ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პროექტი, რომელიც შეიძლება შეჩერდეს..

7 წლის წინ შავ-თეთრი ფერების ქვეშ დაწყებული ქართული სიყვარულის ისტორია დღემდე გრძელდება, თუმცა დრო რაც უფრო გადის, მით უფრო რთული ხდება იმ ტემპის შენარჩუნება რაც ეხლა გვაქვს..

მიზეზი მარტივია.. პროექტი რომელიც არაკომერციული კუთხით დაიწყო, სტაბილურად განვითარდა.. ცოტა გვერდი თუ დაიკვეხნის ისეთი გამართული სისტემით, როგორიც ჩვენ დავნერგეთ.. თითქოს მთლიანი კვირის გაწერილი გეგმა გვქონდა და მას ყოველგვარი სიზარმაცის გარეშე მივუყვებოდით.

ბუნებრივია მსგავსი საკითხი დროის დიდ რესურს მოითხოვს.. წარმოიდგინეთ სტატიის მოძიება, მისი თარგმანი, შემდეგ მულტიმედიური კონტენტის შექმნა, რედაქტირება, ატვირთვა, გამოქვეყნება.. ამასობაში სტატიები იდება-იდება.. ვცდილობდით არსებული რესურსით ფონს გასვლას.. ზოგს სამსახური გვიწყობდა ხელს, ზოგს სწვლა და ზოგს უბრალოდ მცირე თავისუფალი დრო..ეს ინდივიდუალური არის ყოველი ჩვენთაგანისთვის..

თუმცა, პროექტი რომელსაც არა აქვს შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერა რთულად განსავითარებელია.. პირადად მე ჩაფიქრებული მქონდა TuttoJuve.com​-ის ანალოგი გვერდი.. წარმოიდგინეთ ჩვენი საიტი, რომელიც გაცილებით სწრაფ ტემპში გაანახლებდა საკუთარ გვერდს.. იქნებოდა მეტად სწრაფი და ამოუწურავი.. თუ დღეს დღეში საშუალოდ 8-10 სტატიას ვდებთ, მაშინ იქნებოდა 20 და ზევით..

ისევ და ისევ ეს რესურსის ამბავია.. ანუ რეალურად ეს ხდება უკვე მთავარი სამსახური.. თუმცა მან შესაბამისი ანაზღაურებაც უნდა გამოიმუშავოს.. ვებ-გამომცემლობა თანხის გარეშე ვერ იარსებებს დიდხანს, ეს ნონ-სენსია..

ჩვენს მიერ 7 წლიანი მუშაობის შედეგად დაგვიგროვდა დიდი გამოცდილება, ძვირფასი არქივი და მეტად განვითარების სწორი ხედვა. ზუსტად გვაქვს ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა, რომელიც უახლოეს წელიწადში ფინანსური კუთხითაც მომგებიანი იქნება.

ერთი სიტყვით საჭიროა ინვესტირება, სარეკლამო პროდუქტის მოძიება და კომპანიების მხრიდან ჩვენი პროდუქტის ათვისება. სახსრების გაჩენა კი ჩვენს შემთხვევაში ავტომატურად ნიშნავს საიტისთვის მეტი ყურადღების დათმობას.

ჩვენ, იუვენტუსის გულშემატკივრები ვართ და ამ 7 წლის მანძილზე, ჩვენი მუშაობის გათვალისწინებით ეს საკითხი ეჭვებს არ უნდა ბადებდეს. ჩემი პირადი სურვილია ამ ადგილს სრული 24 საათი დავუთმო, მაგრამ თუ იგი არ გახდა ფინანსურად მომგებიანი პროექტი, მაშინ იძულებული ვხვდებით ეს დრო ჩვენი შეხედულებისამებრ გამოვიყენოთ.

პირადად ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეულია, მაგრამ სხვაგვარად ძალზედ რთულია დონის, ტემპის და აქტიურობის შენარჩუნება. ForzaJuve.Ge კი კვირაში ორ სტატიას არასოდეს შეეგუება.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ერთგულებისთვის და გასული 7 წლისთვის..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

102 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Achi Bostoganashvili
juventino
8 years ago

გამარჯობა, მე ალბათ ყველაზე პატარა ჯუვენტინო ვარ ვინც ამ საიტზე კითხულობს სიახლეებს და მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ 7 წლიანი დიდი საქმისათვის. იმედია ჩვეულ რითმში გაგრძელდება სტატიების ატვირთვა. დღეს ჩემთვის და ზოგადად ყველა იუვენტუსის გულშემატკივარისათვის მნიშვნელოვანი დღეა და მინდა ყველას წარმატება გისურვოთ.

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

პირველ რიგჰი მადლობა ყველას რო საიტის გადარჩენისთვის იბრძვით მე პირადად მზად ვიყავი რო გახსნილიყო ანგარი ჩამერეცხა თანხები და ამით დავხმარებოდი ჩემ საყვარელ საიტს სხვა დახმარებას სამწუხაროდ მე ვერ ჰევძლებ მაგრამ მჯერა ვისაც ჰეუძლია არ დაზოგავს გინდ დაიჯერეთ გინდ არა გუჰინ 40 მქონდა სიცხე ნერვიულობისგან ამ საიტით ვცოხვობ ამოდექით ბატონ დავისთ გვერდით და ეს საიტი კიდე ასი წელი იარსებებს და გაახარებს იუვეს ბალეჰიკების გულებს მადლობა ყველას

sergo kurtanidze
8 years ago

magalitad me Saqartveloshi ar vcxovrob. Magram forzajuve.ru-ze da juventus ru-ze meti siaxle aq ideba xolme, ertaderti qartuli saitia romelzec yovel dge shemovdivar.

8 years ago

ვფიქრობ რომ მოჭრილად 500 ლარი არ უნდა მისცეთ სიახლეების დამდებს. დღეში საშუალოდ 10 სიახლე იდება უცხოურ საიტებზეც და ძალიან დატვირთული არ იქნება, მით უმეტეს თუ 2 კაცს აიყვანთ. ან ნახევარ განაკვეთზე უნდა გყავდეთ ან სტატიების / მოცულობის მიხედვით უნდა აძლევდეთ ანაზღაურებას. მოტივაციაც ექნება რომ ბევრი სტატია მოიძიოს და დადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ მისი გაკონტროლება ტყუილა ხომ არ ზის და ხომ ყველა სიახლეს აქვეყნებს, რაც დიდ დროს წაგართმევთ.

დათკა
დათკა
8 years ago
Reply to 

ანუ ეგ ყველა ვარიანტში გაკონტროლებდა ჩემს მიერ. უშუალო მითითებებს მივცემ რომელი საიტიდან მოუწევს სიახლეების დადება.. ბუნებრივია რაოდენობაც და ხარისხიც გაკონტროლდება.

პლიუს ამასთან უნდა დავამატოთ ზოგადი კალჩოს სიახლეებიც, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ იუვენტუსით ფონს ვერ გავალთ.. რაღაც ეტაპზე მაინც.. დავუშვათ თუ დღიურად იუვეს 10 სიახლე დაიდება, მას უნდა შევუთავსოთ 2-3 კალჩოს სიახლეც.. თუ დავიქირავეთ, მაშინ დღეში საშუალოდ 20-30 სიახლე უნდა დავდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ანაზღაურებადი პირის ჰყოლა აზრს დაკარგავს.

მარად ივენტინო
მარად ივენტინო
8 years ago

ყველანაერად დაგიდგებით გვერდით ბიჩებო ეს საიტი და ზოგად ივენტუსი ჩემტვის ცხოვრების ნაწილადა გცეული და ერტად უნდა დავდგეტ რო იარსებოს საიტმა კიდევ დიხანს რო ერტად გავიზიაროთ ივენტუსის :forza: :forza: :forza: გამარჯვებები

გიო
გიო
8 years ago

ბიჭებო ხვალ პირველი არხი აჩვენებს იუვეს თამაშს თუ მსაჯელონას აჩვენებენ ?

ალრკო
ალრკო
8 years ago
Reply to  გიო

:lool: მსაჯელონა :lool: :lool: :lool: ზუსტად შესაფერისი სიტყვა,საღოლ ძმა

| Newsphere by AF themes.
102
0
Would love your thoughts, please comment.x