ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”გამორჩეულ გუნდში ვარ”

გთავაზობთ მასიმილიანო ალეგრის მატჩისშემდგომ კომენტარს:


“ბედნიერი ვარ, რადგან ეს ის პოზიციაა, რომლის დაკავება მაისის ბოლომდე გვსურს, თუმცა ბუნებრივია ეს იოლი არ იქნება. უმძიმესი დაპირისპირება გამოვიარეთ, სადაც ერთ მცირეოდენ დეტალს შეეძლო ბედის გადაწყვეტა. ჩემპიონატი ამ შეხვედრით არ სრულდება და სიტუაცია ნებისმიერ წამს შეიძლება შეიცვალოს..

4-4-2? ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ოთხ მცველიანმა განლაგებამ ბევრი რამ დამანახა. ჩვენ რეალურად შეგვიძლია მოცემული წყობის მომავალშიც გამოყენება.. რა თქმა უნდა მაშინ, როდესაც საჭიროდ ჩათვლით. ისე კი.. ტიპიური 4-4-2 ეს არ იყო, თუ პოგბას თამაშს დააკვირდებოდით.

დიბალა? ეს სუფთა ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო. არგენტინელი გადაიღალა და გადავწყვიტე მრავალფეროვანი სანდრო გამომეყვანა, რომელსაც შეუძლია სიმწვავის შემატება.. სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა ძაძას გოლი. მიხარია, რომ ახალგაზრდები დიდ წვლილს იღებენ გუნდის დადებით შედეგში.

გარკვეულ წილად იღბალიც ჩვენს მხარეს იყო.. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მეორე ტაიმში ინსინიე და კალეხონი ისეთივე აქტიურები აღარ იყვნენ, რაც მომენტალურად შეეტოდა მეტოქის ასპარეზობას. არის წამი, როდესაც მატჩის ბედს გადატვირთვა წყვეტს. დაბრუნება? რთულია ამაზე ისაუბრო, მაშინ როდესაც ზურგს ოთხი მიჯრით მოპოვებული სკუდეტო გიმაგრებს.

ჩემი ფეხბურთელები კარგად ეგუებიან ტაქტიკურ ცვლილებებს? დიახ, ამ მხრივ ნამდვილად ბედნიერი ვარ. მრავალფუნქციურ გუნდს ვუდგავარ სათავეში, რომელიც დასახულ მიზანს ნებისმიერ ფასად მიაღწევს.. მაგალითისთვის აიღეთ ახალგაზრდა რუგანი, რომელიც ბრწყვივალედ ჩაერთო სუპერ მატჩში.

ბონუჩი? იგი მცირე ხანს დაისვენებს. ბოლონიასთან შეეძლება ძალების აღდგენა.. რადგან ბაიერნისთვის მზად იყოს”.

წყარო: Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ალეგრი უკვე ვაღიარებ იმას რო მართლა მაგარი ტრენერი ხარ.

vakhtang karchava
8 years ago

უფფ,ბონუჩი კარგად ყოფილა)) ალეგრი ბრავისსიმო :forza:

Bianconeri.10
8 years ago

სად დაიწერა ??

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x