ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მორატა: “”ბაიერნს” ტურინში ჯოჯოხეთი ელოდება “

ალვარო მორატა მიუნხენის “ბაიერნთან” დაპირისპირებამდე უაღრესად მოტივირებული ჩანს. ესპანელი ფორვარდი გუარდიოლას გუნდს არ უშინდება და ბოლო წუთამდე ბრძოლას აპირებს…


“არ ვიცი, რატომ გამომდის ხოლმე გერმანულ გუნდებთან კარგი თამაში. “ბაიერნთან” რთული იქნება, მაგრამ პირველ მატჩში მიუნხენელებსაც ძალიან გაუჭირდებათ, ჩვენს სტადიონზე მათ ჯოჯოხეთი ელოდებთ. ბოლო ცხრა თამაშში საკუთარ არენაზე მხოლოდ ერთი გოლი გავუშვით. ჩვენ ფეხბურთს ვითამაშებთ, ბევრს ვიმოძრავებთ და მაღალ ტემპს შევქმნით. თანაგუნდელები ერთმანეთს დავაზღვევთ და ვეცდებით, შეცდომები არ დავუშვათ, რადგან გუარდიოლას გუნდი ყველა მათგანის მაშინვე გამოყენებას ეცდება. ლევანდოვსკი? ის ევროპის საუკეთესო თავდამსხმელია და მისი თამაშის ხილვა სიამოვნებაა ჩემთვის. “

 “”რეალი”? იქ თავისუფლად არ ვგრძნობდი თავს, მადრიდში ადგილის პოვნის შანსი არ მქონდა. ბევრი შემოთავაზება მივიღე, მაგრამ “იუვენტუსი” ჩემს სახლში მოვიდა და კარგი შემოთავაზებით დამარწმუნა. რაც შეეხება მომავალს, ორი თვის წინ ახალ ხუთწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი, რომელსაც ერთი წლით უფრო გვიან გაუვა ვადა, ვიდრე წინას. ძალიან კმაყოფილი და მოტივირებული ვარ, რომ მომავალში საკუთარი თავი კარგად წარმოვაჩინო. “რეალის” დატოვება ჩემი არჩევანი იყო, იქ შანსი არასდროს მეძლეოდა. “

“საუკეთესო ჩემპიონატი? იტალიაში ტაქტიკურ კუთხეს დიდი ყურადღება ეთმობა, ყველა გუნდი მაღალორგანიზებულია. ესპანეთში უფრო სწრაფი ფეხბურთია. “ბუნდესლიგასა” და “პრემიერ ლიგაში” ტაქტიკური დატვირთვა ნაკლებია, მაგრამ ფეხბურთი ლამაზი, რა თქმა უნდა, ეს ჩემპიონატები ძალიან მომწონს. “

ხაბი ალონსო? მადრიდში ყოფნისას მისგან საჭირო რჩევები არაერთხელ მიმიღია. მასთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს. საერთოდაც, კარგი იქნება თუ რეალში ახალგაზრდები გამოცდილ მოთამაშეებს მეტ ყურადღებას დაუთმობენ.

თუ პოგბა წავა? უნიკალური ფეხბურთელია, რომელიც თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს.. მეორეს მხრივ ვფიქრობ, მაგრამ იუვენტუსს იგი არანაკლებად ესაჭიროება.

როგორი ურთიერთობა მაქვს ბუფონთან? ჩემთვის დიდი პატივის ჯიჯის თანაგუნდელობა.. ეს არის გამორჩეული ადამიანი.. ნამდვილი ლეგენდაა! იგი არასოდეს თაკილობს დახმარებას და განსაკუთრებით ახალგაზრდა მოთამაშეების მიმართ.

ვიდალი? კარგი ურთიერთობა გვქონდა.. ავტობუსში ხშირად ვიჯექით ერთად და ბევრ საინტერესო თემებზე გვისაუბრია.. პატივსვცემ მის გადაწყვეტილებას, მაგრამ მიზეზი ვერაფრით ამიხსნია..

კომანი? უდაოდ ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელმაც საკუთარი პოტენციალი ბუნდესლიგაში მშვენივრად გამოავლინა.. იტალიაში ტაქტიკური შეზღუდვის გამო არაერთ ფეხბურთელს გაუჭირდა საკუთარი თავის სრულად წარმოჩენა”.

წყარო: Tuttosport

14 thoughts on “მორატა: “”ბაიერნს” ტურინში ჯოჯოხეთი ელოდება “

  1. აბა ჰენ იცი ახლა დაგვანახე ბაიერთან სუპერ მორატა. რაც ჰეეხება ბოლნიასთან კარგი მორატაც საკმარისია :forza: :juvee:

  2. =ტიგრანა= კაი კაცი. შენ მანდზუკის კასტილიტ რომ ტამაშობდე მაინც ჯობხარ. და რაარ მოგცონტ კიდე ცელს მორატასი ვერგავიგე. ბურტის გატანა კაია მარა იკამდე მიტანაც ხომ კაია. რატომგაც აკ მიმტანებს არაფასებენ. და საპენალოდან დაგეცჰილს ვინც გაიტანს იმას აგმერტებენ. მაგარიხარ მორატა ცინ დიდი გამარჯვებები გელის. გუშინ კავანიმ შეაგდო და ვიგაცებს მოუნდებოდა მისი მიკვანა შენსმაგივრად ასეტები არიან აქ სამცუხაროდ.

  3. იფ იფ იუვე ნაზი არტალასავით დაღეჭავსმიუნხენურ რეკორდმაისტერს. მაინცთან და დარმშტადთან ჩვენი დინაოც დაამყარებს რეკორდს. იუვეს წელს ლიგა ტურინში ჩააქვს და Piazza Castello-ზე გამოამზეურებს. რა ბაიერნი რა რეალი რის ბარსელონა …………. :forza:

  4. როგორ მომწონდა ეს,თუმცა აჩრდილია იმისა რაც კი ოდესმე იყო,უდიდესი მინუსი აქ,თითქმის არ შედის ორთაბძოლებში.

  5. გერმანული გუნდები უფრო მეტ სივრცეს ტოვებენ, რაც მორატს საშუალებას აძლევს კარგად გამოიყენოს თავისი კოზირი სისწრაფე და ტექნიკურობა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.