ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მორატა: “”ბაიერნს” ტურინში ჯოჯოხეთი ელოდება “

ალვარო მორატა მიუნხენის “ბაიერნთან” დაპირისპირებამდე უაღრესად მოტივირებული ჩანს. ესპანელი ფორვარდი გუარდიოლას გუნდს არ უშინდება და ბოლო წუთამდე ბრძოლას აპირებს…


“არ ვიცი, რატომ გამომდის ხოლმე გერმანულ გუნდებთან კარგი თამაში. “ბაიერნთან” რთული იქნება, მაგრამ პირველ მატჩში მიუნხენელებსაც ძალიან გაუჭირდებათ, ჩვენს სტადიონზე მათ ჯოჯოხეთი ელოდებთ. ბოლო ცხრა თამაშში საკუთარ არენაზე მხოლოდ ერთი გოლი გავუშვით. ჩვენ ფეხბურთს ვითამაშებთ, ბევრს ვიმოძრავებთ და მაღალ ტემპს შევქმნით. თანაგუნდელები ერთმანეთს დავაზღვევთ და ვეცდებით, შეცდომები არ დავუშვათ, რადგან გუარდიოლას გუნდი ყველა მათგანის მაშინვე გამოყენებას ეცდება. ლევანდოვსკი? ის ევროპის საუკეთესო თავდამსხმელია და მისი თამაშის ხილვა სიამოვნებაა ჩემთვის. “

 “”რეალი”? იქ თავისუფლად არ ვგრძნობდი თავს, მადრიდში ადგილის პოვნის შანსი არ მქონდა. ბევრი შემოთავაზება მივიღე, მაგრამ “იუვენტუსი” ჩემს სახლში მოვიდა და კარგი შემოთავაზებით დამარწმუნა. რაც შეეხება მომავალს, ორი თვის წინ ახალ ხუთწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი, რომელსაც ერთი წლით უფრო გვიან გაუვა ვადა, ვიდრე წინას. ძალიან კმაყოფილი და მოტივირებული ვარ, რომ მომავალში საკუთარი თავი კარგად წარმოვაჩინო. “რეალის” დატოვება ჩემი არჩევანი იყო, იქ შანსი არასდროს მეძლეოდა. “

“საუკეთესო ჩემპიონატი? იტალიაში ტაქტიკურ კუთხეს დიდი ყურადღება ეთმობა, ყველა გუნდი მაღალორგანიზებულია. ესპანეთში უფრო სწრაფი ფეხბურთია. “ბუნდესლიგასა” და “პრემიერ ლიგაში” ტაქტიკური დატვირთვა ნაკლებია, მაგრამ ფეხბურთი ლამაზი, რა თქმა უნდა, ეს ჩემპიონატები ძალიან მომწონს. “

ხაბი ალონსო? მადრიდში ყოფნისას მისგან საჭირო რჩევები არაერთხელ მიმიღია. მასთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს. საერთოდაც, კარგი იქნება თუ რეალში ახალგაზრდები გამოცდილ მოთამაშეებს მეტ ყურადღებას დაუთმობენ.

თუ პოგბა წავა? უნიკალური ფეხბურთელია, რომელიც თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს.. მეორეს მხრივ ვფიქრობ, მაგრამ იუვენტუსს იგი არანაკლებად ესაჭიროება.

როგორი ურთიერთობა მაქვს ბუფონთან? ჩემთვის დიდი პატივის ჯიჯის თანაგუნდელობა.. ეს არის გამორჩეული ადამიანი.. ნამდვილი ლეგენდაა! იგი არასოდეს თაკილობს დახმარებას და განსაკუთრებით ახალგაზრდა მოთამაშეების მიმართ.

ვიდალი? კარგი ურთიერთობა გვქონდა.. ავტობუსში ხშირად ვიჯექით ერთად და ბევრ საინტერესო თემებზე გვისაუბრია.. პატივსვცემ მის გადაწყვეტილებას, მაგრამ მიზეზი ვერაფრით ამიხსნია..

კომანი? უდაოდ ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელმაც საკუთარი პოტენციალი ბუნდესლიგაში მშვენივრად გამოავლინა.. იტალიაში ტაქტიკური შეზღუდვის გამო არაერთ ფეხბურთელს გაუჭირდა საკუთარი თავის სრულად წარმოჩენა”.

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

14 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
9 years ago

MORATA UECHVELI SHEAGDEBS DGES VEGAR VITMEN RODIS VIXILAV IUVES MOEDANZE :forza: :forza: :forza:

დელ პიერო
დელ პიერო
9 years ago

ბაიერნს მორატა შეუგდებს უეჭველი

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

აბა ჰენ იცი ახლა დაგვანახე ბაიერთან სუპერ მორატა. რაც ჰეეხება ბოლნიასთან კარგი მორატაც საკმარისია :forza: :juvee:

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

ესეთი ლაპარაკი არაა საჭირო რა ჯოჯოხეთი ჯერ მოიგე და მერე იბლატავე

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

:twisted: მორატა :D
ლევანა მიულერი ტყუილად დადგება უშანსოდ და მორატა გაიტანს აბა რაა

შაქრო
შაქრო
9 years ago

მანჯუკიჩი წავიდეს…

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

=ტიგრანა= კაი კაცი. შენ მანდზუკის კასტილიტ რომ ტამაშობდე მაინც ჯობხარ. და რაარ მოგცონტ კიდე ცელს მორატასი ვერგავიგე. ბურტის გატანა კაია მარა იკამდე მიტანაც ხომ კაია. რატომგაც აკ მიმტანებს არაფასებენ. და საპენალოდან დაგეცჰილს ვინც გაიტანს იმას აგმერტებენ. მაგარიხარ მორატა ცინ დიდი გამარჯვებები გელის. გუშინ კავანიმ შეაგდო და ვიგაცებს მოუნდებოდა მისი მიკვანა შენსმაგივრად ასეტები არიან აქ სამცუხაროდ.

კბქრ
კბქრ
9 years ago

სგ ძმა მართალი ხარ
პროსტ მიზანი აქვს მორატას ცუდი ცარიელ კარში მაზავს ხოლმე

BURATINO
BURATINO
9 years ago

იფ იფ იუვე ნაზი არტალასავით დაღეჭავსმიუნხენურ რეკორდმაისტერს. მაინცთან და დარმშტადთან ჩვენი დინაოც დაამყარებს რეკორდს. იუვეს წელს ლიგა ტურინში ჩააქვს და Piazza Castello-ზე გამოამზეურებს. რა ბაიერნი რა რეალი რის ბარსელონა …………. :forza:

User234
9 years ago

შენ ხარ ჯიგარი ჯიგარსონა

:forza:

:forza:

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

როგორ მომწონდა ეს,თუმცა აჩრდილია იმისა რაც კი ოდესმე იყო,უდიდესი მინუსი აქ,თითქმის არ შედის ორთაბძოლებში.

LB19
LB19
9 years ago

Tu darcheba magrad gamixardeba mara ro wavides mainc magar pativs vcem :chuvak: prosta an zaza unda wavides an es samomavlod arada orive magrad menaneba

მგელ პიერო
მგელ პიერო
9 years ago

გერმანული გუნდები უფრო მეტ სივრცეს ტოვებენ, რაც მორატს საშუალებას აძლევს კარგად გამოიყენოს თავისი კოზირი სისწრაფე და ტექნიკურობა

| Newsphere by AF themes.
14
0
Would love your thoughts, please comment.x