ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დე ლაურენტისი:”იუვეს დამარცხებით ისტორიის დაწერა მსურს”

ნეაპოლიტანელთა პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტის ისტორიის დაწერა და იუვენტუსის მისსავე არენაზე დამარცხება სურს:

“მათი დამარცხებით ჩვენს დიდ ისტორიას ლამაზ გვერდს შევმატებთ.. თუმცა სკუდეტოს ბედი ერთ შეხვედრაში არ გადაწყდება. ჩვენს აქტივში კიდევ 13 შეხვედრა და პოტენციური 39 ქულა იქნება. უდიდეს სოლიდარობას ვგრძნობ სრულიად ნეაპოლიტანელთა მხრიდან.. თითოეული წევრი ცოცხლობს და სუნთქავს ამ მატჩით.. მოლოდინი არის საოცარი და ჩვენ არ გვაქვს უფლება მათი მოლოდინი ჩავახშოთ..

იუვენტუსი? უდიდესი კლუბია, რომელსაც მყარი საძირკველი და სტრუქტურა აქვს. მათ იმ დონეზე აწყოლი და გამართული სისტემა აქვთ, რომ საკუთარ თავს შეცდომების დაშვების უფლებასაც აძლევენ.

ამიტომაც გახდებოდა ისტორიული მათი არა ხვალ, არამედ მთელი ჩემპიონატის განმავლობაში დამარცხება.

ვალდიფიორი? მასთან კონტრაქტი სარიმდე გავაფორმე. მიხარია, რომ ჩვენს რიგებში დღეისათვის ორი რეჟისორია ჟორჟინიოს და მისი სახით. რატომ ვთქვი უარი ბენიტესზე? უკან არასოდეს ვიყურები.

სარი? პირველივე შეხვედრისას მითხრა, რომ ბევრს კითხულობდა.. ვიფიქრე, რომ ადამიანი რომელიც დღევანდელი მჭიდრო გრაფიკის გათვალისწინებით კითხვას ახერხებს, აშკარად დიდი ინტელექტით არის დაჯილდოებული. არ მსურდა აჩქარება, რადგან არ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული… ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ ბენიტესთან კონტაქტის შემდეგ ბევრ საკითხს სხვაგვარად შევხედე. თუმცა, უკვე მეორე შეხვედრის დროს მივხვდი საქმის ვითარებას. მან საუბარი არა სატრანსფერო კამპანიაზე, არამედ პროექტზე დაიწყო. იგი უნიკალურია და საქმისადმი ერთგული. მას საკუთარი ხედვა და მიზნები აქვს.

იგუაინი? მისი ტრანსფერი რვა საათში აეროპორტიშივე გადაწყვიტე. შედარება მარადონასთამ? დიეგო უნიკალური იყო, ხოლო იგუაინს განსხვავებული შესაძლებლობები აქვს. ვფიქრობ, იგი რომ ჩვენთან კიდევ სამი წლით დარჩეს დარწმუნებული ვარ ისეთ შედეგს მიაღწევს, რასაც სხვაგან ვერსად.

თამაში? ტაქტიკური ჭიდილი გაიმართება. თუმცა, თუ ფეხბურთელებმა გვერდით გადადეს ეს ყოველივე, მაშინ ჩვენს წინაშე ნამდვილი შოუ გაიმართება”.

22 thoughts on “დე ლაურენტისი:”იუვეს დამარცხებით ისტორიის დაწერა მსურს”

  1. იუვემ ეს თუ მოიგო ბაიერნს ფსიქოლოგიურად კარგ მდგომარეობაში შეხვდება და უეჭველი გააგდებს.

  2. თუ ხვალ იუვემ გამახარა ბაიერთან გასვლაზე 500 ლარს დავდებ. ვიცი რისკია მაგრამ იუვეა და არ მეჰინია.

  3. ჰენ ძმაო პოლის გოლი აიღე მე დიბალს გოლს ავიგებ 50 ლარს დავდებ. ვნახოთ რომელი გაამართლებს იუვემ მოიგოს და ვერ გაიტანა დიბალამ და წავაგე არ ვინირვიულებ. :forza: :juvee:

  4. ხვალ იუვენტუსის მოგება და ნაპოლის ჰოკი ეგრევე გამოჩდება ჰემდეგ თამაჰებჰი. ხვალ დაუჰვათ ნიჩია დამრთავდა თამაჰი კალენდარს გადახედეთ და მიხვდებით რო სკუდეტოს მაინც იუვე იგებს. წაგება კი არ გვემუქრება იუვეს ტურინჰი ვერავინ მოუგებს. :forza: :juvee:

  5. chems prokurorze metad ar mevaseba ეს დედააფეთქებული…ხვალ ისე განვითარდება მოვლენები რო თამაშის დასრულებამდე დატოვებს მოედანს,როგორც ერთხელ ქნა უკვე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.