ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პრანდელი:”იუვეს დიდი პროექტი აქვს და მას წარმატებით ანვითარებს”

ჟურნალისტებთან საუბრისას ჩეზარე პრანდელიმ ხაზი გაუსვა აპენინური ფეხბურთის დაბრუნებას და მცირედით იუვე-ბაიერნის მატჩსაც შეეხო:


 

“იუვენტუსი-ბაიერნი უდაოდ დიდი მოვლენაა.. ბოლო პერიოდში აპენინურმა ფეხბურთმა დიდი პროგრესი განიცადა.. ის ფაქტი, რომ იუვე ჩემპიონთა ლიგის ფინალში იმყოფებოდა, ხოლო ევროპა ლიგაზე დანარჩენი იტალიური კლუბები წარმატებით ასპარეზობდნენ ფინალამდე ბევრ რამეზე მეტყველებს..

თუმცა, დღევანდელი ბარსელონას შემყურე რთულია ვინმე გვერდით დააყენო.. ყოველ მატჩს როგორც სპექტაკლს ისე ატარებენ და ასეთ დროს ფავორიტის სტატუსის ვინმესთვის მინიჭება ურთულესი საქმეა.. თავის მხრივ იუვეს ჯერ ეტაპობრივად მოუწევს ნაბიჯის გადადგმა. ორი აზრი არაა, მათ 1/8 ფინალში ყველაზე რთულ დაპირისპირებაში მოუწევთ მონაწილეობის მიღება.

არის თუ არა ბაიერნი დაუმარცხებელი? უნაკლო არავინ არის და მათ შორის გერმანული კლუბიც. მითუმეტეს წელს ალეგრი ფანტასტიკურ სამუშაოს ასრულებს.. მის გუნდში ნიჭიერი ახალგაზრდების და გამოცდილი მოთამაშეების იდეალური სინთეზია.. ამასთან ერთად მაქსი ბრწყინვალედ მართავს მატჩს.. გრძნობს მეტოქეს სრულად და შესაბამისად აწყობს საკუთარ ფეხბურთელებს შეხვედრის მიმდინარეობისას.. ტაქტიკური და ტექნიკური კუთხით ბიანკონერი განვითარების ახალ ეტაპზე ავიდა, რაც მათ ძლიერ მხარედ უნდა ჩაითვალოს.

პოგბა? გასულ სეზონში მისი ძალის დემონსტრირება ბევრმა იხილა. იგი უკვე შემდგარი ვარსვკვლავია.. წელს კი ახალი მოთამაშე გამოჩნდა სცენაზე. დიბალა საინტერესო პროდუქტია, რომელიც არანაკლებ შედეგიანი და მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება იუვესთვის. ტურინელებს კარგი პროექტი აქვთ და ვფიქრობ, დიდ წარმატებას მიაღწევენ”.

წყარო: Sky

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

:forza: :juvee:

dato_juventino
8 years ago
Reply to  Dutch

სპ

დათო_ჯუვენტინო
დათო_ჯუვენტინო
8 years ago

კაი იქნება თუ ტრანვილბულ ფეხბურთელებზე რამე ახალ ინფოს თუ მოგვაწვდი ადმინ :)

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x