსატეხი შეემატა.  ტურინელებმა მოკლე მანძილზე ორი ცენტრალური მცველი მოისაკლისეს, რაც ბუნებრივია მძიმე კალენდრის გათვალისწინებით სერიოზული დარტყმაა.


საჭიროა სწრაფი გადაწყვეტილების მიღება, რაზეც იუვეს თავკაცმა მუშაობა უკვე დაიწყო. უკვე გაჟღერებულმა აზრმა, რომ სტეფან ლიხტშტაინერი დაცვის ცენტრალურ ზონაში გადაინაცვლებს დადასტურდა. დღევანდელ სამწვრთნელო სესიაზე ბიანკონერი 3 მცველიან ტაქტიკაში ხან რუგანის იყენებდა კიელინის ნაცვლად, ხანაც ლიხტშტაინერს.. რომელი მათგანი იქნება სასტარტოში ეს ჯერ რა თქმა უნდა უცნობია..

დილას გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს ხედირა და ასამოა საბოლოოდ გამოჯანმრთელდნენ და სამწვრთნელო სესიაშიც კი მიიღებდნენ მონაწილეობას.. თუმცა, ვინოვოს ბაზაზე გამოსულ ფეხბურთელებს შორის მათ ვერავინ შეამჩნევდა. ჯერჯერობით არც გერმანელი და შესაბამისად არც აფრიკელი მზად არ არიან.. მოასწრებენ თუ არა შაბათისთვის კონდიციების აღდგენას ასევე უცნობია.. იმ შემთხვევაში თუ შუახაზელები ხუთშაბათს მაინც არ გამოჩნდნენ სავარჯიშო მოედანზე, მაშინ მათი ასპარეზობა პრაქტიკულად გამორიცხული იქნება.

ერთადერთი ვინც სრულად გამოჯანმრთელდა არის პატრის ევრა.. ფეხბურთელმა სრული დატვირთვით ივარჯიშა და მზად არის შაბათს მოედანზე გამოსასვლელად. სხვათაშორის ექსპერტები არ გამორიცხავენ 4-3-1-2-ზე დაბრუნებას და ასეთ შემთხვევაში მარცხნივ სწორედ ფრანგს ვიხილავთ, ხოლო ცენტრში ბარძალი-ბონუჩის წყვილს.

წყარო: TuttoJuve

23 thoughts on “ალეგრი კიელინის ჩანაცვლების გეგმაზე მუშაობს

  1. 1juve

    ტრავმირებული ვერ ითამაშებს და თუ ტრავმა არ ექნა სტურარო ხედირას როგორ ჯობია როგორ? ისევ იტალიურ სტუქუაში ხარ :blin:

  2. რატო გეჰინიათ კარჰი ვინ გვყავს ხო იცით კარგი რა. ალეგრი ისე დაყენებს დაცვას როგორც თამაჰი მოითხოს, ორივე თამაჰს ვიგებთ ნაპოლთანაც და ბავარიასთანც. :forza: :juvee:

  3. მე გავრისკავდი და რუგანის დავაყენებდი, შმომანას ჯობია რუგანი დაუდგეს და არა ბარძალი, ბარძალის უჭირს ზოგჯერ სწრაფ და ტექნიკურ მოთამაშეებთან, ბარძალი გადაწიოს მარცხნივ, რიბერი იქნება ალბათ და ბებერ რიბერთან უფრო წაუვა თამაში, ლიხშტაინერის დაყენება დაცვაში უაზრობა იქნება, უეჭველი შეცდება

    1. მეც ეგ ვივარაუდე, ბარძალის გადაწევს მარცხნივ კიელინის ადგილას და რუგანის დააყენებს თავის ადგილას… ტაქტიკის ცვლილება უფრო მეტად სარისკო იქნება ეხლა ვიდრე რუგანის დაყენება

        1. მარტივად
          ბუფონი
          რუგანი ბონუჩი ბარძალი
          ლიხტა სტურარო (ან ხედირა) მარკიზიო პოგბა ევრა (ან სანდრო)
          მორატა დიბალა

          ლიხტას დააყენებს, რუგანი შეიძლება კვადრადომ ისე ვერ დააზღვიოს როგორც ლიხტამ. ასევე ბარძალისთანაც სავარაუდოდ უფრო ევრას დაუყენებს ვიდრე სანდროს

  4. გიო დარჯანია გეთანხმები, ნაპოლისთან რუგანის თამაშით არაფერი დაშავდება, მაგრამ ბავარიასთან 4 მცველი ჯობია, მაგათი ფლანგების გადამკიდე

  5. არა, როგორც კი ექსპერიმენტებს დაიწყებს ეგრევე დაისჯებიან… მითუმეტეს ნაპოლისთან და ბავარიასთან არ ღირს ექსპერიმენტი, იჩალიჩა წინა ტურებში სეზონის სტრატზე ტაქტიკის ძიება და შედეგი გვახსოვს… ჩამოყალიბდნენ მაინც 3-5-2ზე და ბარძალი დადგება კიელინის ადგილას და რუგანი ბარძალის ადგილას… და ითამაშებენ მაინც 3-5-2 ჩემი აზრით ნაპოლისთან… არ ღირს ასეთ მატჩებში ექსპერიმენტი, მაინც ასე მგონია

  6. 4-4-2 ითამაშოს და ევრა-ბარზალი-ბონუჩი-ლიშტაინერი-კუადრადო-პოგბა-მარკიზიო-სანდრო-მორატა-დიბალა ასე ითამაშოს რა :////

  7. ნაპოლისთან შეიძლება დააყენოს რუგანი, მაგრამ ბავარიასთან არა მგონია და მანდ არც გარისკავს ჯორჯოს გარეშე სამცველიან ტაქტიკას, ჯობია 4-4-2 ითამაშოს და ნახევარდაცვას სტურარო დაამატოს, ერნანეშის და პერეირას დაყენება არ ღირს არანაირად, კუადრადოც შეიძლება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.