ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი:”ბარძალი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა”

ბიანკონერის პირველი ნომერი ბედნიერია გუნდის მიერ მიღწეული წარმატებით და გამორჩეულად ანდრეა ბარძალის ახასიათებს:


 

“პირველ რიგში მსურს ნეაპოლიტანელები შევაქო, რომლებმაც დიდი თავისტკივილი გაგვიჩინეს. სარის ბრწყინვალე გუნდი ჰყავს და ვფიქრობ, მინიმუმ ფრეს იმსახურებდნენ. თუმცა, ჩვენდა საბედნიეროდ მოედანზე შემოსულმა ძაძამ ის გააკეთა, რაც გულის სიღრმეში ყველას გვწამდა. ვფიქრობ, უკანასკნელი 15 წუთი ფიზიკური კუთხით პრობლემები გვქონდა, თუმღაცა საგოლე ეპიზოდის მხრივაც გაცილებით უკეთესი მომენტი ისევ ჩვენ შევქმენით..

ორი აზრი არაა მნიშვნელოვანი დაპირისპირება იყო.. ვშიშობდი, რომ მარცხის შემთხვევაში ფსიქოლოგიური პრობლემები შეგვექმნებოდა.. გამარჯვება და ფრე კი ძირეულად არაფერს ცვლიდა, რადგან წინ უამრავი მძიმე მატჩი გვაქვს გასამართი.

ბარძალი? ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იგი ჩვენს რიგებს იცავს, რადგან ანდრეა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთსო ცენტრალური მცველია”.

 

წყარო: Tuttosport

9 thoughts on “ბუფონი:”ბარძალი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა”

  1. ბარძალი ერთადერთი მოთამაშეა რომელსაც 2011-12 სეზონიდან მოყოლებული ყველაზე ნაკლები შეცდომა აქვს დაშვებული ანუ მისი შეცდომიდან გასული გოლი და წაგებული თამაში მე მხოლოდ ერთი მომენტი მახსენდება ბარსასთან პირველ გოლზე პოზიცია რომ დაკარგა.

  2. ასეთი ძლიერი ინდივიდუალური ფეხბურთელები დიდი ხანია არ გვყოლია და დიდი იმედი მაქ ლიგა დაიდება წელს :forza: :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.