ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გიორგი ქასრაშვილის ყოველკვირეული მიმოხილვა

94 წუთი.. გამარჯვების მომტანი გოლი კი 88-ე წუთზე გავიდა…


დიახ მეგობრებო, ტორინოსთან დაწყებული სიხარული გრძელდება. მოგებების სერიამ 15-ს მიაღწია… პირველი ადგილის წინ რა სჩანს? ჯერ რეკორდი, მერე კი სკუდეტო… როგორი კარგი დღეა, რამდენი მაქვს დასაწერი… იუვენტუსი 1-0 ნაპოლი ტრამვებიდან გამომდინარე, ალეგრის ტაქტიკის შეცვლა მოუხდა და 3-5-2 მოდული, 4-4-2ით შეცვალა, რომელიც ხანდახან 4-3-3 ითაც კი გარდაიქმნებოდა…

თამაში სწრაფ ტემპში დაიწყო, მოწინააღმდეგეებს არც კი უცდიათ დაეზვერათ ერთმანეთი, შეტევები მწვავე იყო საჯარიმოს მისადგომებთან მისვლამდე, მერე კი 2-ვე გუნდის დაცვა იდეალურად უკვლავდებოდა მოწინააღმდეგეს. არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ნაპოლის და იუვენტუსს 2-2 საგოლი მომენტი ჰქონდა მთლიან მატჩში, რომელთა 4 მომენტიდან ერთის რეალიზება მოხდა და იუვენტუსმა გამარჯვება იზეიმა. დამეთანხმებით ალბათ, რომ მატჩის მიმოხილვის გაკეთება საჭიროებას არ წარმოადგენს, რადგან ძნელად თუ მოიძებნება იუვენტინო, რომელმაც ამ თამაშს ვერ უყურა, ან მინიმუმ მიმოხილვა არ ნახა მერე, მე მინდა, იმ ემოციაზე ვისაუბრო, რაც ამ გამარჯვებამ მოგვიტანა, მე იმ დასამახსოვრებელ მომენტებზე მინდა მოგიყვეთ, რომელიც დიდი ხანი არ ამოვა გონებიდან.

თამაშს მთლიანი გუნდი იგებს, რიგ ეპიზოდებში ფეხბურთელის ინდივიდუალიზმი წყვეტს მატჩის ბედს, ამ შემთხვევაში კი არ ვიცი რა ვთქვა? იუვენტუსმა მოიგო თუ ცალკეულმა ფეხბურთელებმა? მოდი მივყვეთ მოვლენებს და თითოეულის ღვაწლი განვიხილოთ.

ბუფონი – როდესაც მან საოცარი სეივი გააკეთა, ყველანი აღტაცებაში მოვედით და ერთხმად აღმოგვხვდა ,,გადავრჩით” შემდეგ კი ვიგებთ, რომ რომც გასულიყო გოლი არ ჩაითვლებოდა, ამით არ ვუკაგავ ჩემს უსაყვარლეს მეკარეს გარჯას, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას. ბონუჩი – ვერ ვითყვით გაიტანდა თუ არა იგუაინი იმ ბურთს, მაგრამ ბონუჩიმ რომ საოცრად ააცალა ბუთი ეგ აღსანიშნავია და სანამ მოედანს დატოვებდა იდეალურად უმკლავდებოდა მოწინააღმდეგეს.

ბარძალი – მასზე ბევრი დაიწერა, ბევრი ითქვა, რაღა დავამატო? ხმას ავიმაღლებ და ვიტყვი, მოქმედ ფეხბურთელებში ნომერ პირველი ცენტრალური მცველია!!! ლიხშტაინერი – აქრობს ინსინიეს მოედნიდან. ევრა – თამაშობს ისე, როგორც მისი გამოცდილების მქონე ფეხბურთელს შეეფერება. მარკიზიო – ის მოედანზე არ სჩანს, მისი გარჯაა ნათელი. პოგბა – რა კარგად დაუგორა დიბალას საგოლეეედ…

ხედირა – იგივეს ვიტყვი, რაც ევრაზე… კუადრადო – ბუფონს კარგი რეზერვი ჰყავს, თორემ იქაც დადგებოდა საჭიროების შემთხვევაში. ბრავო კუადრადო. მორატა – ის არის შევარდნაძის პერიოდის ნათურა, ხან აინთება ხან ჩაქრება. .

დიბალა – რომ გაეტანაა… ალექს სანდრო – 85-ე წუთზე შემოვიდა, მისმა აქტიურობამ ბურთი ძაძამდე მიიტანა, შემდეგ კი რეინას კარში აღმოჩნდა… რუგანი – უყურებს როგორ ომობს ბარძალი და ბედნიერია, რომ ზურგს უმაგრებს…

ძაძა – ძაძა, ძაძა, ძაძა, რეტეეეეეე, რეტეეეეეეე… და ბოლოს რა ვთქვათ? იუვენტუსმა მოიგო? თუ ძაძამ და მარკიზო ბარძალიმ? რათქმაუნდა მოიგო იუვენტუსმა, რადგან მას ჰყავდა ეს ძაძა, მარკიზიო, ბარძალი. ეს რაც შეეხებოდა ნაპოლისთან სასკუდეტო ფინალს, ეხლა კი მინდა ციფრებსაც დავაკვირდეთ… მოვიგეთ 15 მატჩი ზედიზედ (+3 იტ.თასი) გავიტანეთ 33 გოლი და გავუშვით 6… მხოლოდ 1 გოლი ტურინში. 6 თამაშია ბუფონი გოლს არ უშვებს.

წინ 3 მნიშვნელოვანი მატჩი გველის, სადაც გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჯერ გავიმეოროთ ინტერის რეკორდი (17 მოგება) შემდეგ კი მოვხსნათ იგი. აღსანიშნავია, რომ თუ ბოლონიას მოვუგებთ ეხლა ჩასატარებელ იტალიის ჩემპიონატის ტურში, შემდეგ სწორედ ინტერთან დაპირისპირებაში შეგვეძლება მათი რეკორდის გამეორება, მერე კი ბერგამოში ადგილობრივ ატალანტასთან გამარჯვება იქნება საჭირო. ჩემპიონთა ლიგის მოახლოების გამო ბოლონია – იუვენტუსის მატჩი პარასკევს ჩატარდება 23:45ზე…

გილოცავთ ყველას გამარჯვებას, პირველ ადგილს და გამარჯვებების სერია ა დიდხანს გაგრძელებულიყოს და ამ სიას როცა დღეს იტალიის თასს ვუმატებთ, ლიგის 1/8 ფინალიც დაგვემატებინოს…

კეთილი სურვილებით ,,QASRA

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
8 years ago

მადლობა საინტერესო და პოზიტიური სტატიისთვის. ყველაფერში გეთანხმები ერთის გარდა. ნაპოლის 2 მომენტს ვერ ვიხსენებ :)

Q A S R A
Q A S R A
8 years ago
Reply to 

ბონუჩის და ჯიჯის სეივს ვგულისხმობ მომენტში :)

vakhtang karchava
8 years ago

ვიღაცას დაუწერია:”ზებრებთან რამე შანსი რომ გქონდეს,მოგებაზე უნდა ეთამაშო,ფრეზე თუ ეთამაშები განწირული ხარო”… იუვე შეგნებულად უთმობდა ბურთს ზემოთ და საიმედოდ ჰყავდა ჩაკეტილი უკანა ხაზი,დრო და დრო კი ეძებდა გზებს კარის დასალაშქრად და უშანსოდ არ ყოფილა მაშინ,როცა ნაპოლიმ არ იცოდა რა ექნა ბურთისთვის და ეშინოდათ კონტრშეტევა არ გამოპარვოდათ.ეს დაძაბულობა შეუქმნა ალეგრიმ და ბოლოსკენ ჭკვიანური შეცვლებით ისე გადააწყო ტაქტიკა,გონზე მოსვლა ვერ მოასწრო სარიმ,ისე შეუსრულა ჯოკერმა)) :forza:

მამია
მამია
8 years ago

ბარძალი შეჭამსოოოო, ალბათ ლევანდოვსკიზე იგულისხმა :lool: :lool:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

გაიხარე გიო გილოცავ და მადლობა ასეთ სატატიებს რო დებ.

Di Francesco # 1
8 years ago

ევრამ ბევრი იმუშავა კი გეთანხმები, თავისი შეცდომების გამოსწორებაზე იმუშავა :lool: ბარძალი არ მუშაობს ბარძალი დგას და სადაც ბარძალი დგას იქ ნებისმიერი ძირს გდია

forza bianconeri
8 years ago

რეალურად ევრამ უფრო მეტი იმუშავა დაცვაში ვიდრე ბარძალიმ. ბარძალი ბავარიასთანაც შეჭამს აი ნახავთ

vakhtang karchava
8 years ago

შენ დათვის ბიძაშვილი ხომ არა ხარ? )) რა გადაეკიდე ბარძალის))) ნეტა ახალგაზრდა იყოს უფრო,თუმცა ჯიჯის პასპორტი დაუხევია და ახლა არავინ იცის მისი ასაკი ზუსტად))

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x