ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გუნდები ერთმანეთს დიდი დანაკლისით ხვდებიან

ახლოვდება ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალი, რომელსაც ორივე კლუბი დიდი დანაკარგებით ხვდება..

წილისყრის შემდეგ უკლებლივ ყველა დიდ სანახაობას ელოდა. საერთო მოსაზრებით ბაიერნი ფავორიტი იყო, თუმცა ეტაპობრივად გერმანულ კლუბში სხვადასხვა სახის პრობლემებმა იჩინა თავი.. ჯერ იყო და გუარდიოლას სიახლე გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც პეპი სეზონის ბოლოს გერმანიას და ტოვებს სამუშაოდ ბრიტანეთში გადაბარგდება.. ამ ინფორმაციამ ნეგატიურად იმოქმედა ბაიერნის შიდა სამზარეულოზე და როგორც პრესის წარმომადგენლები იუწყებიან დისციპლინის დარღვევას არაერთხელ ჰქონდა ადგილი.. ამ მხრივ განსაკუთრებით ვიდალი აქტიუროდა, რომელმაც კულუარებში არსებულ ხმებს თუ დავუჯერებთ, ტურინი სწორედ ამის გამო დაატოვებინეს..

გადის ხანი და გუარდიოლას თემის გარდა ბაიერნს ტრავმების ეპიდემიაც დაატყდა თავს.. განსაკუთრებულად პრობლემატური დაცვის ცენტრალური ზონა გამოიყურება.. ლაზარეთში იმყოფებიან ბოატენგი, ბადშტუბერი და ხავი მარტინესი.. ბენატიასაც პრობლემები აქვს.. ესპანელი თავკაცი შექმნილ პრობლემებს თავს არ არიდებს და ცდილობს სიტუაციის გამოსწორებას, შესაფერისი წყობის პოვნას და დანაკლისის აღმოფხვრას. მისი სიტყვებით მეტოქის დაუფასებლობას ადგილი არა აქვს, მაგრამ ამდენი ტრავმირებული ფეხბურთელი, რომ არ ჰყოლოდა მეტად უკეთეს სიტუაციაში იქნებოდნენ..

ამასობაში უკეთეს დღეში არ ალეგრია.. პირიქით მაქს ხარვეზი პრაქტიკულად თითოეულ პოზიციაზე ჰქონდა.. დაცვაში კიელინის, კასერეს და ეხლა უკვე ალექს სანდროსაც მოისაკლისებს.. ჯერჯერობით ბრაზილიელთან დაკავშირებით სიტუაცია საბოლოოდ არ გარკვეულა, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია კუნთის პრობლემის დადასტურების შემთხვევაში მალევე მოახერხოს გამოჯნამრთელება.. მინიმუმ პირველ მერვედფინალურ მატჩს აუცილებლად გამოტოვებს. ინდივიდუალურად ვარჯიშობენ მანჯუკიჩი და ასამოაც.. თუმცა, ეს უკანასკნელი ალბათ უახლოეს დღეებში შეუერთდება მთლიან ჯგუფს.. ხორვატი კი ხედირას მაგალითით გაგულიანებულია და ინდივიდუალური პროგრამით შრომობს.. მას ძალიან სურს ბაიერნთან თამაში და ნებისმიერ მსხვერპლზეა წამსვლელი.. პირადი შეუღლი დიდი მოტივაციას სძენს.

ზემოთხსენებული პრობლემები ორი გუნდისთვის მნიშვენლოვანია.. მეორეს მხრივ შეიცვლება თუ არა ტაქტიკური მონახაზი? გამომდინარე იქიდან, რომ ბონუჩის ტრავმა არ აღმოჩნდა სერიოზული ალეგრი ალბათ არ შეცვლის საკუთარ წყობას, ხოლო გუარდიოლა ბენატიას იმედზეა, რომელიც 99%-ით შეძლებს მინდორზე გამოსვლას.. ამიტომ გერმანელთა რიგებში რაიმე ტაქტიკურ ინოვაციაზე საუბარი უადგილი იქნება.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vakhtang karchava
8 years ago

Del_Piero გახსოვს ალეგრიმ ილაპარაკა ივნისში ფსიქოლოგიურ განწყობაზე? მაშინ მან თქვა,რომ ცუდი სამსახური გაუწია სკუდეტოს ნაადრევად განაღდებამ და ფეხბურთელების აზრები მთლიანად გადაერთო ბარსასკენ,ძნელია ყოველდღე გესმოდეს ისინი დაუმარცხებელნი არიან და ამან არ იმოქმედოს ქვეცნობიერად.ბრძოლაში რომ ყოფილიყვნენ სერიაში,ალეგრი მეტ ყურადღებას გადმოატანინებდა ჩემპიონატზე და ფინალში ნაკლბად “დაგრუზულები” იქნებოდნენ ბიჭები.მაქსი იმ კატეგორიას მიეკუთვნება,რომლებიც თვლიან,რომ მატჩის ბედი ძირითადად მის დაწყებამდე წყდება.ახლა ხომ ბრძოლის ველი ფსიქოლოგიურ დონეზე მიმდინარეობს,ასე რომ არ გამიკვირდება,თუ ყველაფერი გუარდიოლას დასაბნევად ხდება… :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მანჯუმ ითამაჰოს ბაიერთან და ყველაფერი კარგად იქნება.

8 years ago

tuttomercato-ზე დაწერეს რომ კვადრადომაც ტრამვა მიიღო და შეიძლება ვერ ითამაშოს ბაიერნთან :(

vakhtang karchava
8 years ago
Reply to 

იმედი ვიქონიოთ,რომ სტრატეგიულ აფიორასთან გვაქვს საქმე)) თორემ ასე რატომ უნდა გავიწიროთ?!

8 years ago

ინგლისურ და ესპანურ გუნდებს სჩვევიათ ეგეთი აფიორები. :) ვითომ ალეგრიც მაიმუნობს რაღაცას? :) იმედია სერიოზული არაფერი ჭირს და ფორმაში იქნება ლიგისთვის.

forza bianconeri
8 years ago
Reply to 

მარჯვნივ ვინ დადგება ახლა :blin: ფუ

vakhtang karchava
8 years ago

სანდრო დიდი დანაკლისია.ალეგრის თილისმა,რამდენჯერ შემოუბრუნებია მატჩის ბედი მის მოქმედებებს… აქამდე ევრა-სანდრო კუადრადო-ლიხტა ერთმანეთის ალტერნატივა გვეგონა მხოლოდ,არადა ნაპოლისთან ოთხივე ვიხილეთ ერთად)) სანდროს გამოყენება შემტევ ნახევარმცველადაც შეიძლება,საჭიროების მიხედვით,პოგბასთან დუეტში ძალიან სახიფათოა და ყველაზე კრეატიული ტანდემია,ჩემი აზრით,გუნდში.

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

და სანდროსიც,ტექნიკური ფეხბურთელები დაგვჭირდება აუცილებლად

forza bianconeri
8 years ago

რაც მთავარია ერნანეში და პადოინი გვყავს :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მანჯუკიჩის დაბრუნება იქნება ყველაზე მაგარი.

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x