ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გიორგი ქასრაშვილის ბლოგი:”ფინალის ტოლფასი მატჩი”

მანამ სანამ გიორგის მორიგ საინტერესო სტატიას წაიკითხავდეთ, უმჯობესი იქნება თუ კომპოზიციას, რომელიც თან ერთვის ტექსტს, ჩართოთ და უკვე შემდგომ შეუდგეთ გადაკითხვას:

ჰანს ზიმერის საოცარ კომპოზიციას ვუსმენ, რომელიც შეუდარებელ ფილმს გლადიატორს ადევს ფონად.. არ ვყოფილვარ ჯარში, არ მიომია არასოდეს, მაგრამ ჩემში რაღაც საოცარმა გრძნობამ და განწყობამ დაისადგურა, გონებაში 13 თებერვალი მიტრიალებს, სასკუდეტო ფინალი, მე მას ასე ვუწოდებ, დღეებს ვითვლი, მოლოდინი პიკს მიაღწევს შაბათ დღეს!

მაქსიმუსი კოლიზეუმში მიდის გამარჯვებისთვის ზედმეტსახელად ,,ესპანელი” ის იმარჯვებს და უბრძანებენ მისი ნამდვილი სახე გამოაჩინოს! – მე მქვია პაოლო დიბალა, წარმოშობით არგენტინელი, მირევია პოლონური სისხლი, მე აქ გამარჯვებისათვის მოვედი, გავიტანე 16 გოლი და შენც ნაპოლი, გაგიტან მას! პირველივე ან მეორე ტაიმში!!!

ბუფონი-ლიხშტაინერი-ბარძალი-ბონუჩი-რუგანი-სანდრო-პოგბა-სტურარო-მარკიზიო-მორატა-დიბალა და კიდევ კუადრადო-პერეირა-ევრა-ძაძა

ეს ის ჩამონათვალია, რომლებიც 13-ში ყველაფერს გაიღებენ იმისათვის, რომ დაამარცხონ მეტოქე და პირველ ადგილზე გადაინაცვლონ!

ვინ გვყავს მეტოქე?

იგუაინი – რომელსაც ბონუჩი-რუგანი მიხედავს! ინსინიე – ლიხტშტაინერი-ბარძალი უშანსოდ დატოვებს! კალეხონი – სანდრო ფეხს არ გაანძრევინებს!

ნახევარდაცვაში ვინ? ალანი, მერტენსი, ჰამშიკი, და რა? როდესაც მარკიზიო-პოგბა-სტურარო იქნება მათ წინააღმდეგ?!

და ბოლოს, ვინ გააკავებს ჩვენს შეტევას? დიბალა-მორატას?! კულიბალი-ალბიოლი?!

ასე და ამგვარად 13 თებერვალი, შაბათი 23:45

იუვენტუსი – ნაპოლი ,,სასკუდეტო ფინალი”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

27 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Delpieronedved
Delpieronedved
8 years ago

მორატა უნდა ათამაშდეს, მორატა. მანჯუკიჩი თუ გვყავდა კაია, მომწონს მარიოს შეუპოვრობა

| Newsphere by AF themes.
27
0
Would love your thoughts, please comment.x