ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მასიმილიანო ალეგრის წინასამატჩო პრესკონფერენცია

“ბოლონიასთან” შეხვედრის წინ მასიმილიანო ალეგრიმ ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებისათვის ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა…


“ბაიერნთან” მოახლოვებული მატჩის გათვალისწინებით, უნდა ველოდოთ თუ არა როტაციას?

” “ბაიერნთან” შეხვედრაზე ჯერ არ ვფიქრობ, გერმანელებთან მატჩი სამშაბათს გვაქვს. ბოლონიელებთან დაპირისპირება “სკუდეტოსათვის” ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, შეგვიძლია 4 ქულით გავცდეთ მდევრებს და შემდეგ, “ნაპოლის” “მილანთან” შეხვედრას დაველოდოთ. ხვალ ნათელი გონება და მთელი ტექნიკური არსენალი დაგვჭირდება, რადგან “ბოლონია” ბოლო პერიოდში კარგად გამოიყურება: დონადონის გუნდმა “ნაპოლის” მოუგო, “მილანი” სტუმრად დაამარცხა, “სამპდორიასთან” შეხვედრაშიც სამი ქულა მოიპოვა, “ლაციოსთან” კი, მე-20 წუთისთვის უკვე 2-0 -ს იგებდა. დონადონი კარგად ასრულებს თავის სამუშაოს, ჩვენ სრულად უნდა გავიაზროთ მატჩის სერიოზულობა, ის აუცილებლად ძალიან რთული გამოდგება. “ბოლონია” კომფორტულ მდგომარეობაშია, დასაკარგი არაფერი აქვს და ენთუზიაზმითაა სავსე, ეცდება “იუვეს” მოგებათა სერია დაასრულოს. “

გვიამბეთ ტრავმირებულთა მდგომარეობაზე…

” სათამაშო სქემა სიტუაციისთვის ყველაზე შესაფერისი იქნება, სიტუაციას ვარჯიშზე შევაფასებ. კუადრადო მწყობრშია, ალექს სანდროს კუნთის დაზიანება არ გამოუვლინდა და მის მდგომარეობაზე დაკვირვებას გავაგრძელებთ. ხვალ არცერთ შემთხვევაში არ ითამაშებს, მაგრამ სამშაბათს შეეძლება დაბრუნება. ბონუჩი ჩემს განკარგულებაშია, გუშინ გუნთან ერთად ივარჯიშა კიდეც. ხედირასთან ვარჯიშებსა და თამაშებზე განსაკუთრებული მოპყრობა მმართებს მისი ტრავმების გამო. ასამოა შემდეგ კვირაში დაგვიბრუნდება, მანჯუკიჩი და კიელინიც შემოგვიერთდებიან, მათ მდგომარეობას ყოველდღიურად ვაკვირდებით. მარიო შაბათს დაგვიბრუნდება, “ბოლონიასან” არ ითამაშებს, მაგრამ “ბაიერნთან” ნამდვილად შეეძლება მოედანზე გამოსვლა. კიელინის სიტუაციას ორშაბათს შევაფასებთ, გარისკვა არ გვინდა, “ბაიერნთან” შეხვედრა არაა სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანი. პერეირა მწყობრშია, კარგად ვარჯიშობს და თამაშიც შეუძლია. რაც შეეხება ლემინას, ახლა გაციებულია, დღეს კიდევ შევაფასებთ მის მდგომარეობას. მუხლი კარგად აქვს, ზოგჯერ ტკივილები უბრუნდება ხოლმე, მაგრამ დაკვირვებას ვაგრძელებთ. “

დაიმსახურა თუ არა ძაძამ ხვალ ძირითად შემადგენლობაში ყოფნა და თუ ასეა, მორატასა და დიბალას შორის რომელი დაჯდება სკამზე?

” დიბალა სხვებზე მეტს თამაშობდა და ბევრი ენერგია დახარჯა. ამიტომაც გამორიცხული არაა, ხვალ სასტარტო შემადგენლობაში არ გამოვიდეს და ძაძა-მორატას დუეტმა დაიწყოს. “ნაპოლისთან” გოლით, რომელიც ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სიმონეს ძირითადი შემადგენლობის ბილეთი არ მოუპოვებია, ის ისეთივე ფორვარდია, როგორიც სხვები. “

” ხვალ სამი ქულის აღება გვმართებს, სატურნირო თვალსაზრისით, ეს უმნიშვნელოვანესია, თანაც მოსაგები შეხვედრების რაოდენობა ერთით შემცირდება. “ნაპოლი” ერთ სანტიმეტრსაც არ დაგვითმობს. აქამდე ჩვენი მიზანი ნეაპოლელთა უკან მოტოვება იყო, ახლა სხვაობის შენარჩუნება და გაზრდა გვსურს. “

ტრავმები განსაკუთრებით სერიოზული არ არის, მაგრამ ისინი რეგულარულად იჩენენ თავს, მაგალითად ასამოას შემთხვევაში. “ჩემპიონთა ლიგის” შემდეგ შესვენება აიღეთ, მაგრამ ამას სიტუაცია არ შეუცვლია. არის რეციდივებიც…

” ასამოას რეციდივი არ ჰქონია. ჯერ ერთი, ასეთი ტრავმები სხვა გუნდებსაც აქვთ, მეორეც ჩვენ დატვირთული ვარჯიშები გვაქვს, ფეხბურთელების ნაწილი კი, მათ შორის ასამოა ოპერაციის შემდეგ პერიოდს გადის. მასთან ფრთხილი მოპყრობაა საჭირო, ნორმალურია, რომ ყოველთვის მზადყოფნაში არაა. თანაც მუხლი ყოველთვის არცაა ხოლმე დამნაშავე. მაგალითად, ჯვარედინი იოგების გაწყვეტის შემდეგ დაბრუნებულმა ფეხბურთელმა ადვილად შეიძლება კუნთი დაიჭიმოს, რადგან ნახევარი წელიწადია არ უთამაშია. ხედირას ბოლო წელიწადნახევარში ბევრი გაუცდა და სიგიჟე იქნებოდა გვეფიქრა, რომ სეზონში 50 თამაშს ჩაატარებდა. კასერესმაც დიდი დრო გამოტოვა და მასაც განსაკუთრებულად უნდა მოვეპყროთ. არ უნდა გარისკო ფეხბურთელი ერთი თამაშის გამო, რომ მერე 10 არ გამოტოვოს. სხვა საქმეა, როცა “ჩემპიონთა ლიგის” ფინალზე ვსაუბრობთ, სადაც ბარძალიმ ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელებისთანავე ითამაშა. რისკზე წასვლა სიგიჟეა, შარშან ასე მოვიქეცი პოგბასთან მიმართებაში და მიიღო კიდეც ტრავმა. ეს დორტმუნდში მოხდა, მაგრამ ეს მატჩი ბევრს წყვეტდა. ყველა ფეხბურთელი სეზონის განმავლობაში ჯამში ალბათ ორი კვირა თუა მწყობრში, ეს ნორმალურია, მაგრამ მთვარია ჩემპიონატს ვლიდერობით, “ჩემპიონთა ლიგაში” ფლეი-ოფში ვართ და ცალი ფეხით – იტალიის თასის ნახევარფინალში. “

ღირს თუ არა რისკებზე წასვლა სამშაბათს?

“არა, არავითარ შემთხვევაშ. სამშაბათს ორიდან პირველ მატჩს ვითამაშებთ და თუ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ძალები გვეყოფა, ამას მიუნხენში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ გავაკეთებთ. მოდით ამაზე ეს თემა დავხუროთ, თორემ სამშაბათისთვის სათქმელად არაფერს დამიტოვებთ. “

პოგბამ, ბონუჩიმ და დიბალამ სხვებზე მეტი დრო დაყვეს მოედანზე, სჭირდებათ თუ არა დასვენება? ფლანგებზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, რამდენად უნდა ველოდეთ პადოინის თამაშს?

” პადოინმა შეიძლება ითამაშოს, დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებებს. კუადრადო გუშინ ცალკე ვარჯიშობდა, მაგრამ თავს კარგად გრძნობს. ბონუჩიმ უკვე დაისვენა და თუ ყველაფერი კარგად იქნა, თამაშს შეძლებს. ის იმ ფეხბურთელთა შორისაა, რომელსაც დაცვასა და ნახევარდაცვას შორის ხიდის როლის შესრულება შეუძლია, ეს ლეონარდოს რუგანიზე უკეთ გამოსდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთად თამაში არ შეუძლიათ. ყველაფერი სიტუაციასა და მატჩის მიმდინარეობაზეა დამოკიდებული. დიბალამ ბევრი იმუშავა და ხვალ შეიძლება სკამზე დარჩეს, მაგრამ ჯერ არაფერი არ გადამიწყვეტია. “

ღელავთ თუ არა ხვალინდელი მატჩის წინ?

” საერთოდ არა. გუნდმა გარკვეულ შინაგან წონასწორობას მიაღწია ამ მხრივ. ვხვდებით, რომ რაც დრო გადის, შეცდომის ფასი იზრდება. ამიტომაც, ხვალინდელ შეხვედრაში შეცდომების ადგილი არაა. ხვალ ყველა ფასად გამარჯვება გვმართებს. “

დასჭირდება თუ არა ბარძალის დასვენება? ანდრეამ 6 შეხვედრა ჩაატარა ზედიზედ…

” ბარძალი მწყობრშია. წინა თამაში შაბათს გვქონდა, ხვალ კი პარასკევია, მთელი კვირა გავიდა. ხვალის შემდეგ, სამშაბათამდე კიდევ 5 დღეა, ასე რომ დასვენებისთვის დრო გვაქვს. იყო ისეთი მატჩებიც, სადაც დაგეგმილზე ნაკლებად დავიღალეთ. ენერგიის შენახვა მნიშვნელოვანია და ასეთი მომენტი, შესაძლოა, ხვალაც დადგეს.”

წყარო: tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

15 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
beberSONNN !!!
beberSONNN !!!
8 years ago

:forza: :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

კომბლე
კომბლე
8 years ago

და იქნებ მევასება ეს კაცი?!

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ძმაო ამ დროს ევროპა ლიგას იტალიური კლუბი მოიგებს და ეს სწორედ ნაპოლი იქნება ან ლაციო.

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

moixoda es maxi chventan tooo ukve dzaan magrad mevasebi ra ertaderti mashin ver gitan xolme padoins ro atamsheb :D :D :D: forza juve forza grafi padoini :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ალეგრი იუვე :forza: :juvee: :forza: :juvee:

forza bianconeri
8 years ago

ფუ ლაციოც აგებს :blin: ყველა იტალიური გუნდის დედაც იუვეს და მილანის გარდა

Soni
Soni
8 years ago

Sheegdo ra erti to ki mewera.nervebi meshleba magrad napols shansebi aqvso italiis chempionobiso da konkurentio da ravi da vistan waago

forza bianconeri
8 years ago

როდემდე უნდა ათრიოს იუვემ ეს ფარჩაკი იტალიური გუნდები :blin: ჩვენ რო არა ევროპის ლიგაც არ ეღირსებოდათ

forza bianconeri
8 years ago

ნაპოლის ფანებო რა არის ეს ვისთან წააგო თქვენმა გუნდმა :chuvak: :blin: ისე მაგრად კი გამიტყდა, მარა როგორც ჩანს კიდიათ სერია ას ბედი :blin: ესპანელი უფრო მეტი ყავთ გუნდში ვიდრე იტალიელი ეგ რანაირი იტალიური გუნდია ბლიაწ :blin:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ძმა შენ მაინცდამაინც ნუ იღელვებ,სამეულში იუვე ყოველთვის მოხვდება და აი სხვების რა მოგახსენო,ეგენი უფრო უნდა ჩალიჩობდნენ მეოთხე ადგილის დასაბრუნებლად :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

=ტიგრანა=რადასვენებაზე ლაპარაკობტ ერტი გამაგებინეტ ნახევარი დზალიტ ვიგებტ ტამაშებს ამსოფლის გუნდებტან. ტან ცჰვენხელა სკამი რომელ გუნდს ააკ იტალიაში სიმონ. ბაერნს ტუვერმოვუგეტ ეგ დაგლილობის ბრალიარიკნება არაა ეგ არარსებულია. ეგიკნება ალგრის ბრალი, რასასტავს დააკენებს და რატაქტიკიტ იტამაშებს და ტუ გადააცკობს გუნდს

juve _ 10
juve _ 10
8 years ago

ვაა რა კარგია ესე იგი (სანდრო) ბიძია გვეყოლება ბაიერნთან ასევე კიელინი და მარიო, მაგრად გამიხარდა…..

ალეგრი მაგარი ხარ მგარიიიიიიიი :forza:

forza bianconeri
8 years ago

ძაძა ათამაშოს ხვალ და მორატა შეცვლაზე შემოუშვას მე-60 წუთზე

forza bianconeri
8 years ago

პადოინი არ დამანახო რა კაცურად :blin:

forza bianconeri
8 years ago

გვევასები მაქს :love:

| Newsphere by AF themes.
15
0
Would love your thoughts, please comment.x