ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პერეირა:”წინ საოცარი მატჩი გველოდება”

რობერტო პერეირას მოსაზრებით მისი გუნდი დღეისათვის გაცილებით აგრესიულია, ვიდრე სეზონის დასაწყისში იყო:

“თავადაც მშვენივრად ხედავთ თუ რაოდენ შეიცვალა ჩვენი გუნდის თამაში, სეზონის საწყის ეტაპთან შედარებით.. გაცილებით აგრესიულები გავხდით.. საერთოდაც, არავის არაფერს დავუთმობთ და ეს ფაქტია, რომელიც ყველამ ისედაც კარგად იცის.. თუმცა, ამასთან ერთად თავს ყოველთვის მოკრძალებულად ვიჭერთ.

გასულ სეზონთან შედარებით წელს, სერია ა ბევრად საინტერესო და დაძაბულია.. ნეაპოლიტანელებთან შეხვედრა კი ნამდვილი სპექტაკლი გახდება.. მისი ყურება უდაოდ საინტერესო იქნება, მაგრამ პირადად ჩემთვის მონაწილეობის მიღება გამორჩეულ ემოციასთან იქნება დაკავშირებული. ჩვენი მიზანი? სამი ქულის აღება.

ბაიერნი? ევროპული ფეხბურთის მოწინავე პოზიციაზე იმყოფებიან. იუვენტუსის მიზანი მარტივია.. უნდა ვეცადოთ, რომ მათთან დაპირისპირებას საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ”.

 

წყარო: football-italia

6 thoughts on “პერეირა:”წინ საოცარი მატჩი გველოდება”

  1. ცუდი ფეხბურთელი არაა, მაგრამ ზუსტად რა ამპლუის არის ვერ გავიგე, მე მგონი თვთითონაც არ იცის:-)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.