ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ძოფი:”ნაპოლის იგუაინი ჰყავს? სამაგიეროდ იუვეს დიბალა ჰყავს”

ბიანკონერის ექს ლეგენდარული მეკარის დინო ძოფის განცხადებით იუვე-ნაპოლი სკუდეტოს ტოლფასი მატჩია:

“ეს არის დაპირისპირება, რომელშიც ერთმანეთის წინააღმდეგ იტალიის ორი საუკეთესო გუნდი წარსდგება. დღეისათვის სწორედ იუვე და ნაპოლი თამაშობენ საოცარ ფეხბურთს და თუ, ვინმეს დაპირისპირებას შეშვენის სიტყვა, “სკუდეტოს მატჩი” – მაშინ ეს სწორედ მათ შეხვედრას ეკუთვნის.

შესაძლოა, ერთმა მატჩმა ტიტულის ბედი არ გადაწყვიტოს, მაგრამ ორი აზრი არაა იგი გამარჯვებულს ფსიქოლოგიური კუთხით დიდ ბიძგს მისცემს.

ვინ ითამაშებს გადამწყვეტ როლს? იგუაინი ექსტრა კლასია, მაგრამ საკუთარ თავს მისი გამორჩევის უფლებას ნამდვილად ვერ მივცემ.. მიზეზი მარტივია იუვეს დიბალა ჰყავს და საერთოდაც, გუნდურ თამაშს გადამწყვეტი როლი ექნება.

მეკარეები? იტალიაში რეინამ თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა. მას ნაპოლის მიერ ნაჩვენებ საიმედო თამაშზე დიდი წვლილი მიუძღვის..

მეორეს მხრივ არის ბუფონი, რომელიც ყოველთვის ბუფონია!

იტალიის ნაკრები? რთულად წარმოსადგენია, რომ აძურიმ ჩემპიონობა მოიპოვოს, მაგრამ კონტე საკუთარ საქმეს ბრწყინვალედ უძღვება.. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა შესარჩევი ეტაპი წარმატებით გადალახა. ანტონიოს ხელში გუნდს კარგი თავგადასავალი გარანტირებული აქვს, მაგრამ რამდენად შეძლებენ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას ჯერ რთული სათქმელია”.

 

წყარო: football-italia

11 thoughts on “ძოფი:”ნაპოლის იგუაინი ჰყავს? სამაგიეროდ იუვეს დიბალა ჰყავს”

  1. =ტიგრანა=ესეც დზლიერი იკო ტავის დროზე. დზაან. მაგრამ ცჰვენ გვკავს ბუფონი, ამიტ კვეაფერია ნატკვამი, ჯიჯი პიროვნებააა

  2. ამან ახალი რამე გვამცნო?! დიბალა გვყოლია ხალხო და ნეაპოლელებს იგუაინი)) ეს ისე ბაასობს, ჩვენ ბუფონიც გვეყოლება და მარკიზიოცარ გამოვრიცხავ პოგბასაც…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.