ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კოვზი ნაცარში – ნეაპოლელებს ნეკროლოგიური ფლაერები ჰქონდათ გამზადებული

გუშინდელი შეხვედრა “იუვენტუსისთვის” კოლოსალური მნიშვნელობის იყო. წაგების შემთხვევაში “ბიანკონერები” 5 ქულით ჩამორჩებოდნენ ლიდერს, რაც პრინციპულ მეტოქესთან მარცხით მიღებულ ფსიქოლოგიურრ ტრავმასთან ერთად, მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებდა ტურინულ გუნდს…


ნაპოლის ფანებმა კარგად იცოდნენ, როგორი მძიმე იქნებოდა “იუვესთვის” მარცხი და ამიტომაც, გამარჯვების შემთხვევაში ასეთი შინაარსის ფლაერები ჰქონდათ დამზადებული: “90 წუთიანი აგონიის შემდეგ, გარდაიცვალა ბებერი ქალბატონი. გასვენება 14 თებერვალს, 12 საათზე. ასეთ მომენტებში ძნელია ნეაპოლში მცხოვრები იუვენტუსის ფანების ტკივილის შემსუბუქება.” -მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა, სივდილის ბუზი სხვას დააჯდა და ჩემპიონატსაც ისევ ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს, ოღონდ ის “ნაპოლი” აღარაა, არამედ ტურინის “იუვენტუსი”, “ბებერი ქალბატონი” კი ისე მხნედ გრძნობს თავს, როგორც არასდროს.

 

12 thoughts on “კოვზი ნაცარში – ნეაპოლელებს ნეკროლოგიური ფლაერები ჰქონდათ გამზადებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.