Gazzetta:”მანჯუკიჩი ხედირას გზას გაივლის?”
Gazzetta-ს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული მარიო მანჯუკიჩმა მსგავსად სამი ხედირასი მწვანე მინდორს ვადაზე ადრე დაუბრუნდეს:
ხორვატი ფორვარდი, რომელიც 27 იანვრის შემდეგ ლაზარეთში იმყოფება, დანებებას არ აპირებს.. წინასწარი პროგნოზით ფორვარდი 28 თებერვალს უნდა დაბრუნდეს ინტერთან შეხვედრისთვის.. ანუ ხუთი დღით გვიან ვიდრე ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალური მატჩი გაიმართება.
მარიოს სურვილი იასპარეზოს ყოფილი კლუბის წინააღმდეგ არის ძალიან დიდი და იგი ხედირას მაგალითის გამეორებას მაქსიმალურად ეცდება. ფეხბურთელთან დაახლოებული პირების მტკიცებით მანჯუკიჩი ინდივიდუალური პროგრამით მუშაობს, რათა ფიზიკური კონდიციები საუკეთესო ფორმაში შეინარჩუნოს.
ხედირას მაგალითმა, რომელმაც პრაქტიკულად ერთ არასრულ ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა და შემდეგ ნეაპოლიტანელთა წინააღმდეგ მოედანზე 90 წუთი გაატარა, სუპერ მარიოს და იუვენტუსს გარკვეული იმედი ჩაუსახა..
წყარო: Gazzetta
მიდი იბრძოლე მაგარი ხარ.
მიდი ძუნძულიჩ