ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Gazzetta:”მადრიდს მორატას დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი, ხოლო იუვე უძლურია”

Gazzetta კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ალვარო მორატას რეალში დაბრუნების საკითხს..

იტალიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, მადრიდულმა კლუბმა საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ალვაროს გამოსყიდვას აპირებენ. პერესისა და ზიდანის ერთ-ერთმა შეხვედრამ გარკვეული სატრანსფერო გეგმები შეათანხმა და მასში მორატას გარკვეული როლი უჭირავს.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ტურინულ კლუბს პრაქტიკულად არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ხელშეკრულების მოცემული პუნქტი და მომავალი სატრანსფერო ფანჯარა სამეფო კლუბს სრულ უპირატესობას აძლევს. ერთადერთი რისი იმედიც აპენინელებს შეიძლება ჰქონდეთ, არის თავად ფეხბურთელის ნება სურვილი, რომელიც თავის მხრივ ვერაფრით ახერხებს თავის გამოჩენას.. დიახ, წლევანდელი მორატა შარშანდელის აჩრდილია და რითია ეს გამოწვეული რთული სათქმელია.

თავის მხრივ მადრიდელებს კი აქვთ გამოსყიდვა გადაწყვეტილი, მაგრამ მეორე მხარეა თუ რისთვის ესაჭიროებათ.. ესპანელი მიმომხილველების მტიცებით პერეს ზედმეტი თანხის გამომუშავება აქვს გადაწყვეტილი. მორატასთვის უკვე ამ ეტაპზე ინგლისური კლუბები იბრძვიან, რომლებიც 40 მილიონს და მეტს იხდიან მის სანაცვლოდ..

წყარო: Gazzetta

17 thoughts on “Gazzetta:”მადრიდს მორატას დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი, ხოლო იუვე უძლურია”

  1. რა თქმა უნდა არ უნდა წავიდეს არსად მორატა. ბოლო ბოლო კიდევ ერთი სეზონი დარჩეს და თუ რეალსაც უნდა გაეყიდა იუვეც გაყიდის რა პრობლემაა :) სჯობს გაიზარდოს და თვითონ მიხვდება სად უკეთესია, რეალში გაფუჭდება

  2. იქ ზიზუ ბენზემას ნაღდად არ ამოაგდებს სასტავიდან მითუმეტეს ლევანდოვსკიზეც ჩალიჩობენ და ეს ისევ ზამენად მოიაზრება ასე რომ თუ ჭკუა აქ უნდა დარჩეს თუმცა აქაც მოუწევს ბრძოლა ძირიტადისთვის :forza:

  3. არ წავა. იქ ბენზემაა მთავარი დამრტყმელი ძალა და ფლანგებიდან რონალდო-ბეილი. რა უნდა მორატას რეალში? თუ თავის მომავალზე ფიქრობს უნდა დარჩეს.

  4. მორატამ კარგი სკოლა გაიარა იუვეში,ბევრიც დაამტკიცა და იუვესაც სარგებელი მოუტანა.ასე რომ წაგებული ნებისმიერ ვარიანტში არცერთი არ იქნება.

  5. ჩემი აზრით მორატას წასვლით არაფერი დაშავდება,მეტი დრო მიეცემა ძაძას და ბერარდის,ან კავანის მოიყვანენ

  6. ნორმალური კონტრაქტია ჩვენთვის. უფრო ძვირად ვაბრუნებთ და მოგებაში ვრჩებით. ამ პერიოდში სარგებელი მოგვიტანა მორატამ თავისი თამაშით. თუ ფორმას დაიბრუნებს და ძირითადში დამკვიდრდება, მაშინ თვითონაც არ წავა, მაგრამ თუ ვერ გაქაჩავს და წასვლა მოუნდება, წავიდეს. მაგ ფასად კარგი ფორვარდის ყიდვა შეიძლება. და თუ ვერ ქაჩავს ტიპი იტალიაში, რა აზრი აქვს მის გუნდში დატოვებას?

  7. ესეთი კონტრაქტი, რაც რეალმა ჩაგვიწერა მორატას თაობაზე, არის ალბათ კაბალური და ამ კონტაქტზე დათანხმება ტეხავდა თავის დროზე

  8. მეც ეგ მინდა რომ წავიდეს და ბერარდის ადგილი გათავისუფლდებააააა…

    ან გვაღირსონ ეს კავანი სანამ მთლად დაბერდა…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.