ალეგრი: ” ყველა თამაშს ვერ მოიგებ, ახლა “ბაიერნს” ველოდებით”
“ბოლონიასთან” აღებულ ქულას მასიმილიანო ალეგრის გუნდს აქტივში არავინ ჩაუწერს, მაგრამ “იუვენტუსის” დამრიგებელს ეს დიდად არ აღელვებს და გულშემატკივარსაც სიმშვიდისკენ მოუწოდებს. დონადონის გუნდთან უმძიმესი მატჩის დასრულების შემდეგ, სპეციალისტი Sky Sport Italias -ა და Mediaset Premium -ს ესაუბრა…
” კარგად დავიწყეთ, მაგრამ “ბოლონია” ქებას იმსახურებს ჩვენი შებოჭვისთვის. გულდასაწყვეტია, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ 15-მატჩიანი მოგებათა სერია მოგვდევთა უკან, “ბოლონია” კი ახლა “სერია ა” -ს გუნდებს შორის ერთ-ერთ საუკეთესო ფორმაშია. ფეხბურთში ყველა თამაშს ვერ მოიგებ. თამაში მეტად უნდა გაგვეშალა, ეს იმ მატჩთა რიცხვში შედიოდა, რომლის დროსაც ნავსი შემთხვევითობის წყალობით ტყდება ხოლმე. “
” საკუთარი კარი ისევ მშრალად შევინახეთ და ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია. სიმონე ძაძამ და ალვარო მორატამ კარგად ითამაშეს, მაგრამ მოედანზე სივრცეები ბევრი არ ჰქონიათ. ბიჭები ბოლო სამი თვის განმავლობაში თავჩაუხრელად მუშაობდნენ, ასეთი რამეები ხდება ხოლმე. ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. რა თქმა უნდა, ორშაბათს “მილანს” ვუგულშემატკივრებ, მაგრამ, რაც არ უნად მოხდეს, “სკუდეტოსათვის” ბოლომდე ვიბრძოლებთ. “
“მანძუკიჩი კარგადაა, სამი ხედირაც უნდა დაბრუნდეს, ვიმედოვნებთ, რომ ჯიორჯიო კიელინი და სანდროც მალე დაგვიბრუნდებიან. შეუპოვრები, კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ და გავიაზროთ, რომ “ბაიერნთან” მატჩი 180 წუთის განმავლობაში გაგრძელდება. ” -აცხადებს ალეგრი.
წყარო: football italia
martali xar alegrishe
დაიკიდეთ რა, სამშაბათს გამოჩნდება ჩვენი რეალური ძალა, არ ღირდა გარისკვა ბოლონიასნაირ ხისტ გუნდთან ორთაბრძოლებში შესვლა. პირადად ალეგრის დავალება იქნებოდა, ისედაც ტრამვიანობს გუნდი.
აქ იუვემ ბაიერნი რო გამოაგდოს ლიგა მოიგოს და იტალიაში მე-2 ადგილზე გავიდეს იმას იტყვიან შეცდა ალეგრი ლიგა რო დაისახა პრიორიტეტათო

რას ამბობ ლიგა მოიგონ და თუ უნდათ სულ მე-7 ადგილზე გავიდნენ სერია ა-ში

მე მგონია ორივე თამაჰი მორჩება ნიჩა 0-0 და მერე პენლებჰი იუვე მოიგებს მაგრამ უფრო კარგი იქნება თუ იუვე არ მიყვანს საქმეს აქამდე ისე არ ჰემაკამათოთ პროსტა ვინმემ პენლებჰი ჰანსი არ ააქ ბავარიას ჩვენს კარჰი მსოფლიო დონის მეკარეა და ეს ჯიჯი ბოფონია

კომენტარი არ გამოაქვეყნა საიტმა, რადგან ნელა წერე ეს რა უბედურებაა რა ჩქარა დაწერე კომენტარიო

იმას ვამბობდი, რომ იუვემ მაშინ გატეხა, როდესაც გასასამართლებელი საბუთი ჰქონდატთქო. იდეალურად მოქმედებს გუნდი ყველა სფეროში…
ალეგრი მაგარი მწვრთვნელია
ყველა მატჩს მართლა ვერ მოიგებ
ბოლონიელებიდან დესტრო და ჯაკერინი ბრწყინავდნენ გუშინ,დღემდე ვერ მომინელებია ჯაკერინი რატო გაუშვეს სანდერლენდში?გუშინ პოგბა რასაც ქვია გააქრო მოედნიდან.
გუშინაც ბავარიაზე ფიქრობდა მთელი გუნდი, ზოგადად რთულია ასეთი მატჩების წინ სხვა რამეზე ფიქრი, ზუსტად ბავარიასთან გვჭირდება ცივსისხლიანი იუვენტუსი, ბოლონიასთან ფრეს გადავიტანთ
ეეე მაქსიშე არ დამევასა შენ რო მოგიყვანეს იუვეში ერტი ამბავი ავტეხე მაგრამ მერე ნელ ნელა ქე დამევასე და გბალეშიკობ მაგრამ ეხლა ცოტას ახურებ
ყველა თამაშს ვერ მოიგებ იასნია მაგრამ ხარისხი?რას ვგავდით გუშინ?2 თამაშია ხეირიანი შეტევა არ გაგვიკეთებია და კრიზისი ხომ არ გვაქვს მაქს?
ბავარი გველოდება სამშაბათს და ესე თუ ვითამაშეთ გადაგვირბენენ იმედია ტუზი გაქვს რამე დამალული სახელოში თორე დაგვერხა
FORZAAAAAA
