ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირველი ცნობები: ბონუჩის ტრავმა არც ისე სერიოზული აღმოჩნდა

ბონუჩის და ხედირას შეჯახებამ “ნაპოლისთან” შეხვედრაში ბევრი “იუვენტუსის” გულშემატკივარის გული გააჩერა წამით. კიელინის დაკარგვის შემდეგ, “ბაიერნთან” შეხვედრაში ბონუჩის გარეშე მასიმილიანო ალეგრის გუნდისთვის ფორმის პიკზე მყოფი ლევანდოვსკის გაჩერება ერთიორად გართულდებოდა…


ბონუჩიმ იგუაინის გაუნებელყოფა ბრწყინვალედ მოახერხა, გამოცდილი ფორვარდისა და იტალიის ეროვნული ნაკრების მცველის ორთაბრძოლები სავსე იყო ძალისმიერი და ხისტი ეპიზოდებით, თუმცა პარადოქსულად, ტრავმა ლეონარდომ თანაგუნდელთან შეჯახებისას მიიღო. გუშინ ბონუჩიმ აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევები ჩაიტარა და როგორც იტალიიდან პირველი ახალი ამბები გვამცნობენ, სერიოზული დაზიანება აღმოჩენილი არ იქნა.

 დღეს, როცა გუნდი ვინოვოზე შეიკრიბება, ბონუჩი წვივის არეში არსებული ჰემატომის გაწოვისთვის მკურნალობას დაიწყებს. როგორც აპენინებიდან იუწყებიან, არსებობს რეალური საფუძველი ვიფიქროთ, რომ ცენტრალური მცველი “ბოლონიასთან” დაპირისპირებს გამოტოვებს (ალეგრი არც იმ შემთხვევაში გარისკავს მისით, თუ ექიმები თამაშის უფლებას მისცემენ), თუმცა “ბაიერნთან” მატჩისთვის უკვე მის მოედანზე გამოჩენას უნდა ველოდეთ.

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

22 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Dutch
ადმინისტრატორი
8 years ago

დიახ, პირველ შეხვერას 100%-ით გამოტოვებს.

BURATINO
BURATINO
8 years ago

ვინმემ იქნებ დაწეროთ კიელინის თამაში საბოლოოდ გამოირიცხა ბაიერნთან?

lasha lasha
8 years ago

კიდე კაი გადავრჩით რა ესეც რო გამოგვკლებოდა პირდაპირ კაპიტულაცია უნდა გამოგვეცხადებინა ბავარიასთან :blin:

mishka berianidze
8 years ago

ბაიერნის ფლანგები თუ შევაჩერეთ შანსი გვაქვს რომ გავიდეთ შემდეგ ეტაპზე თორემ ლევანდოვსკისაც და მიულერსაც ბურთებით თუ არ მოამარაგეს თვითონ ძალიან გაუჭირდებათ დაცვაში არ უნდა ჩავდგეთ და არც კონტრ შეტევა არ უნდა ვითამაშოთ ცენტრალური დაცვა არ უვარგად
მარტო ბენატია ვერაფერს გახდება.

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ლევანდოვსკიზე მეტად მე კოშტა და რობენი მაღელვებს, ევრა არ არის რობენის გამჩერებელი და იმედია ალეგრი სანდროს დააყენებს.

მამია
მამია
8 years ago

ბაიერნის თამაშს ვადევნებ თვალყურს ამ ბოლო დროს და ვატყობ რომ მოკლებული აქვთ ძალიან. სულაც არაა აუხდენელი ოცნება შემდეგ ეტაპზე გასვლა.

vakhtang karchava
8 years ago

ალეგრის 3-5-2 უფრო დახვეწილია და კრეატიული,ვიდრე კონტესი,რომელიც უფრო 5-3-2 იყო.გუნდიც შეეჩვია ამ ტაქტიკას და კიელინი რომ იყოს ალერნატივა არ ჰქონდა,მაგრამ ამ შემთხვევაში 4-4-2 უფრო რეალურია ბავარიასთან,გეთანხმებით,საიმედოა დაცვაში,მაგრამ წინ… ძაძა-დიბალა უნდა ათამაშოს,ძაძა მოძრავია სწრაფი,სისხლს გაუშრობს მცველებს და დიბალას უფრო გაეხსნება სივრცეები,თანაც მომენტების რეალიზაციაშიც არაფერს მისცემს მორატას.

მამია
მამია
8 years ago

:loool:

Dutch
ადმინისტრატორი
8 years ago

ნაპოლის ბურთი კი ჰქონდა, მაგრამ ვინ რა გააკეთა? ) დიდად არავინ არაფერი. გათიშეს ტიპები თამაშიდან.ჩვენ კიდევ საკადრო პრობლემებით შევხვდით თამაშს და ამანაც იქონია ტაქტიკის ცვლილებაზე ზეგავლენა

თუ ბონიმ ვერ მოასწრო მომჯობინება 3-5-2 პრაქტიკულად გამორიცხულია..

საფრეო თამაში იყო გეთანხმები და რეალურად მიდიოდა მაგ მიმართულებით. მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ 90 წუთში მეტი მომენტი ჩვენ შევქმენით დამსახურებულად მოვიგეთ.

8 years ago
Reply to  Dutch

მოკლედ ალეგრიმ უკეთ იცის… თანაც ფლანგები ბავარიასაც ყავს უფრო ძლიერი და შეიძლება 4-4-2 ითამაშოს ფლანგურ ვარიანტში… მაგრამ ხედირა მარკიზიო პოგბა ცენტრში საჭიროა მაინც ჩემი აზრით და 4 მცველიან ტაქტიკაში პოგბას ფლანგი უწევს და ვერ ივარგა მაინცდამიანც…
გვარდიოლა უნდა გადავაყენოთ, პაპა კარლო უმუშევარია და დავსაქმოთ დროულად :juvee:

8 years ago

ნუ ასეა თუ ისე, მე ამ ფორმაციის 4-4-2 არ მომეწონა და სუფთა საფრეო თამაში იყო, უბრალოდ გაგვიმართლა და მოვიგეთ, უფრო მეტიც ნაპოლი საკმაოდ აქტიური იყო და ბურთასაც გვიკონტრლებდა საჭირო დროს და ბავარიას გაცილებით მეტი შეუძლია მაგ კუთხით, ვიდრე ნაპოლის… შესაბამისად, ვფიქრობ რომ ბავარიასთან 3-5-2 უნდა ითამაშოს მაინც, ასეა თუ ისე გამოცდილი ტაქტიკაა ამ სასტავისთვის და უკვე წლებია მაგით თამაშობენ… და სხვათაშორის რუგანის არ უთამაშია ცუდად, ნერვიულობით ინერვიულებდა, მაგრამ ეგ ბუნებრივია… ეს კიელინი ხო ყველა მნიშვნელოვან თამაშს ტოვებს რა, ლიგის ფინალიც გამოტოვა (მინიმუმ სუარესს დაასწრებდა, მეორე გოლზე დამატებაზე). მაგრამ ბავარიას მაგარი დარხეული აქვს დაცვაში, ბოატენგი ხო დაემტვრა და ეხლა კიდე ბადშტუბერიც… Read more »

forza bianconeri
8 years ago
Reply to 

კიელო რო ყოფილიყო იქ და არა ბარძალი ჩემი აზრით ლიგას მოვიგებდით შარშან. გაშვებული გოლები მაგის ბრალი იყო :blin:

8 years ago

კიელინიც უნდა ყოფილიყო და ბარძალიც და მაშინ უფრო მოვიგებდით

Dutch
ადმინისტრატორი
8 years ago

ბოლონიას ეგრე ნუ უყურებთ ) გასვლაზე გვაქვს თამაში და დონადონის მერე მაგარი ხისტი და იღბლიანი გუნდი გახდა.. ბაიერნის წინ მაგათთან იოლი გასეირნება ნამდვილად არ გველის.. დიდი ოფლისღვრა მოგვიწევს მოგებისთვის.

forza bianconeri
8 years ago

ისე პირდაპირ რო ვთქვათ ნაპოლისთან დიბალამ ცუდად ითამაშა. მთელი თამაში დაკარგული იყო და პოგბამ საგოლე მომენტი როცა შეუქმნა ვერ გამოიყენა

vakhtang karchava
8 years ago

დიბალა მანჯუკიჩთან უფრო პროდუქტიულია,მანჯუ ზემოთ თამაშობს თან ძაან მოძრავია და დიდ ყურადღებას და ძალებს ართმევს მოწინააღმდეგეს,დიბალას ამდროს მეტი სივრცეები ექმნება და თავისუფლად მოქმედებს…

dato_juventino
8 years ago

ეს თუ გამართლდა ძან კაი იქნება ბონს დაკარგვა კატასტროფა იქნება გუნდისათვის ფორცა ბონი

8 years ago

ბოლონიასთან რუგანი დადგება და ბაიერნთან ბარცა-ბონი. ისე ბარძალისაც არ აწყენდა ცოტა დასვენება. სტურარო და პერეირა ათამაშოს და შეტევაში მორატა-ძაძა. ბოლონიას მეორე სასტავითაც მოუგებენ.

Atomic
Atomic
8 years ago

რუგანი ისე თამაშობდა თითქოს პირველი მატჩი ქონდა სერია ა-ში, მუხლები უკანკალებდა და ცოტა ნიკაპიც უტოკავდა)))
არ ივარგებს ბიძია ეგრე!

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

გეთანხმები ცოტა დრო მაინც უნდა მიცეს ბოლონიასთან.

Di Francesco # 1
8 years ago

3-5-2ით დაიწყოს და თუ რამე შეატყო რო ბონუჩი ზედმეტად იტვირთება მაშინ 4-3-3ზე გადავიდეს, ბაავრიის წინ თამაშის გამოტოვება არ იმოქმედებს ბონუჩიზე კარგად

Di Francesco # 1
8 years ago

ძაძაზე უკვე სერიოზული პიარი წავიდა პრესაში, მემგონი ბავარიასთან ეიმედებათ მაგისი :chuvak:

| Newsphere by AF themes.
22
0
Would love your thoughts, please comment.x