“ბოლონიას” წინააღმდეგ სავარაუდოდ 4-3-1-2 სქემით
ტურინის “იუვენტუსის” ყველა გულშემატკივარი წუთებს ითვლის მიუნხენის “ბაიერნთან” შეხვედრის დაწყებამდე, თუმცა ხვალ, ბიანკონერებს “ბოლონიასთან” აქვს მატჩი გასვლაზე და როგორც მასიმილიანო ალეგრი აცხადებს, არანაკლებ მნიშვნელოვანი.დიდი ალბათობით, ტურინელთა სპეციალისტი შემადგენლობას ოდნავ გადაახალისებს და სავარაუდოდ, შავ-თეთრების სასტარტო თერთმეტეული ამგვარი იქნება :
კარს ბუნებრივია, ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონი დაიცავს, რომელიც უკვე რვა ტურია იტალიის ჩემპიონატში გოლს არ უშვებს და კარის მშრალად შენახვას ბოლონიელთა წინააღმდეგაც აპირებს.ტურინელთაგან ოთხ მცველს უნდა ველოდოთ, ფლანგებზე შტეფან ლიხტშტაინერი და პატრის ევრა, ცენტრში კი ანდრეა ბარძალი და ლეონარდო ბონუჩი, შესაძლოა, რომელიმე მათგანს ალეგრიმ დასვენება გამოუწეროს და მინდორზე დანიელე რუგანი გამოუშვას, თუმცა ჯერ-ჯერობით, უეჭველად ვერაფერს ვიტყვით.სამაგიეროდ, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაისვენებს სამი ხედირა, იგი არც განაცხადშია შეყვანილი და მის პოზიციას დონადონის გუნდის წინააღმდეგ სტეფანო სტურარო დაიკავებს, ახალგაზრდა იტალიელს თანამემამულე კლაუდიო მარკიზიო და პოლ პოგბა შეუთამაშდებიან.
რაც შეეხება წინახაზს, უნდა ველოდოთ ალვარო მორატასა და სიმონე ძაძას დუეტს, პაულო დიბალა უკვე ზედიზედ რამდენიმე თამაშია ძირითადში ასპარეზობს და დასვენება არც მისთვის იქნება ურიგო, სამაგიეროდ, მატჩს საწყისი წუთებიდან დაიწყებს რობერტო პერეირა, რომელიც სავარაუდოდ, ფორვარდების უკან გამთამაშებლად, ანუ შემტევ ნახევარმცველად ითამაშებს.
წყარო : Tuttojuve
Napolic gava da lacioc Fiore meechveba
კარგია რათქმაუნდა დაისვენებს ბაიერნამდე კარგად. მარა ჰაბათ ან კვირას რო არაა იუვეს თამაჰი ასე მგონია დანარჩენი ფეხბურთი როდის დაიწყება მნიჰვნელობა აღრ ააქვს. მე იუვეს ბალეჰიკი მჯერა იუვესი დღეს ვიგებთ და ბავრისთანაც ვიგებთ.

ნაპოლი გავა ბიჭებო, აჯობა ვილიარეალს უბრალოდ არ გაუმართლა, განმეორებითზე გადაუვლის
osvaldo ardiles დონადონის მწვრთვნელობა არ გაიშვეს არსად

რატო რაა, პარმა ყვანდა ცუდი ტუ რაი?!
დონადონიმ სადაც იმუშავა ყველგან მაგარი გუნდი გააკეთა (ნაკრებს თუ არ ჩავთვლით) დროა უფრო ძლიერ გუნდში მოსინჯოს ძალები.
Ra kaia dges rom aris tamashi
სახიფათო გუნდია დონადონის ბოლონია

ხვალაც მოიგებს იუვე და ბაიერნსაც მოუგებს თან საკაიფოდ
თან საკაიფოდ
რა ოფტიმისტი ხარ მეგობარო, იმედია არ ცდები 