ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კაპელო:”იუვეს ჩავარდნის დროსაც მთავარ ფავორიტად ვასახელებდი”

ფაბიო კაპელოს განცხადებით ის იუვეს მაშინაც ფავორიტად მოიხსენიებდა, როდესაც გუნდი მძიმე დროს განიცდიდა:

“მათ სიძლიერეში ეჭვი არასოდეს შემიტანია. იუვენტუსს გამარჯვება სისხლში აქვს და მუდამ მოწყურებულად გრძნობენ თავს. დღეისათვის სკუდეტოზე მათთან ერთად ნაპოლი იბრძვის, ხოლო დანარჩენი კონკურენტები, მათი პრობლემების გათვალისწინებით საქმეში ნაკლებად ჩაერთვებიან.

შეხვეხედრა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი.. წინ 13 მატჩია და ზუსტად მაშინ გათამაშდება სკუდეტო. ნეაპოლიტანელებს მტკიცე ხასიათი აქვთ, ხოლო სარის მოსვლამ ამ ფაქტს მეტად გაუსვა ხაზი. შეხედეთ მათ შემადგენლობას და პერსონებს.. ჰამშიკი, რეინა, იგუაინი.. უდაოდ გამორჩეული სპორტსმენები ძლიერი ხასიათით.

სუსტი მხარეები? ტურინელებს კიელინის და ხედირას სახით დიდი დანაკარგი ჰყავთ და ალეგრის დიდი სამუშაოს შესრულება მოუწევს, მათი უმტკივნეულოდ ჩანაცვლებისთვის. მაქსი? ჯერ კიდევ მილანში დაამტკიცა საკუთარი შესაძლებლობები, ხოლო იუვეში ლიდერად ჩამოყალიბდა.

როგორ სტილში თამაშობს იუვე? იტალიურში თუ ევროპულში?

კლასიკურს.. მათ შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავთ, ჭკვიანი სპეციალისტი და სწორი ბალანსი. ცალკე აღნიშვნის ღირსია დიბალა, რომელმაც ფანტასტიკურად შეცვალა ტევესი.. მან მეტი სისწრაფე, ტექნიკა და ემოცია შესძინა გუნდს. პოგბა? სხვათაშორის გასულ სეზონში გაცილებით მრისხანე შთაბეჭდილებას ტოვებდა. ვფიქრობ, უფრო მეტი შეუძლია”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Kuadrado unda gamoisyidon!

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მიდი კვადრატო,შენი იმედი მაქვს,ნაპოლის რო ქანცი გასძვრება კვადრატის დრიბლინგებს ველი და მარჯვენა ფლანგის აწიოკებას :forza: ,იმედია პოგბა თავის საუკეთესო თამაშს აჩვენებს სერია ა-ში ამ სეზონში და გოლს გაიტანს,კიდე მინდა მარცხენა ფლანგმაც მაგრად ითამაშოს,სანდრომ და რათქმაუნდა გადამწყვეტი მაქსიმალურად მომენტების გამოყენებაა,იმედია ფროვარდები თავის საქმეს ხუთიანზე შეასრულებენ

გიორგი
გიორგი
8 years ago

მართალია ეს კაცი, პოგბას მეტი შეუძლია, მეც ასე მგონია. ნაპოლისთან თამაშში კუადრადო ძირითადში უნდა მოხვდეს მემგონი, მაგრად ათაშდა და ეგ ბიჭი გააკეთებს საქმეს

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

:forza: :juvee:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x