ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო:”ბაიერნი? ჯერ ბოლონია და შემდეგ სხვა მატჩები”

მიუხედავად ჩემპიონთა ლიგის მოახლოებისა კლაუდიო მარკიზიო ბოლონიასთან შეხვედრაზეა კონცენტრირებული..


 

“დიახ, ნეაპოლიტანელებთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ეიფორიაში ყოფნა არაფერს მოგვცემს. ერთ ქულიანი განსხვავება არაფერია, როდესაც წინ უამრავი მძიმე დაპირისპირება გველის.. პირველ ადგილზე ყოფნა სასიამოვნოა და მშვენივრად წარმომიდგენია თუ რაოდენ იმედგაცრუებულია სარის გუნდი.. მაგრამ თუ ცივ გონებას არ შევინარჩუნებთ, მაშინ სერიოზულ პრობლემებს წავწყდებით. მეტოქე მომდევნო შეხვედრაშივე ეცდება რეაბილიტირებას და თუ გვსურს პოზიციის შენარჩუნება, მაშინ ქულათა სხვაობის გაზრდა უნდა ვიფიქროთ..

ბაიერნი? მსურს დაგარწმუნოთ, რომ თავდაპირველად კონცენტრირებული ბოლონიასთან მატჩზე ვართ. დონადონის ბრწყინვალე გუნდი ჰყავს და მწვრთნელი პირველივე დღიდან ნაყოფიერად მუშაობს. არ შეიძლება მათთან მოდუნება.. ისინი მცირე შეცდომასაც კი არ გვაპატიებენ.. ყოველ მომდენო შეხვედრას როგორც უკანასკნელს ისე უნდა მივუდგეთ.. ტიტულის მოპოვებას სწორედ ასეთი მიდგომით მოვიპოვებთ.

ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრს ბოლონიასთან მატჩის შემდეგ დავიწყებთ. ერთი რისი თქმაც მსურს არის ის, რომ ჩვენ ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია თამაში და მათ შორის გერმანელებთან.. პრობლემები მათ გასახდელში? ეს უკვე წარსულია და მსგავსი ფაქტები შედეგზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ იქონიებენ”.

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მარკიზიო კარგია მასე ფიქრობ ჯერ ბოლონია მერე ბაიერნი და სე იქნება სეზონის ბოლომდე. :forza: :juvee:

valeri tokhadze
8 years ago

მთავარია ბაიერნტან 0-ზე ვითამაშოთ

forza bianconeri
8 years ago

გეთანხმები პრინჩიპინო :forza: ბოლონიასთან მხოლოდ მოგება გვაწყობს

livescore_777
8 years ago

საინტერესო კომენტარი გააკეთა ედინსონ კავანის მამამ გუშინდელი შეხვედრის შემდეგ.
ჩემპიონთა ლიგის მატჩში, რომელშიც “პარი სენ ჟემენმა” “ჩელსის” უმასპინძლა, გამარჯვების გოლი პარიზელებს სწორედ ურუგვაელმა ფეხბურთელმა მოუტანა.
კავანის მამა აცხადებს, რომ მისი შვილი საფრანგეთში ბედნიერი არ არის, რადგან მას პოზიცია შეუცვალეს.
“ედინსონი ცენტრ ფორვარდი იყო, “პარი სენ ჟემენში” კი მას გამუდმებით ფლანგზე ათამაშებენ, რაც არ არის მისი პოზიცია. ამით თვითონაც არ არის კმაყოფილი.
მსურს, რომ მომავალში ის “მანჩესტერ იუნაიტედში”, მადრიდის “რეალში” ან “იუვენტუსში” ვიხილო”, – განაცხადა კავანის მამამ.

LB19
LB19
8 years ago

Sauketeso xar claudio :forza: aq zogi ro ambobda ar damaviwydeba vidali superstaria markizio erti chveulebrivi pexburtelio :lool: :lool: :lool:

forza bianconeri
8 years ago
Reply to  LB19

მახსოვს :blin: მაშინაც აზრს მოკლებულად მიმაჩნდა ეგ და ახლაც

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x