ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა “კედელი” ბარძალი – გადაულახავი ბარიერი

მაშინ როდესაც ქომაგები სიმონე ძაძას ქება-დიდებაში იყვნენ, მატჩისშემდგომ ინტერვიუში ბუფონი იყო ერთ-ერთი პირველი ვინც ანდრეა ბარძალი გამოარჩია.. მას შემდეგ მხარი მასიმილიანო ალეგრიმაც აუბა..


 

35 წლის ფეხბურთელი, რომელიც დღეისათვის უდაოდ საუკეთესო იტალიელი ცენტრალური მცველია. ასაკი მას არ აშინებს, ხოლო საკუთარი საიმედო ასპარეზობით და ფიზიკური გაბარიტებით მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდებსაც კი აფრთხობს..

ასე იყო გუშინაც, როდესაც იუვე არენას 24 გატანილი გოლით, სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი გონსალო იგუაინი ესტუმრა. არგენტინელს საოცარი სეზონი აქვს და მინიმალურ ეპიდოზსაც კი საჭიროებისამებრ იყენებს.. შესაძლოა მუნდიალის შემდეგ მასში რაღაც შეიცვალა, მაგრამ.. ანდრეა ბარძალის სახის გაუვალი კედელი შეხვდა..

კედელი, რომელიც აღმართული იყო ნეაპოლიტანელებსა და ბუფონის კარს შორის. იგი არ იხევდა, არ ნებდებოდა და პირიქით აქეთ უტევდა.. მისმა დამაჯერებელმა და ეფექტურმა თამაშმა გარკვეული შიშიც კი წარმოშვა მეტოქის გონებაში. იგუაინს პრაქტიკულად არაფრის შანსი არ მისცემია მთელი 90 წუთის მანძილზე.. მის წინააღმდეგ 35 წლის მცველი თამაშობდა, რომელმაც არც სისწრაფეში, არც ტექნიკაში და არც რაიმე სხვა კომპონენტში არ დაუთმო!

დიახ, უდაოდ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო და როგორც უკვე აღვნიშნეთ იტალიაში საუკეთესოა.. ალეგრის ბარძალის სახით შარშანდელ სეზონში დიდი დანაკლისი ჰქონდა.. ტრავმის გამო “კედელს” თამაშების დიდი რაოდენობა გაუცდა, მაგრამ მათ საბედნიეროდ წელს ნებისმიერი გამოწვევისთვის სრულ მზადყოფნაშია. კედელი, რომელიც მყარად დგას და რთულად წარმოსადგენია ვინმემ გადალახოს. თუმცა, ფეხბურთი ჯიუტია და სირთულების მსურველიც  ბევრია.. მორიგი ასეთი კი არის ბაიერნი და ლევანდოვსკი..

24 thoughts on “ანდრეა “კედელი” ბარძალი – გადაულახავი ბარიერი

  1. იმენა ტანკია რა ანდრეა. შეიძლება სწრაფი არაა მარა მომაკვდინებელია ნებისმიერი თავდამსხმელისთვის. და ეს დიდი იტალიური კედელი მხოლოდ 500 000 ევრო დაუჯდა გუნდს თავის დროზე.

  2. ანდრეას ისე რომ ეთამაშა მთელი კარიერა,რასაც ახლა თამაშობს,ყველა დროის საუკეთესოდ დაასახელებდნენ) ბონუჩის აქვს დრო მაგ სიმაღლემდე ავიდეს..

  3. ანდრეას ისე რომ ეთამაშა მთელი კარიერა,ახლა რასაც თამაშობს,ყველა დროის საუკეთესო მცველად აღიარებდნენ) ბონუჩის აქვს დრო მაგ სიმაღლემდე ავიდეს…

  4. ბარძალი მსოფლიოში ყველაზე underrated მცველი იყო და არის სამწუხაროდ, მარა არაუშავს მთავარია ჩვენ ვიცით რო პროფესორი საუკეთესოა!! :oldman:
    :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.