ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო : “ნაპოლიმ საკუთარი თამაში იპოვა”

 ტურინის “იუვენტუსის” ცოცხალი ლეგენდა, ალესანდრო დელ პიერო სკაი სპორტთან ინტერვიუში მოახლოვებულ დაპირისპირებაზე საუბრობს, რომელშიც ბიანკონერები მიმდინარე გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს, ნეაპოლურ “ნაპოლის” დაუპირისპირდებიან.შავ-თეთრების ყოფილი კაპიტანი მაურისიო სარის გუნდს აქებს და მაქს ალეგრის სიფრთხილისკენ მოუწოდებს :


“სარის გუნდში მოსვლის შემდეგ ნაპოლიმ საკუთარი თამაში იპოვა, ისინი ძალიან აგრესიულები არიან შეტევაში და რაც მთავარია, ჰყავთ გამორჩეული ბომბარდირი, გონსალო იგუაინის სახით, თუმცა არც მარეკ ჰამშიკი უნდა დავივიწყოთ.ბოლო წლების განმავლობაში ეს ყველაზე ძლიერი ნაპოლია და ვფიქრობ, მათ ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლიათ.

ნეაპოლელებმა არ უნდა იფიქრონ, რომ ეს მატჩი ყველაფერს გადაწყვეტს, ამან შესაძლოა ფსიქოლოგიური წნეხი გამოიწვიოს, ისინი უფრო მშვიდად და თავდაჯერებულად უნდა შეხვდნენ ტურინელებთან დაპირისპირებას.ჩემი აზრით, მათ შეუძლიათ იუვენტუს სტედიუმზე გამარჯვების მოპოვება, თუმცა მეორესმხრივ, გააჩნია რა სიურპრიზს მოუმზადებს სარის ალეგრი.

ოთხი წლის განმავლობაში იუვემ ზედიზედ მოიპოვა სკუდეტოები, რის შემდეგაც თავს უფლება მისცა და გუნდიდან რამდენიმე ლიდერი გაუშვა, ადვილი არაა ამდენი მოთამაშის წასვლა, შემდეგ მათი შეცვლა და ახალი კოლექტივის აწყობა.

პირლოს, ტევესისა და ვიდალის აბარგების შემდეგ მათი ჩანაცვლება ახალგაზრდა ვარსკვლავებით მოხდა, ადაპტაციის პერიოდი კი მათაც დასჭირდათ.განსაკუთრებულ შექებას რა თქმა უნდა, ალეგრი იმსახურებს, მან მშვიდად, პროფესიონალურად ჩამოაყალიბა ახალი იუვენტუსი და ფეხბურთელებს გამარჯვების წყურვილი ჩაუნერგა.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

22 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
გიორგი
გიორგი
8 years ago

საიტთან ვის რა უნდა, ჩემი დედას ფიცავარ ფეუსბუქზე ამ საიტის ხათრით შევდივარ რო გავიგო სიაახლეები… ქომაგებს გილოცავთ ზედიზედ მე-15 გამარჯვებას.

Qasra
Qasra
8 years ago

დელპიერო როგორ საუბრობ? არ შEიძლებოდა გეთQვა რომ ყველაფრის დ. მიუხედავად ჩემი გუნდის მჯერაო? ახ ალეეექს…

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

გავიმარჯვებთ ერთად გავიხარებეთ ყველა იუვეს ნამდვილი ბალეჰიკი. :forza: :juvee:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ამ საიტზე თუ ვინმეს პრეტინზია გაქვთ მაჰინ არც იუვეს ბალეჰიკი ხარ. და უბრალოდ არც ადამინის დაფასებაც იცით ვინც ასე ჰრომობს. ეს საიტი რუ დაიხურს მერე სად მიდიხართ ვერ ნახავ ამეზე უქეთეწს იუვეს ქართულ საიტს. ბოდიჰი ვისაც არა მოგწონთ არის რუსული და უცხორი საიტიც. მარა ქართველს ქართული იუვეს საიტი უნდა უყვარდეს. :forza: :juvee:

Dutch
ადმინისტრატორი
8 years ago

ძალიან დიდი მადლობა )

შეიძლება ცოტა გავცხარდი, მაგრამ მართლა რასაც მე და ჩემი მეგობრები ამ წლების მანძილზე საიტს დროს ვუთმობთ და მომავალშიც ვიცი რომ არანაკლები იქნება თუ მეტი არა, ამიტომაც მივიტანე გულთან ახლოს ))

ენივეი ) ძალიან დიდი მადლობა და ფორცა! წინ დიდი მატჩი გველის :juvee:

avto talakvadze
8 years ago
Reply to  Dutch

Vinaa is visac ar mowons romelia uketesi damisaxelon da chvensavit operatiuli..me piriqit madlobas geubnebit gaagrzeket ase

forza bianconeri
8 years ago

იგუანის იმედზე იყავით თქვენ :chuvak: მართლა მარადონა არ გეგონოთ ერთი გავარდა ფეხბურთელია

დათკა
დათკა
8 years ago

ძალიან დაუნახავები ვართ ქართველები. რასაც ამ საიტის გუნდი ვაკეთებთ და კიდევ პრეტენზიებით გვიწერთ რატომ არ დევსო და ასე შემდეგ. იუვენტუსის სიახლეებს რომელი ქართული პორტალი გვასწრებს რომ დავდოთ? ბუფონთან დაკავშირებით ისეთი სტატიები გვაქვს ბარეორმა ინატროს მაგრამ ნუ თუ მსოფლიო სპორტმა დადო ესეიგი ისინი არიან ყველაფერი და ჩვენ დარცხვენილები. დავხურავთ ამ საიტს და სდიეთ იმათ ვინც ვითომ ოპერატიულია. დაუნახავობის ზეიმია

vakhtang karchava
8 years ago

არ დაგვღუპო დათო)) დიდი უსამართლობაა საიტს არაოპერატიულობა დააბრალო,პირიქით ყველაზე ცოცხალი და მრავალმხრივია,არა მხოლოდ საქართველოს მაშტაბით,თუმცა ამ ამბის განხილვა საიტზე,ჩემი აზრით, მაინც საჭიროა,იმის მერე რაც ფიფამ ჯიჯის გაუკეთა.ყოველგვარი წყენის გარეშე)) მითუმეტეს დღეს განსაკუთრებული ერთიანობა გვჭირდება… :forza:

Dutch
ადმინისტრატორი
8 years ago

ბუფონთან დაკავშირებით ყოველთვის ყველაფერს ხაზს ვუსვავთ. ფანტასტიკური სტატია გამოქვეყნდა იუვე ლირის დახმარებით.. იმ ამბის მერე რაც ფიფამ იკადრა, არა ერთი სტატია მიეძღვნა ) ნაპოლისთან მატჩზე მთლიანად გადართულებმა ფრანს ფუტბოლის გამოკითხვა საერთოდ არ გაგვხსენებია.. არც კი შემიმჩნევია სხვათაშორის სადმე. იტალიური საიტებია ჩვენი მთავარი წყარო ) მართალია ასეთ სისწრაფეში რაღაც გამოგვრჩებოდა, მაგრამ ისეთი სიტყვებით დაწერა, რომ ვაგვიანებთ და ერთი დღის მერე კი არა ყველაზე პირველები უნდა იყოთ და ბუფონის სიდიადეზე დაწეროთ არის შეურაწმყოფელი.. 24 საათი საიტს ვუყურებთ, ვუვლით და არ ვაკლებთ არაფერს. სულ რომ ასე იყოს ასეთი შინაარსის კომენტარი ძალიან გულსატკენია სუფთა ადამიანური მომენტიდან. მითუმეტეს ყველა კარგად ხვდება რომ ეს ყველაფერი ენთუზიაზმზე… Read more »

vakhtang karchava
8 years ago
Reply to  Dutch

რა თქმა უნდა აბსოლუტურად მართალი ხარ!შეიძლება რაღაც შენი აზრი გამოხატო,მაგრამ პრეტენზიებით და ბრალდების ფორმით,ყველაზე ცოტა არაა ლამაზი.დამეთანხმება საიტის ერთგული მომხმარებლები… :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago
Reply to  Dutch

Me var is vin bufontan dakavshirebit mogmartat adminebs da tavidanve getyvit ro aranairi qve azrebi ar gamachnia da piriqiit pirperobis gareshe geubnebit ro dzalian mobilurebi xaart, ubralod ganikvirda ro ar ido da vigac gushin sheqmnili saitebi ro ukve am ambavs pirvel niusad debdnen sul es aris :)

დათკა
დათკა
8 years ago

:juvee: :up:

დელ პიერო
დელ პიერო
8 years ago
Reply to  Dutch

დავით მე ძალიან მომწონს ჩვენი საიტი ყველაფერი ჯიგრულად იდება ნებისმიერი სახის სიახლე ოპერატიულად მოგვეწოდება მე კარგად მესმის შენი გულისტკივილი მაგრამ არაუშავს ძმაო მთავარია შენ ასევე დიდი გულმოდგინებით განაგრძე ის რასაც აქამდე აკეთებდი ფორზა შენ იუვეს ყველა ნამდვილ ტიფოზს და ჩვენ უსაყვარლეს იუვენტუსს

დათკა
დათკა
8 years ago

მადლობა ჩუვაკ :up: :vashaa:

vakhtang karchava
8 years ago

გუშინწინ დიდი ხნის უნახავი ძმაკაცი მესტუმრა,იუვეს გადარეული ფანატი (მის კოლექციაში ტურინული მიწაც შედის:) ) და დელპიეროს სურათი მაჩუქა ავტოგრაფით,მეტეხშია გადაღებული ჭოხონელიძეს შვილთან ერთად.მაინტერესებს ხომ არ შეხვედრიხართ საიტის წევრები და რომელ წელს იყო აქ ჩვენი ლეგენდა? :juvee:

vakhtang karchava
8 years ago

ორი წლის მერე დაგითმობთ,ისიც თუ ჭკვიანად იქნებით))) :juvee:

osvaldo ardiles
osvaldo ardiles
8 years ago

ალიოშა არ მოგწყინდა ამდენი უსაქმოდ ხეტიალი? ან მწვრთნელობა დაიწყე ან ჩვენს დირექტორთა საბჭოში შედი ან კონტეს დაუპადიეზდე. მეტი ექშენი ალექს. :lool: :lool:

ტრეზეგე
ტრეზეგე
8 years ago

ლეგენდიშეეეეეეეეეეეე ადამიანიშეეეეეეეეეე კაპიტანიშეეეეეეეეეეე

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ადმინ თითქმის ყველა ქართულმა სპორტულმა პირტალმა თუ საიტმა დადო ნიუსი იმის შესახებ რო francefootball მა ჩაატარა გამოკითხვა და ბუფონი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მეკარედ დასახელდა … როგორც მინიმუმ მათზე ადრე თუ არა არც 1 კვირის მერე არ უნდა დაიდოს ამ საიტზე ეს ამბავი რავიცი..

Nachke
8 years ago

იმ გამოკითხვას გულისხმობ მეორეზე ბარტეზი რომ გავიდა? :D ჩვენ ისედაც ვიცით ვინაა პირველი და ორში ერთი სტატია მაგას ეძღვნება ხოლმე :))) არც ისე დიდი მნიშვნელობის ნიუსია როგორც შენ გამოიყვანე, სამაგიეროდ სხვა ნიუსები დაიდო იმ “ყველა ქართულ სპორტულ პორტალზე” ადრე

vakhtang karchava
8 years ago
Reply to  Nachke

მგონი აუცილებელია ამ დიდი აღიარების გაშუქება…

| Newsphere by AF themes.
22
0
Would love your thoughts, please comment.x