ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ხავი: ” დიბალას ისე ვუყურებ, როგორც “ბარსელონას” მომავალ ფეხბურთელს”

“ბარსელონას” ყოფილ ნახევარმცველს ხავის პაოლო დიბალაზე, პოლ პოგბასა და მარკო ვერატიზე ჰკითხეს, მანაც ისე განიხილა ისინი, როგორც საყიდლების სია: ეს გვინდა, ეს არა. Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში ხავიმ აღნიშნა, ვერატის და დიბალას “ბარსელონას” დნმ-ი აქვს სისხლშიო, მაგრამ პოლ პოგბას წილად ეს პატივი არ ხვდა, როგორც ჩანს, ფრანგი “კამპ ნოუს” წმინდა ბალახზე გავლას არ იმსახურებს.


” ეს ორი ფეხბურთელი ძალიან მომწონს და, ვფიქრობ, მათ “ბარსას” დნმ-ი აქვთ. მარკო ვერატი და პაოლო დიბალა… შესანიშნავები არიან, მათი სტილისა და თამაშის ხარისხის გათვალისწინებით, “ბარსას” “მანქანის” მექანიზმს ადვილად მოერგებოდნენ. მათ როგორც “ბარსელონას” პოტენციურ მომავალ ფეხბურთელებს, ისე ვუყურებ. “

” პოგბა? ის დიდებული ფეხბურთელია, პირადადაც მითამაშია მის წინააღმდეგ. თავის სიტყვას იტყვის, როგორც “იუვეში”, ისე ეროვნულ ნაკრებში, ამაში დარწმუნებული ვარ. მაგრამ მისი სტილი ჩვენისგან განსხვავებულია. არ ვიწუნებ, რა თქმა უნდა, პირიქით – თუ ჩვენთან გადმოვა, წუწუნს არ დავიწყებ! ” -აცხადებს ხავი.

წყარო: football italia

19 thoughts on “ხავი: ” დიბალას ისე ვუყურებ, როგორც “ბარსელონას” მომავალ ფეხბურთელს”

  1. ფორცა ნაპოლი არ კიდე ბატის ჭუკი,წადით ევროპა ლიგას მიხედეთ სადაც შეიძლება რამე ევროპული ნახოთ,ასეთი შანსი ხო კაი ხანი არ გექნებათ.ან დაწერეთ ეგ თქვენ საიტზე,თუმცა სად აქვს ნაპოლის საიტი,შენც ალბათ ერთადერთი ნაპოლის გულშემატკივარი ხარ :lool:

  2. აუ შენ ნუ ახურებ ეხლა რა.ბოლო 10 წელია სული მოითქვით და ამოიგეთ ხმა?ბებიაშენისამ დიბალა მოინდომეთ მოხარშული წაბლი არ გინდათ? :lool: წავა მესი და რა გუნდი იქნებით ვნახავ მერე :chuvak:

  3. სადღა აქვთ მილიონები? ვალებში იხრჩობიან. აგრე ნახავთ ერთი 5-6 წელი ხმამაღალ ტრანსფერს ვერ გაჭრიან. თუ რა თქმა უნდა რომელიმე ვარსკვლავი არ გაყიდეს

  4. ეს ეშმაკა რა დღეშია ნახე რა. წავა მესი და მერე ნახეთ თქვენი საცოდაობა ნეიმარი და სუარეზი თუ გიშველით. კაკრას მაგ დროს იქნებიან ჩვენი ბიჭები პიკზე და ყოველი თვის ბოლოს შამაიარეთ ;)

  5. ამან რა წაიღო ტვინი არავის გადაუგუნოს ტავისი მილიონებით ამას გონია ვინც ბარსას დაევასება ყველასჰი ბარსას დნმ უნდა იყოს მარა მაგრად მიქარავს ეხა არსენალმა რო მოუგოს არამგონია მარა იმენა მაგარი გამისწორდება ამატი ფულის ტომარა დედა ვატირე :forza:

  6. Au veratic iuveshi gadmovidode da es darchebodes pirshi chala gamovlebuli kai iqneba dzaan,idzaxos mere momaval fegburtelebat ganvixilav barselonasio,martla ras shechamen tvini fuli aqvt da yiduloben lamis yvelas da yvelafers,mere gagvikvirdeba rato ver vugebto,ras mougeb marto wina xazshi 250 milionis fegburtelebi yavs da chven am fulad ert axal gunds gavaketebt

  7. ამათ მაგრა აუვარდათ თავში,ამოვიდა ყელში ბოლობოლო ეს ქეციანი ბარსა-რეალი თავისი უნამუსო მილიონებით.

  8. ხავი ხო ხარ მაგ ალ-ჯაზირაში თუ სადღაც და მიხედე მაქაურ საქმეებს. მომინდომა ბიჭმა დიბალა ბარსელონაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.