ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს:


 

ბუფონი – 6 – ერთადერთი ეპიზოდი, როდესაც ჯიჯი საქმეში ჩაერთო იყო ალბიოლის დარტყმული.. საოცარი რეაქცია, თუმცა რომც გასულიყო მსაჯი მას არ ჩათვლიდა წესების დარღვევის გამო. სხვა მხრივ კი ადასტურებს ნეაპოლიტანელთა უსუსურ თავდასხმას.

ლიხტშტაინერი – 6.5 – ბრუნდება გამოკვეთილი მარჯვენა მცველის პოზიციაზე და არანაირი პრობლემა ადაპტაციასთან.. სწორედ მისი უშუალო დამსახურებაა ინსინიეს გაქრობა.. კულიბილის სპრინტერული ჩართვა იყო ერთადერთი პრობლემა, რომელიც შეექმნა 90 წუთში.

ბონუჩი – 7 – ხედირასთან შეჯახებისას იღებს ტრავმას, თუმცა მანამ სანამ მოედანს დატოვებდა ძალზედ საიმედოდ ირჯებოდა. შესანიშნავი რეაქცია შორეულ გადაცემაზე, რომელიც იგუაინისთვის იყო განკუთვნილი. პრაქტიკულად გოლისგან იხსნა საკუთარი გუნდი. მუხლში არსებულმა ტკივილმა არ მისცა შეხვედრის სრულად დასრულების საშუალება.

რუგანი – 6 – მის პერსონაზე თითოეულს კითხვის ნიშნები ჰქონდა.. თავდაპირველად რთულად ერთვება მატჩში, თუმცა შემდეგ ეტაპობრივად გაშინაურდა. ბარძალის გავლენის ქვეშ ექცევა და პრაქტიკულად მისი კარნახით თამაშობს.

ბარძალი – 7.5 – თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ იუვეს ბაიერნის წინააღმდეგ კარგი შანსები აქვს. რატომ? ბარძალი საოცარ ფორმაშია და მას ნამდვილად ძალუძს ლევანდოვსკის შეჩერება.. იგუაინის წინააღმდეგ უნაკლო იყო და არგენტინელი მოედნიდან გააქრო.

ევრა – 6.5 – მსგავსაც ლიხტშტაინერის, მასაც მხოლოდ საკუთარ ნახევარზე უწევდა ძირითადათ მანევრირება. უმკლავდება კალეხონს და ჰიუსას.. ჩაწოდება მისი ზონიდან? უნაკლო არავინ არის. სანდრო მომავალია, ხოლო ევრა დღევანდელი და საიმედო.

კუადრადო – 6.5 – იუვე კვადრატული გახდა.. დიახ, რადგანაც ფეხბურთელები მუდამ მის ძიებაში არიან. სლალომი და ნაკლებად ვინგერული.. სარის ორმაგი მეურევობის მოფიქრება მოუწევს თუ მისი განეიტრალება უნდა. ხშირად აწუხებდა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ნეაპოლიტანელთა უკანა ხაზს.

ხედირა – 6.5 – მავანნი მისი ტრავმის რეციდივზე საუბრობდნენ.. ხეირიანი ვარჯიში არც კი გაუმართავს და ალეგრიმ იგი სასტარტო შემადგენლობაში გაამწესა. 15 წუთშივე დაამტკიცა საკუთარი საჭიროება. ანეიტრალებს ჰამშიკს და საიმედოა მოქმედებებში. ვერ ვიტყვით, რომ გერმანელი იუვეს შეუცვლელი კადრია, მაგრამ ზედმეტი ნამდვილად არ არის.

მარკიზიო – 6.5 – მის წინააღმდეგ დღევანდელი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო შუახაზელი ირჯებოდა.. თუმცა, კლაუდიო არ დაუჩრდილავს ჟორჟინიოს.. რვა ნომრად დაბადებულმა იცის როდის რა უნდა მოიმოქმედოს და მარკიზიოც საკუთარ გზას მიუყვება. გადაცემები, დასწრებაზე თამაში.. ერთი-ორჯერ კარში დარტყმაც მოსინჯა. იდეალური არ არის, მაგრამ მოედნის ცენტრში უდიდეს სამუშაოს ასრულებს.

პოგბა – 6.5 – 4-4-2 სქემიდან გამომდინარე მარცხენა ფლანგზე უწევს ყოფნა.. მიუხედავად 10 ნომრიანი მაისურისა..

დიბალა – 6 – მისი დარტყმული ნამდვილად ვიხილეთ, რომელმაც კინაღამ გახსნა ანგარიში.. თუმცა, მისი შესრულებით მეტი სილამაზე გვაქვს ნანახი. შესაძლოა ეს საღამო არ იყო ამ კუთხით განებივრებული, რადგან აუცილებელი იყო არა ესთეტიკა არამედ მუშაობა და ბრძოლა.. თუმცა, როდესაც ბურთთან დიბალა ხვდება ეს საოცარია.

ალექს სანდრო – შეფასების გარეშე – რთულია ქულის მოპოვება რამდენიმე წუთით, მაგრამ გატანილ გოლში მისი წვლილი ასევე არის.. ეს კი ბევრ რამეზე მეტყველებს. მომავალის მის ხელთაა.. ევრას მემკვიდრე ნაპოვნია. დარჩა უბრალოდ ახალგაზრდობის რამდენიმე ემოცია მოიშოროს.

მორატა – 5.5 – რიტორიკული ხასიათის კითხვა: უნდა დავკმაყოფილდეთ თუ არა მისი დონის ფორვარდისგან, მხოლოდ მცირედი პრესინგით და უკან ჩამოსვლით? არა. მორატა იბრძვის, მაგრამ ვერ წყვიტავს.

ძაძა – 7.5 -მატჩის საუკეთესო მოთამაშე – თითოეული ბურთისთვის იბრძვის და კულიბალის მის წინააღმდეგ არაერთხელ ცდება. ჭკვიანურად თამაშობს დარტყმის ეპიზოდში, მიუხედავად იმისა, რომ მცირედი იღბალი მის მხარეს იყო… მთავარია, რომ აგრესია დარტყმულში გამოისახა.

ალეგრი – 7 – ალტერნატიულმა ვარიანტმა 4-4-2 ის სახით, გამოდგა იდეალური წამალი ნაპოლის წინააღმდეგ. ალეგრიმ მეტოქეს ყოველგვარი სივრცე გაუქრო, რითაც მეტოქე პრაქტიკულად ჟანგბადის გარეშე დატოვა. ბრწყინვალე შეცვლა: ძაძას კრეატიულობა ყველაზე საჭირო დროს გამოიყენა.. აბსოლუტურად ყველა პარამეტრში სჯაბნის სარის გუნდს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მე პირადად ძაძას და კუადრადოს უფრო მეტი ქულა უნდა ეკუთნოდა პირველად არ მომეწონა ჰეფასება ფეხბურთელებს.

ელგუჯა ობოლაძე

მატჩის საუკეთესოდ ვინ დასახელდა?

goga.juve.goga
goga.juve.goga
8 years ago

sagol bonuchi da bardzalim daxates
ra bidza gvyavs bardzo.
Bonis ambavi vinmem rame axali icit

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x