ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი : “კარიერას 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დავასრულებ”

ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანმა, ჯანლუიჯი ბუფონმა ABC – თან საუბარში რამდენიმე საინტერესო შეკითხვას უპასუხა და იქვე დასძინა, რომ კარიერის დასრულებას 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გეგმავს :

“დღევანდელ იუვენტუსს ბურთის ფლობა უყვარს, ეს ალეგრის ერთ-ერთი მთავარი კოზირია, რამდენი წელია ამ გუნდში ვთამაშობ და თამაშის ტემპს ყველაზე მეტად სწორედ თანამედროვე გუნდი აკონტროლებს.უძლიერესი ? – ყველაზე ძლიერები ფაბიო კაპელოს დროს ვიყავით, მარჩელო ლიპის კოლექტივში თამაში კი ერთი სიამოვნება იყო.ჩოგბურთი ? – დიახ, ამ სპორტით გატაცებული ვარ, როჯერ ფედერერი ჩემი კუმირია, მასთან ხშირად მაქვს კონტაქტი და გარკვეულ რჩევებსაც ვიღებ.ფსიქოლოგიურად ყველაზე მეტად რთულია იყო ჩოგბურთელი, თუ გაიმარჯვებ, ყველა პატივს გცემს, მარცხის შემთხვევაში კი სხვას ვერაფერს დააბრალებ.ლიდერობა ? – ნამდვილი ლიდერი საკუთარ სახეს უნდა აჩენდეს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საჭიროა, სხვა შემთხვევაში არ ვფიქრობ, რომ ყოველ წამს თავის გამოჩენა აუცილებელია.”

“ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ? – როცა სერია B – დან დაბრუნების შემდეგ პირველად მოვიგეთ სკუდეტო, ანტონიო კონტესთან ერთად.ყველაზე ცუდად მილანთან წაგებული ფინალი გამახსენდება მანჩესტერში, ბარსელონასთან გასულ წელს მარცხი სულ სხვანაირი იყო, იქ მოედანი ამაყებმა დავტოვეთ.ძალიან მიჭირდა 2003-04 წლებში, დეპრესიის დაძლევა ჩემთვის ყველაზე დიდი “სეივია”, ის ეტაპი გადავლახე.ბავარია ? – რეალურად ვუყურებ სიტუაციას, ჩვენი შანსები 20-25 პროცენტია, ყველაფერს ვაკეთებთ რომ ეს რიცხვი 40-45 პროცენტამდე გავზარდოთ.”

“ჩემში გადახდილი 54 მილიონი ? – არ ვფიქრობ, რომ ეს გაბერილი თანხა იყო.დღემდე, როცა ამ მომენტს ვიხსენებ, ამაყი და ბედნიერი ვარ, რადგან ისეთი გუნდის ხელმძღვანელებმა, როგორიც იუვენტუსია, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს, ანუ სწორედ ამდენი იყო ჩემი ღირებულება.ინტერესი რეალის მხრიდან ? – არასდროს ყოფილა, მათ იკერ კასილასი ჰყავდათ და მეეჭვება, ოდესმე ჩემი შეძენა მოენდომებინათ.ვარ თუ არა ყველა დროის საუკეთესო ? – ამ შეკითხვაზე პასუხს მე ვერ გავცემ.”

“რამდენ ხანს ვითამაშებ ? – მინდა ეს სეზონი წარმატებით დავასრულო, კიდევ ორი სეზონი იუვესთან ერთად და ფეხბურთს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დავემშვიდობო.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ოოხ რა მეფეე ხაააარ

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ძირს ბარცა, რეალი, ჩელსი, ბაიერნი,და ყველა გაქრეს სადაც ტურინის იუვენტუსია

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

:forza: :forza: :forza: :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ბუფონი ერთადერთი მეკარეა მსოფლიოში.

გიორგი
გიორგი
8 years ago

ეტყობა ადამიანს, რეალურად ფიქრობს და მოკრძალებულ პასუხს სცემს, მაგრამ ჯიჯი მემგონი ბაიერნთან 25 %-ზე მეტი შანსი კი გვაქ

dsadas
dsadas
8 years ago

:juvee: :juvee: :juvee: :juvee:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

:forza: :juvee: მაგარი კაცი ხარ.

LB19
LB19
8 years ago

Ligis gareshe ar waxval :yes:

snuff-juve
8 years ago

:love: :love:

Soni
Soni
8 years ago

Buffon giji xar giji msolioze gixilav da panastikurad daasruleb karieras mara am 2 sewonshi liga unda moigo uechveli gaklia ra mainc ligis tasi.minda ro msoplios shemdeg kidev 1 weli darches mara msoplios shemdeg karieris damtavreba(warmatebit nakrebis kargi iqneba zidanis pontshi)sul sxvaa ra.egreve tqva vgirvaro rac gadaixades pirdapir jigari xar.mashindeli eg pasi dges ra pasia meta))).ki xar aba ra xar))).ara exla juve ki mara mashin sxva iyo ra vapshe mkvleli siniorita moji pelea mafiozi

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x