“ბაიერნს” ბადშტუბერიც გამოაკლდა
ტურინის “იუვენტუსთან” მატჩამდე ერთი კვირით ადრე მიუნხენის “ბაიერნს” საკადრო პრობლემები არ ელევა.რამდენიმე დღის წინ გამართულ ვარჯიშზე ხელი მოიტეხა ჰოლგერ ბადშტუბერმა, რომელიც ტრავმის გამო მინიმუმ სამი თვე იუქმებს.
შედეგად, ხოსეპ გუარდიოლას გუნდის ლაზარეთში ამჟამად რამდენიმე ცენტრალური მცველი იმყოფება, ესენია : ჟერომ ბოატენგი, ხავი მარტინესი, მეჰდი ბენატია და ახლა უკვე ბადშტუბერიც.აღსანიშნავია, რომ ზემოთჩამოთვლილი მცველებიდან 23 თებერვლამდე გამოჯანმრთელებას სავარაუდოდ მხოლოდ ბენატია მოასწრებს, მაროკოელი მოედანს უახლოეს დღეებში უნდა დაუბრუნდეს.სათამაშოდ მზადაა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეძენილი გერმანელი სერდარ ტასკი, თუმცა რამდენად ენდობა მას გუარდიოლა მეორე საკითხია.
აღსანიშნავია, რომ კვირას გამართული შეხვედრა “აუგსბურგის” წინააღმდეგ “ბაიერნმა” საერთოდ ცენტრალური მცველის გარეშე ჩაატარა, უკანახაზის ცენტრში დავიდ ალაბა და ჯოშუა კიმიხი ირჯებოდნენ.ვნახოთ, რამდენად მოახერხებენ რეკორდმაისტერები იდეალური დაცვის ხაზის აწყობას ტურინელებთან შეხვედრისთვის.
ტურინში გამოფრენამდე, 19 თებერვალს ბუნდესლიგის ლიდერები “დარმშტადს” უმასპინძლებენ.
წყარო : Goal.com
თქვენ შკარად გესმით ფეხბურთი იუვეს ბაიერნ ს როგორ ადარებთ ტუ რამე არ იცუგლუტეს ივენტუსს რა შანსი აქ საერთოდ
იუვეს მაინც გავუდებთ
უკვე მეჰინია არ აიგდოს იუვემ ბაიერნი და ისე არ გავიდეს.
დაცვა ისედაც სუსტი ყავდათ ფლანგები და შეტევა დამტვრეოდათ ჯობდა