ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კანავარო:”ტურინში ყოფნისას მივხვდი თუ რატომ იმარჯვებდა იუვენტუსი მუდამ”

ფაბიო კანავაროს განცხადებით იუვეს და ნაპოლის დაპირისპირებისას მისი გული ორად გაიყოფა:

“უკანასკნელ ხანებში არაერთი მოსაზრება მოვისმინე და რატომღაც ყველა ფიქრობს, თითქოს ეს მატჩი სკუდეტოსთვის გადამწყვეტი იყოს.. ეს აზრი გადამეტებულია, რადგან წინ ჩემპიონთა ლიგა და შესაბამისად ევროპა ლიგის მატჩებია, რომლებიც ბუნებრივია დიდ ენერგიას წაართმევს როგორც ერთს ისე მეორეს.

აძურიც და ბიანკონერიც რეკორდს-რეკორდზე ამყარებენ, მაგრამ ასეთი მჭიდრო და მძიმე კალენდრის თვალსაზრისით, დიდხანს გაგრძელება ფიზიკურად შეუძლებელი გახდება.

სარი? ფანტასტიკურად იმუშავა. ძალიან სწორი გადაწყვეტილება ჟორჟინიოს რეჯისტას პოზიციაზე გამწესება და ახალი ტაქტიკური მონახაზის გათვალისწინებით ტრეკუარტისტაზე უარის თქმა. სამაგიეროდ ნაპოლის თამაშს კრეატივი არ დაკლებია და გუნდი ბრწინვალედ მანევრირებს.

ალეგრი? ბერლინის შემდეგ ყველა ფიქრობდა, რომ ფეერიული ციკლი წარსულს ჩაბარდა, მაგრამ მასიმილიანომ ახალი გზის პოვნა მალევე მოახერხა. მისი გუნდი კონტეს ეპოქისგან რადიკალურად განსხვავებულია.. თუ მაშინ იუვე უფრო მხიარულს და ემოციურს წააგავდა, ეხლა რაღაცით გერმანულს დაემსგავსა, ორგანიზების და პროფესიონალიზმის კუთხით.

ვის ვუქომაგებ? ჩემი გული ორად გაიყო.. მაგრამ რადგანაც ნეაპოლიტანელი ვარ, ამიტომ ნაპოლის, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ტურინში გავიგე თუ რატომ იმარჯვებდნენ ისინი მუდამ”.

წყარო: football-italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

41 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

იუვეს გულშემატკივრობის გადმოსახედიდან ლეგენდა არ არის რას ქვია))) იუვეს ლეგენდა ნამდვილად არ არის კანავარო, მარა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ნაღდად არის) მასე არც მალდინის არ უთამაშია იუვეში და არც რონალდინიოს მარა არ არიან ლეგენდები?))

Di Francesco # 1
8 years ago

კანავაროზე დიდი მცველი ამ საუკუნეში ძან ცოტა იყო და თუ ვინმეზე შეიძლება თქვა რო ლეგენდაა პირველი კანავაროა

jjj jjj
8 years ago

მეტი რაღა უნდა თქვას, მართლა ერთ ადგილს ხო არ დაიპუტავს?! :mrgreen: ვუქომაგებ, ორივეს და დამიჯერე ნეიტრალური ვიქნები :yes: კონტე რომ მაგ ამბავში გაეხვა და ამ დიპლიპიტომ ეგ თქვა რა? აწყობილ გუნდში მოდიოდა და გამოცდილებას მიიღებდა, პირიქით, თორე რამე დაეთმო და რამე ეგ არა! ახლა ნუ მეტყვი გარისკავდაო, მაგრამ ისიც გაითვალისწინე, რომ ყველა რისკავს, როცა მწვრთნელი ხდება… მტერია ყველა, ვინც ჭირში მიგატოვებს საკუთარი ლხინის გამო… მე იუვედან ვუყურებ, შენ ნაკრებიდან, ამიტომ მე იუვეს გულშემატკივარი ვარ პირველ რიგში და მერე ნაკრების. ჩემს საყვარელ კლუბთან შეცდა და არაა ლეგენდა არც იუვესთვის და არც ჩემთვის… ახლა გინდ მწვრთნელის შეცვლაზე ილაპარაკოს, გინდ ოქრო მოისაქმოს მაინც “ის” იქნება…

Di Francesco # 1
8 years ago

Del alex
არ იტყოდი ერთია მარა რეალურად მთელი გულით ხო უქომაგებ შენი ქალაქის კლუბს? კანავაროსაც არ უთქვია დროშებით მივალ სტადიონზე და შიშველი შევვარდები მოდეანზე იგუაინთან ჩასახუტებლადო

| Newsphere by AF themes.
41
0
Would love your thoughts, please comment.x