ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩის სამედიცინო შემოწმება ელის..


მარტინ კასერესის და ჯორჯო კიელინის შემდეგ, ტურინელთა რიგებიდან ტრავმა კიდევ ერთმა ცენტრალურმა მცველმა – ლეონარდო ბონუჩიმ მიიღო:


სემი ხედირასთან შეჯახების შემდეგ იტალიელმა მცველმა მარჯვენა ბარძაყის არეში მწვავე ტკივილი იგრძნო. სამედიცინო შტაბის ჩარევამ ბონუჩის მოედნიდან გასვლა ოდნავ გადაავადა, თუმცა მეორე ტაიმში ფეხბურთელმა ვეღარ შეძლო მატჩის გაგრძელება.

ბუნებრივია ჩემპიონთა ლიგის მოახლოებასთან ერთად ტრავმების საკიხთი, ტურინელთათვის მეტად პრობლემატურ სახეს იღებს.. თუ გავითვალისწინებთ კიელინის და კასერესის არ ყოფნას, ბონუჩის ტრავმა კიდევ უფრო ამძაფრებს სიტუაციას. ჯერჯერობით უცნობია რა სიმძიმისაა მისი დაზიანება და მოახერხებს თუ არა ბოლონიასთან მატჩისთვის მომჯობინებას. რა თქმა უნდა გულშემატკივრებს უფრო ის აინტერესებთ შეძლებს თუ არა ლეო ბაიერნთან შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას.

დეტალური ინფორმაცია ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი..

წყარო: Tuttosport

3 thoughts on “ბონუჩის სამედიცინო შემოწმება ელის..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.