ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პროექტი, რომელიც შეიძლება შეჩერდეს..

7 წლის წინ შავ-თეთრი ფერების ქვეშ დაწყებული ქართული სიყვარულის ისტორია დღემდე გრძელდება, თუმცა დრო რაც უფრო გადის, მით უფრო რთული ხდება იმ ტემპის შენარჩუნება რაც ეხლა გვაქვს..

მიზეზი მარტივია.. პროექტი რომელიც არაკომერციული კუთხით დაიწყო, სტაბილურად განვითარდა.. ცოტა გვერდი თუ დაიკვეხნის ისეთი გამართული სისტემით, როგორიც ჩვენ დავნერგეთ.. თითქოს მთლიანი კვირის გაწერილი გეგმა გვქონდა და მას ყოველგვარი სიზარმაცის გარეშე მივუყვებოდით.

ბუნებრივია მსგავსი საკითხი დროის დიდ რესურს მოითხოვს.. წარმოიდგინეთ სტატიის მოძიება, მისი თარგმანი, შემდეგ მულტიმედიური კონტენტის შექმნა, რედაქტირება, ატვირთვა, გამოქვეყნება.. ამასობაში სტატიები იდება-იდება.. ვცდილობდით არსებული რესურსით ფონს გასვლას.. ზოგს სამსახური გვიწყობდა ხელს, ზოგს სწვლა და ზოგს უბრალოდ მცირე თავისუფალი დრო..ეს ინდივიდუალური არის ყოველი ჩვენთაგანისთვის..

თუმცა, პროექტი რომელსაც არა აქვს შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერა რთულად განსავითარებელია.. პირადად მე ჩაფიქრებული მქონდა TuttoJuve.com​-ის ანალოგი გვერდი.. წარმოიდგინეთ ჩვენი საიტი, რომელიც გაცილებით სწრაფ ტემპში გაანახლებდა საკუთარ გვერდს.. იქნებოდა მეტად სწრაფი და ამოუწურავი.. თუ დღეს დღეში საშუალოდ 8-10 სტატიას ვდებთ, მაშინ იქნებოდა 20 და ზევით..

ისევ და ისევ ეს რესურსის ამბავია.. ანუ რეალურად ეს ხდება უკვე მთავარი სამსახური.. თუმცა მან შესაბამისი ანაზღაურებაც უნდა გამოიმუშავოს.. ვებ-გამომცემლობა თანხის გარეშე ვერ იარსებებს დიდხანს, ეს ნონ-სენსია..

ჩვენს მიერ 7 წლიანი მუშაობის შედეგად დაგვიგროვდა დიდი გამოცდილება, ძვირფასი არქივი და მეტად განვითარების სწორი ხედვა. ზუსტად გვაქვს ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა, რომელიც უახლოეს წელიწადში ფინანსური კუთხითაც მომგებიანი იქნება.

ერთი სიტყვით საჭიროა ინვესტირება, სარეკლამო პროდუქტის მოძიება და კომპანიების მხრიდან ჩვენი პროდუქტის ათვისება. სახსრების გაჩენა კი ჩვენს შემთხვევაში ავტომატურად ნიშნავს საიტისთვის მეტი ყურადღების დათმობას.

ჩვენ, იუვენტუსის გულშემატკივრები ვართ და ამ 7 წლის მანძილზე, ჩვენი მუშაობის გათვალისწინებით ეს საკითხი ეჭვებს არ უნდა ბადებდეს. ჩემი პირადი სურვილია ამ ადგილს სრული 24 საათი დავუთმო, მაგრამ თუ იგი არ გახდა ფინანსურად მომგებიანი პროექტი, მაშინ იძულებული ვხვდებით ეს დრო ჩვენი შეხედულებისამებრ გამოვიყენოთ.

პირადად ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეულია, მაგრამ სხვაგვარად ძალზედ რთულია დონის, ტემპის და აქტიურობის შენარჩუნება. ForzaJuve.Ge კი კვირაში ორ სტატიას არასოდეს შეეგუება.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ერთგულებისთვის და გასული 7 წლისთვის..

102 thoughts on “პროექტი, რომელიც შეიძლება შეჩერდეს..

  1. ცოტა უცნაური სტატიაა. ჯობდა უფრო კონკრეტულად დაგეწერათ რა პრობლემები გაქვთ და რა რესურსი გჭირდებათ. რა თქმა უნდა არცერთს არ დაგვენანება თანხის გადმორიცხვა, თუმცა საიტის განვითარებისთვის არ არის სწორი სტრატეგია. საიტი თავის თავს უნდა ინახავდეს, საინტერესო უნდა იყოს, ბევრი ადამიანი უნდა შედიოდეს და აქედან გამომდინარე რეკლამით უნდა იღებდეს შემოსავალს. ვთვლი რომ საინტერესოც არის და ბევრი ხალხიც შემოდის. მიუხედავად ამისა თუ არასაკმარისი რეკლამაა, ესე იგი როგორმე უნდა მოხდეს ბიზნესის დაინტერესება, რომ მეტი რეკლამა განათავსონ. თუ იმაშია პრობლემა რომ დრო არ გაქვთ სტატიების დასადებად, მაშინ მეტი მოხალისეა საჭირო. პირადად მე მეილზე მოგწერეთ ადრე, რომ შემიძლია სტატიების თარგმნა და სიამოვნებით დაგეხმარებოდით, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. შესაბამისად ჩავთვალე რომ რესურსების პრობლემა არ გაქვთ. მოკლედ, იმის თქმა მინდა რომ პრობლემების იდენტიფიცირებაა საჭირო და მათი გადაწყვეტის გზებზე ფიქრი. ფანების 10-20 ლარიანი შემოწირულობა მოკლევადიანი სოლუშენია.

    1. გამარჯობა ) როგორ ხარ?)
      რაც შეეხება ამ საკითხს. საერთოდ არ მიქრია რაღაც თანხის ჩარიცხვებზე. მე უბტრალოდ საქმის კურსში ჩაგაყენეთ რომ უახლოეს პერიოდში თუ სპონსორების მოძიება არ მოხერხდა მაშინ ასეთივე დროს ვეღარ დავუთმობთ.. და რესურსი.. შვიდი წლის მანძილზე სტაბილურად ვწერთ მე დარჯა და ნაჩკე.. ამ პერიოდში სხვა ხან ჩნდებოდა და ხან მიდიოდა.. სამწუხაროდ შენი მეილი არ მახსოვს.. ალბათ არც მოსულა ტექნიკური ხარვეზის გამო. მეორეა ის ფაქტი რომ წერის უფლებას ყველას ვერ მისცემ.. ათასი ნიუანსია და ყველა ვერ მიაქცევს ყურადღებას.. ჩვენი საიტი რატომ არის კარგი? იმიტომ რომ სწრაფად იდება პირდაპირ იტალიური წყაროებიდან.. ფუტბოლ იტალიას ვასწრებთ ხალხნო უკვე ეს სახუმარო საქმე არ არის.. ვინ იქნება ასეთი ოპერატიული?) მაგრამ აგერ ქვევით ფეხებზე კიდიათ და ფულის მონას მეძახიან :lool:

  2. სხვა საიტებიც მუშაობენ თარგმნიან სტატიებს და წვალობენ როგორ გინდათ აბა მოგინდათ ეხლა ფულის გაკეთება მოდით ყველაფერს თვალებში ჩავხედოთ მაყუთის კეთებაზე გინდათ გადასვლა და მეტი არაფერი აქამდე 7 წელი როგორ იყავით აბა მარა ეხლა ახალი იდეა მოგივიდათ ადვილად ფულის კეთება ჩემტვის სულ ერთია დაიხურებით თუ არა უცხოურ საიტებიდან გავიგებ იუვეზე სიახლებს მაგდენ ინგლისირს მაინც ვფლობ ხალხო დაფიქრდით რა უცხოური საიტები არ აკეთებენ ესეთ სისულელეებს და ამათმა მომინდომეს ფულის კეთება როგორ მინიმუმ უნდა გრცხვენოდეთ რაც დაწერეთ არსებოს სამსახურები სადაც ფულის კეთება შეიდზლება და არა ესე როგორც თქვენ გინდართ

    1. კარგად დაუფიქრდი რას წერ. მე საერთოდ მინიშნებაც არ დამიწერია შემოწირულობაზე. საერთოდ არ მაინტერესებს სხვა რას აკეთებს. ჩვენაირად მუშაობას ბევრი ქართული გვერდი ვერ დაიკვეხნის.

      თუ არ გაინტერესებს დავიხურებით თუ არა მაშინ საერთოდ რას წერვ ამ შვიდი წლის მანძილზე გვქონდა ხელშკრულებები და ეხლა ამ ეტაპზე საერთოდ არავინ აღარ არის. ეხლა რა ბანერებსაც ხედავთ ორი თვის დავალიანება აქვთ და არც იხდიან. მე თავად ვმუშაობ და რადგანაც აქედანაც შემოდიოდა თანხა ვუთავსებდი ერთმანეთს. 21 საუკუნეში სიამოვნება და ფულის კეთება ცუდია? ამაში დასაძრახს ხედავ რამეს? ძალიან დიდი სისულელეს წერ და თავი შეიკავე. ნახვამდის

  3. ეგ მართალია და დიდი მადლობა ყველას მაგრამ ახლა რა ვნახოთ გამოსავალი ჩემი აზრით ანგარიჰი უნდა გაიხსნას და ვისაც როგორ ჰეეძლება ისე ჩარიცხოს რა ფული რა 10 ლარი არამგონი იუვეს ბალეჰიკს ენანებოდეს ამ საიტისთვის და ვისაც ფული აქ იმან ცოტა მეტი ჩარიცხოს რა მოხდება და საიტსაც ეჰველება და ჩვენც

  4. 100%-ით მესმის საიტის ხელმძღვანელების და ორგანიზატორების პოზიცია. რა თქმა უნდა ვერ მოითხოვ მათგან რომ მთელი ცხოვრების დრო ამ ან რომელიმე სხვა საიტს მიუძღვნან – მითუმეტეს თუკი ფინანსურ-კომერციულად არამომგებიანი იქნება…

    ბოლოსდაბოლოს ფეხბურთი ხომ არაა მთავარი ცხოვრებაში. მე ისიც კი მიკვირდა და მიკვირს თუ როგორ ახერხებდნენ ამდენს, ინტენსიურ რეჟიმში ამდენი განახლებების მოძიებას, თარგმნას და განთავსებას.

    მოკლედ, მართლა ძალიან რთულია ცარიელი ენთუზიაზმის ხარჯზე ფინანსური მხარდაჭერის გარეშე მუშაობა, მაშინ როცა უამრავი სხვა მნიშვნელოვანი რამაა ცხოვრებაში. და მე ძალიან კარგად მესმის მათი

    1. სიმართლე რო ვთქვი როგორ გაუტყდათ რა თქვენ ვალებზე რო არ ვიდარდო ჩემიც ოხრად მაქ რა ზოგადად 21 საუკუნეში ფულის კეთება კარგიია მარა არა ხალხის ხარჯზე რა ეხლანდელი ახალ გაზრდები ისედაც უმუშევრები არიან ნახევარზე მეტი და აქ ფულის კეთებაზე ბაზარი ცოტა არ იყოს ტეხავს თუ დახმარება გინდათ სხვანირი ფორმები არსებობს მაგისთვის და არა ესეთი ვიცი საიტი ზოგადად რასთანაც არი კავშირში რა რაც გინდათ და მეც მქონდა საიტი და რო ვერ გავქაჩე დავხურე რა თუ ვერ ქაჩავთ თქვენც შეგიდზლიათ დაიხუროთ

  5. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ ამ საიტის გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩემი ყოველდღიური ცხოვრება. და იმასაც ვიტყვი, რომ საუკეთესო საიტი გვაქვს ყველა საფეხბურთო კლუბის საიტებს შორი!
    პირადად მე, რა თანხაზეც შევთანხმდებით ყოველი თვის ბოლოს ხელფასიდან გადავრიცხავ საიტის ანგარიშზე.

  6. თუ იუვეს ბალეჰიკები ვართ ეს საიტი უნდა გადავარჩინოთ თორე რაღა იუვეს ბალეჰიკები გამოვდივართ

  7. მოდი ეს ყველაფერი თამაშის წინ გავიაროთ ფანკლუბში არამგონია ვინმეს 10 ლარი ენანებოდეს ამ საიტისთვის ! კონკრეტულად რამდენი ლარია საჭირო ყოველი თვე ამ საიტისთვის რომ გაგვაგებინო ძალიან კარგს გააკეთებ ადმინ !

  8. რას ამბობთ კარგი რა ინფაქტი მომივა 10 ლარი იქნება თუ ოცი ანგარჰი გახსენით და ჩვენ საიტს ისევ ჩვენ ჰევინახავთ რა იუვეს საკმაოდ ბევრი ბალეჰიკი ჰყავს და არა მგონია ვინს 10 ან ოცი ლარის გაუჭირდეს რა მე პირად არ ვმუჰაობ მარა თუ ანგარი გაიხსნება მე ჰემოვიტან ფულს 20 დან ჰეიძლება ხანდახან მეტიც ამ საიტის დახურვა ტრაგედია ჩემთვის

  9. მე მხოლოდ მომხრე ვიქნები. ვერ ვიტყვი რო რამე განსაკუტრებული დახმარება შემიძლია მაგრამ რაგაც თანხას გადავრიცხავ.
    ოგონდ რამე ორგანიზება უნდა თვითონ საიტის ადმინისტრაციის მხრიდან. მაგალიტად შეიძლება გაკეთდეს რამე საწევროს შესატანის ვარიანტში, ანუ რამე ფორმა რო მიეცეს რო ესა და ეს არის ოფიციალურად იუვენტუსის ქართული ფანკლუბის წევრი და ყოველთვიური შესატანი იქნება რაგაც ადეკვატური თანხა. შესაბამისად გაწევრიანებულ ფანს ექნება რაგაც სახის პრივილეგიები, თუნდაც მომავალში. ნუ ეს ძალიან ბანალურად. ადმინისტრაცია უფრო კარგად დაგეგმავს განვითარების გეგმას და მომხრეები ჩემი აზრით ბლომად ვიქნებით

  10. forzajuve.ge-ს გაუქმება ვერ წარმომიდგენია და უდიდესი დარტყმა იქნება თითოეული ჩვენგანისთვის :euf: არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ეს!!! თქვენს გვერდით მიგულეთ :yes:

  11. vfiqrob kargi iqneba rom juves gulshematkivrebi shevikribot da saits gverdit davudget finansurad. forzajuveti piradad me dzan bevr informacias vigheb da albat sxvebic,droa raghac chvenc gavaketot.
    dro da adgili gamoaqveynet saitze da imedia bevrni viqnebit. madloba yvelas

  12. ეგრეა შექმენით კლუბის წევრების სია სადაც გაწევრიანებული ყველა წევრი ყოველი თვის ბოლოს 10 ლარს ჩარიცხავს კლუბის ანგარიშზე რომელიც მოხმარდება ამ საქმეს!
    ასევე შესაძლებელია კლუბის წევრების ჩართვა სტატიების თუ სხვა პროექტების განხორციელებაში რომელსაც შემდეგ გადაამოწმებთ და საჭიროებისამებრ გამოაქვეყნებთ თუ გამოიყენებთ რაც თქვენც დროს მოგაგებინებთ.

  13. 7 წელია ართლა სტაბილურად მუშაობს საიტი დასაფასებელია, შექმეით ანგარიში, ჩვენთვის 10-10 ლარი არაფერია თუნდაც 20 თქვენთვის კიდე ინვესტიციაა, მოდერატორებს დაიქირავებთ

  14. კარგი იდეაა, ანგარიში გახსენით და იუვეს ფაენები არ ვართ ცოტა, წესით უნდა შეგროვდეს თანხა, მართლა კარგი საიტია, ამ საიტზე შემოვდივარ უკვე 6 წელია ყოველ წელს

  15. რას ამბობთ,აქაურობით ვსუნთქავ,შეიძლება ხშირად არ ვდებ კომენტარებს და არ ვერთვები აქტიურად პოლემიკაში მაგრამ აქაურობის გარეშე ვერ წარმომიდგენია,თითქმის სულ აქ ვარ.თუ რამე შემიძლია ყველანაირად თქვენს გვერდით მიგულეთ :forza:

  16. ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ თქვენი და იუვენტუსის.. მომწონს აქაურობა და სხვა ბევრი გრანდის გვერდებისგან განსხვავებით , აქტიურია ჩვენი ფორზაიუვე.. :)) თუ შეგვიძლია ჩვენც ჩვენი მხრიდან რაიმეს გაკეთება ვეცდებით მ,აქსიმალურად :))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.