ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პროექტი, რომელიც შეიძლება შეჩერდეს..

7 წლის წინ შავ-თეთრი ფერების ქვეშ დაწყებული ქართული სიყვარულის ისტორია დღემდე გრძელდება, თუმცა დრო რაც უფრო გადის, მით უფრო რთული ხდება იმ ტემპის შენარჩუნება რაც ეხლა გვაქვს..

მიზეზი მარტივია.. პროექტი რომელიც არაკომერციული კუთხით დაიწყო, სტაბილურად განვითარდა.. ცოტა გვერდი თუ დაიკვეხნის ისეთი გამართული სისტემით, როგორიც ჩვენ დავნერგეთ.. თითქოს მთლიანი კვირის გაწერილი გეგმა გვქონდა და მას ყოველგვარი სიზარმაცის გარეშე მივუყვებოდით.

ბუნებრივია მსგავსი საკითხი დროის დიდ რესურს მოითხოვს.. წარმოიდგინეთ სტატიის მოძიება, მისი თარგმანი, შემდეგ მულტიმედიური კონტენტის შექმნა, რედაქტირება, ატვირთვა, გამოქვეყნება.. ამასობაში სტატიები იდება-იდება.. ვცდილობდით არსებული რესურსით ფონს გასვლას.. ზოგს სამსახური გვიწყობდა ხელს, ზოგს სწვლა და ზოგს უბრალოდ მცირე თავისუფალი დრო..ეს ინდივიდუალური არის ყოველი ჩვენთაგანისთვის..

თუმცა, პროექტი რომელსაც არა აქვს შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერა რთულად განსავითარებელია.. პირადად მე ჩაფიქრებული მქონდა TuttoJuve.com​-ის ანალოგი გვერდი.. წარმოიდგინეთ ჩვენი საიტი, რომელიც გაცილებით სწრაფ ტემპში გაანახლებდა საკუთარ გვერდს.. იქნებოდა მეტად სწრაფი და ამოუწურავი.. თუ დღეს დღეში საშუალოდ 8-10 სტატიას ვდებთ, მაშინ იქნებოდა 20 და ზევით..

ისევ და ისევ ეს რესურსის ამბავია.. ანუ რეალურად ეს ხდება უკვე მთავარი სამსახური.. თუმცა მან შესაბამისი ანაზღაურებაც უნდა გამოიმუშავოს.. ვებ-გამომცემლობა თანხის გარეშე ვერ იარსებებს დიდხანს, ეს ნონ-სენსია..

ჩვენს მიერ 7 წლიანი მუშაობის შედეგად დაგვიგროვდა დიდი გამოცდილება, ძვირფასი არქივი და მეტად განვითარების სწორი ხედვა. ზუსტად გვაქვს ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა, რომელიც უახლოეს წელიწადში ფინანსური კუთხითაც მომგებიანი იქნება.

ერთი სიტყვით საჭიროა ინვესტირება, სარეკლამო პროდუქტის მოძიება და კომპანიების მხრიდან ჩვენი პროდუქტის ათვისება. სახსრების გაჩენა კი ჩვენს შემთხვევაში ავტომატურად ნიშნავს საიტისთვის მეტი ყურადღების დათმობას.

ჩვენ, იუვენტუსის გულშემატკივრები ვართ და ამ 7 წლის მანძილზე, ჩვენი მუშაობის გათვალისწინებით ეს საკითხი ეჭვებს არ უნდა ბადებდეს. ჩემი პირადი სურვილია ამ ადგილს სრული 24 საათი დავუთმო, მაგრამ თუ იგი არ გახდა ფინანსურად მომგებიანი პროექტი, მაშინ იძულებული ვხვდებით ეს დრო ჩვენი შეხედულებისამებრ გამოვიყენოთ.

პირადად ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეულია, მაგრამ სხვაგვარად ძალზედ რთულია დონის, ტემპის და აქტიურობის შენარჩუნება. ForzaJuve.Ge კი კვირაში ორ სტატიას არასოდეს შეეგუება.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ერთგულებისთვის და გასული 7 წლისთვის..

102 thoughts on “პროექტი, რომელიც შეიძლება შეჩერდეს..

  1. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ბიჭებო ჩარიცხვა გამოსავალი არ არის და მე პირობას გაძლევთ ამას არასოდეს არ დავთანხმდები. თუ რამე წინადადება იქნება ის ადამიანი გახდება პარტიორი და საიტის წილის მფლობელი.. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე რამდენი იქნება მსურველი და ასე შემდეგ.. ეგრეთ წოდებული აქციონერთა საბჭო :)

  2. მოდი დავითვალოთ ერთად რა თანხებია:

    პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ რომ საიტზე აუცილებლად უნდა გავზარდოთ სტატიების რაოდენობა.. მარტო მე არ ვეყოფი სულ რომ 24 საათი გამოვნახო. მოგვიწევს თავიდან ერთი ადამიანის დაქირავება მაინც სრული განაკვეთით.
    500 ლარი მინიმუმი ანაზღაურება იქნება მარტო მისი..

    ახალი რესურსი გაორმაგებული სტატიებია რომელიც გაზრდის მომხმარებელთა რაოდენობას საიტზე. ჩვენი მიზანია არსებული ტრაფიკი ავიყვანოთ დღეში 5 000 დან 10 000 მდე :) შემდეგ გაჩნდება სახსრები და ადვილი იქნება საიტზე რეკლამების განთავსება. მოლაპარაკებებს ეხლა რომ ვიწყებ მეუბნებიან რომ დაბალი ტრაფიკი გაქვთო.. სამწუხაროდ ისინი ხარისხს კი არა რაოდენობას უყურებენ..

  3. ჩემი პირადი აზრი ასეთია შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
    რაც არ უნდა ბევრი ვწეროთ რო ყველა რაღაც თანხას ჩავრიცხავთ , მაინც არ გამოდგება გამოსავლად, იმიტო რო მახიმუმ 2 თვე გაქაჩოს ამ ტალღამ და მორჩება მერე. ჩემი აზრით 7 წელი კი ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებთ მაგრამ მხოლოდ ინტერნეტ სივრცე არ არის ამ საქმისთვის საკმარისი. რაღაცნაირად უნდა გასცდეს საიტის ფარგლებს ეს ამბავი და ჩამოყალიბდეს საიტზე მიბმული ფანკლუბი, რომელიც შესაბამისად განვითარდება საწევროებით, მომძლავრდება და ინვესტორიც აუცილებლად გამოჩნდება. დაწვრილებითი გეგმა რათქმაუნდა დასაწერია რასიც კომპეტენტური არ ვარ და შესაბამისად ვერაფერს ვიტყვი

  4. გამაროჯაბათ იუვენტინოებო. გადავიკითხე კომენტარები და ფრიად ნაისიამოვნები დავრჩი ესეთი ერთგულებით. ძალიან იშვიათად ვწერ კომენტარებს მაგრამ რეგულარულად ვსარგებლობ საიტით დილა იწყება აქ შემოსვლით და ვეცნობი იუვეს ირგვლივ რაც ხდება ყველაფერს და ეა გრძელდება დაახლოებით 2010-2011 წლიდან და რო იტყვიან ამ საიტის გარეშე ჩემი დილა წარმოუდგენელია. თუ რამე ანგარიშს გახსნით ან რაღაცა იქნება რითაც შემეძლება აუცილებლად დაგეხმარებით მთელი გულით და სულით. და ასევე მაინტერესება რა თანხის ინვესტირებაა საჭირო თუ რათქმაუნდა საიდუმლო არ არის ასე უფრო გამოვნახავთ საჭირო ინვესტორს ან თუნდაც რონელიმე მომხარებელიც შეიძლება გახდეს ინვესტორი. ადმინისტრაციას უღრმეს მადლობას ვუხდი ასეთი მუშაობისთვის. :forza: :forza:

  5. ეს არის პრობლემა ზუსტად ყველა ჩარიცხავს ბევრი ნამდვილი იუვეს ბალეჰიკი მარა ყველა მე ჰენ და რამდენიმე ადამინის იმედზე იქნება იუვეს საიტი არა მასე რა მართალია ადმინი ინვესტორი გვინდა სხვა გამოსავალი არა მგონია იყოს.

  6. ეს თამჰი რო გაივლის წარმტებით და მერე საიტი დაიხუროს ერთი მერე რას ითტყვი მაინტერესებს მე ახლა საიტი უფრო მადარდებს თამაჰს მოიგებ იუვე და არ ვნერვიულობ ყოველ ჰემთხვეჰაი ჰემდეგ ეტაზე იუვე გადის.

  7. dzalian miyvars es saiti da did pativiscemasac imsaxurebs saitis administracia,magram mimachnia rom sezonis matchis win (juve-bavaria) aseti temebit manipulireba marketinguli xasiatis matarebelia da ragac mza proeqtis reklamirebaa,rac namdvilad uadgilo mechveneba. pativiscemit tqveni ertguli mkitxveli.

    1. გუშინდელი სატელეფონო ზარის შედეგია და არა მარკეტინგული ხასიათის.. ცუდად დაემთხვა ერთი მეორეს

  8. ჩვენ გვაქვს მზა პროდუქტი რომელსაც აქვს დიდი პოტენციალი :) ინვოსტორი გვინდა რომელიც გახდება საიტის თანამფლობელი..
    სწორი ინვესტირებით და გარკვეულ ხანში ეს პროდუქტი გახდება მეტად პოპულარული და ფინანსურადაც მომგებიანი.. ახლის შექმნას ყოველთვის ჯობია არსებულის დაფინანსება.. რადგან ეს უკვე აღარ არის სტარტ აფ პროექტი.. ეს უკვე მზა ბრენდია ქართულ ინტერნეტ სივრცეში.
    ეს არის და ეს :)
    ეჰ ) დაე ისე ყოფილიყო რომ ფინანსები გადამწყვეტი არ ყოფილიყო მაშინ ეს თემა არ დადგებოდა მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის..

  9. ერთად უნდა ჰევიკრიბოთ ყველა იუვეს ბალეჰიკი საიტის ადმინსტრაცია და ისე უნდა მოვაგვაროთ საქმე სადმე დრო ადგილი ვთქვათ და ყველამ უნდა თქვას ვის რა ჰეუძლია დაეხმაროს იუვეს საიტს რო გადარჩეს

  10. Soni

    დიდი მადლობა :) სწორად გესმის და აფასებ სიტუაციას და მიხარია რომ ჩვენს გარშემო ამდენი კარგი ადამიანია :)

  11. Ki davit ratqmauna eg minishneba arc daminaxia me piradat da mec mase chavtvale ubralod gamoitqva bevrisgan maseti azri.tqveni saqmis tqven tviton icit kargad aqedan wera da komentarebi advilia.mesmis rac xdeba da ra tema.pinansebic droc da ase shemdeg….. erti rames getyvi ubralod ise ar minda gamomivides ra ro ragaca karoche verc gpirdebi da arc gpirdebi vicnob ert adamians visac sheudzlia pinansuri mxaris mogvareba da investiciis chadeba ramdenad gamova ar gamova aze ar var ar vici mara cda da dalaparakeba sheidzleba ubralod ra iqneba arvici mndac sxva temaa verc tavs daviimedeb da verc shen sworad gamige mara cda sheidzleba da davelaparakebi tu iqneba daintereseba shexvedra ar iqneba problema.

  12. ეს ისეთი საკითხია, რომ ალბათ ერთ დღეში ვერ მოგვარდება. მაგრამ მოსაგვარებელი კი არის რადგანაც წამოიჭრა. იმედი მაქვს ოპტიმალური გამოსავალი მოიძებნება, ისე რომ ყველას ინტერესი გათვალისწინებულ იქნეს.

    ნუ აქ კიდევ ერთი საკითხია, არა მარტო იუვენტუსის, არამედ სხვა ნებისმიერი ტოპ კლუბის გულშემატკივრებს შორისაც არის განსხვავება

    არსებობენ გუნდების “თავგადაკლული” და “ფანატიკური” დამოკიდებულების გულშემატკივრები

    არსებობენ ზომიერი გულშემატკივრები

    არსებობენ ისეთებიც რომლებიც ზოგჯერ “ერთს” ბალეშიკობენ ზოგჯერ კი “მეორეს” ზოგჯერ კი არცერთს. უბრალოდ ფეხბურთის მოყვარული ხალხი ასე ვთქვათ

    ვფიქრობ რომ ამ მხირვაც უნდა გამოინახოს სწორი ბალანსი მუშაობის და ორგანიზების სპეციფიკიდან გამომდინარე

  13. მოგესალმებით იუვენტინოებო.ჩემთვის,როგორც ბევრისთვის,კატასტროფა იქნება საიტის დახურვა.როგორმე ერთად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი,თანხის ჩარიცხვაა თუ სხვა სახით დახმარება,მხარში უნდა ამოვუდგეთ ბიჭებს საიტის გადასარჩენად.ქვევით ვიღაცას დაუწერია საწინააღმდეგო კომენტარი,ჩემთვის გაუგებარია ასეთი დამოკიდებულება.დარწმუნებული ვარ ეს ერთადერთი გამონაკლისია და დანარჩენი ასობით გულშემატკივარი მზად არის თანადგომისთვის… fino alla fine :forza:

  14. Rac sheexeba daxmarebas braci sworad gamiget ra.advilia anonimurad wera ra da ase vqnat da ise bevri dawers da wers mara mase araa ra nu mere vin ras izavs kacma ar icis.nu administraciam unda chamotalibdes ra unsat ras apireben ra gegmebi aqvt chrdebat tu ara chveni daxmareba da ase shemdeg.tu egec misagebia ki batono shesadzlebobebismixedvit mara arastabiluria eg tavidanve ganwirulia eg tema tumca ragac doneze sargebelis motana sheudzlia.tu momqvalshi gagviwiarebt tqvens xedvebs kargi iqneba tu chveni daxmareba dagchirdebat me piradad arapers ar dagpirdebit mara tu rame shemedzleba da dagchirdebat ki batono radgan vtli ro mase ar unda damtavdes bevri ramis mopiqreba sheidzleba tan gatvicnobierebulebic iqnebit.ager iyo shemotavazeba ro gadatargmashi dagexmarebito scadet mament tu masea ras kargavt tu ar gamova agar dawers da normalurad morcheba. :juvee:

    1. გამორიცხულია ეგ საკითხი აქედანვე ვამბობ არც კი გამიკეთებია მინიშნება და არც ვიზავ მომავალში. ჩემთვის ისიც საკმარისია რომ ელემენტარული მხარდაჭერა მივიღე :juvee:

  15. ბიჭებო ძალიან დიდი მადლობა ყველას :forza: ამ ყველაფრის მოსმენა არის ერთი დიდი სიამოვნება :)

    მომხმარებლების მხრიდან რაიმე თანხის შეგროვებაზე საუბარი არ იქნება :) ჩემი წერილის აზრი ის არის რომ დრო თავისას შვება.. რაც მეტი გადის მით უფრო რთულდება ყველაფერი. სამსახურში დამატებითი საქმე სიტუაციას ართულებს და ასეთ დროს დგება საკითხი ამგვარად:

    1. საიტმა უნდა შეინახოს საკუთარი თავი და ეს შესაძლებელია სარეკლამო მასალებით. შეგახსენებთ რომ ეხლანდელი ბანერების პატრონებს 2-3 თვის დავალიანება აქვთ და 99% ვერ მოახერხებენ ჩარიცხვას..შესაბამისად უნდა მოხდეს ადამიანების დაქირავება პირადი სახსრებით და სამწუხაროდ ამის ფუფუნება არ არის.

    2. მეორე ვარიანტია ახალი მოდერატორები მაგრამ ეს დაკავშირებულია რამდენიმე ფაქტორთან: უნდა იმუშაონ ენთუზიაზმე, იცოდნენ კარგად წერა და იყოს ისეთივე პუნქტუალიზმი როგორც აქამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ადგილი კარგავს აზრს.

    3. პროექტი.. არის რომელიც ითხოვს დიდ დროს. თუ მე მას დავუთმე დრო მაშინ უნდა წამოვიდე ამჟამინდელი სამსახურიდან და ფორზაიუვე.გე ვაქციო ინტერნეტ გამომცემლობად. ჩემი გათვლებით ასეთ შემთხვევაში საიტზე მომხმარებელთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება და სარეკლამო მასალის მოძიება იქნება გაცილებით მარტივი.. თუმცა ზუსტად აქ არის ინვესტიცია საჭირო. და ეს არა ბევრმა არამედ ორ სამ ადამიანს შორის უნდა შეთანხმდეს.. ურთიერთ სარგებლის სახით. ძალიან კარგი პროექტი კი გაკეთდებოდა.. ქართული ტუტტოიუვე..

  16. 7 წელია, ადმინისტრაცია ჩვენთვის მუშაობს, დროა ჩვენც დავეხმაროთ მე პირადად შემიძლია 50 ლარის ჩარიცხვა, ვისაც რამდენი შეგიძლიათ ჩავრიცხოთ 5-5 ლარიც კი საქმეა. შემდეგ ადმინისტრაცია “გააპიარებს” საიტს, დაიქირავებს ერთ-ორ მოდერატორს, საიტის პოპულარობა აიწევს და ყველა მოგებული დარჩება :forza: :forza: :forza: :forza:

  17. Nu ratqmaunda shinaarsi gavige admin mara cota ucnaurad giweria me ramodenime awri davinaxe am statiashi.tumcaga mesmis tqveni me piradad.raxan am saitis momxmarebeli var da titoeulis swori azri mosasmenia da misagebi chem azrs gamovtqvam ratqmaunda.nu dzlian momwons es saiti da gmayopilivar(ragaceebs tu ar chavtvli rac gardauvalia da yvelganaa)da vpiqrob ro momxmareblebic gmayopilebi arian.ki ar aris wyveta saitze bazari araa mara 2 kaciao verc magas ityvi sakmaod arian tan bevri arian vinc sistematiurad shemodis.ro shevadarod barsas saits ki iq ubro bevri shedis mara erti didi ajabsandalia aq dabalansebulia ase tu ise sakmaod.principshi eg natelic iqneboda tavidanve ro xalxis dadacharbebuli raodenoba ar iqneboda.arian iseti xalxic vinc shemodis da ar wers ai me piradad tavidanve vadevnebdi gverds tvals mara ar vwerdi….vtvli ro saqartvelos mashtabit arctu cotani vart da naklebad arian bavshvebi.

    1. Chemi azrit aq iseti situaciaa ro nu reklamebis wyveta ara mara sheidzleba modzebna da daintereseba mitumetes arian iseti xalxi visac pegburti uyvars da juves qomagia da chirdeba ragac doneze reklama.saitic gabazrebulia sakmaod da bevrmac icis.tavidanve tu arakomerciuli kurxit daiwyet da kargad ganvitarda exla agar vitardebaa?ki mesmis rtulia mara problemis gadachrac sheidzleba da ara mase ro sheidzleba gavuqmdeto davixuroto to ra pontia.ki dzmebo mesmis atasi ramea piraduli ase ise ki tavidan gulit gaaketet mere esa isa da karoche….. Mara mgoni mopiqreba sheidzleba.tundac panklubis upro xshiri dagegmit magit magrad gabazrdeba vigacas sheidzleba televiziashic qondes xodebi da upro gabazdes atasi ramea rashic ravi yvela sheecdeba daxmarebas to.ra mainteresebs wina shekrebis dros davit is shekreba ar ganvitarda ise rogor tqven gindodat? Anu mis mere ro agar moxda shekreba ra.

      1. ხო ნუ ეგ ამბავი ცალკე თავისტკივილია და არ მინდა მაგის განვრცომა.

        სამწუხაროდ შეყოვნდა მოძიება.. არ ვიცი რითია გამოწვეული მაგრამ კვდება ნელა ნელა..

  18. მე თუ დამიჯერებთ, საჭიროა თანხის შეგროვება, შემდეგ ამ საიტის უფრო პოპულარული გახდა, და ერთი-ორი მოდერატორის დაქირავება

  19. ანონიმური, ძაან მაგარ სისულელეს წერ, არ იმსახუებს ამ საიტის ადმინისტრაცია ამას, პირადად მე მქონდა ადრე სპორტული სიაიტი და ძალიარ რთულია დამერწმუნე შეთავსება ერთმანეთში.

  20. მე პირადად არანაირი კერძო ინტერესი არ მაქვს ამ საიტზე და არც არავის ადვოკატობას არ ვაპირებ. ვარ უბრალოდ იუვეს გულშემატკივარი და მიყვარს სიმართლე.

    აქ საქმე მარტო ფულში და ფულის კეთებაში არაა. აქ საქმე ძირითადად არის დროში – როგორც ეს აღნიშნეს კიდეც. მაშინ როდესაც ცხოვრებაში ბევრი სხვა საქმეა და მისახედი, ძნელია ბევრი დრო დაუთმო საფეხბურთო საიტს ცარიელი ენთუზიაზმის ხარჯზე. ვფიქრობ აქ საქმე უფრო მეტად დროშია ვიდრე ფულში და ამიტომაც კარგად მესმის მათი. ნუ ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა და არავის ძალით არ ვახვევ თავს. თუმცა მე კი გამიხარდება და მივესალმები საიტის ფუნქციონირებას და არსებობას, მაგრამ მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე რომ ცხოვრების მნიშვნელოვანი დრო შესწირონ ამ საიტს მე პირადად ამას ვერ მოვთხოვ საიტის ადმინისტრაციას და სხვა არ ვიცი

    ისე, კი იმედი მაქვს ამ შემთხვევაში რაიმე “შუალედური” გამოსავლის მოძებნისა, თუნდაც სტატიების და ახალი მაგრამ არამნიშვნელოვანი ინფორმაციების შემცირების ხარჯზე.

    :forza: :forza: :forza:

    :juvee:

    1. გამარჯობა და ძალიან დიდი მადლობა სწორი შეფასებისთვის. დიდხანს ვფიქრობდი დამეწრა თუ არა ეს რაც დღეს გამოვაქვეყნე..

      იმდენად მიყვარს ეს საიტი რომ არც ვიცი რა ვქნა მაგრამ აშკარად ვგრძნობ რომ გადავიწვი .. ამას ვამბობ ალალად და ყველამ მინდა სწორად გამიგოთ.. ეს იგივეა ფეხბურთელმა ფეხბურთი ენთუზიაზმზე ითამაშოს.. საიტზე შემოვდიოდი და რომ არ იდო პრესსკონფერენცია პანიკა მეწყებოდა ) გვერდით ვდებდი ყველაფერს და ვდებდი.. მატჩის შემდეგ მასალებს ვამზადებდი.. როცა თან კვირა ღამე იყო და დილით 9 ზე ასდგომი და სამახურში ხარ წასასვლელი..ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ რომ თითოეულ თქვენთაგანთან ვიყო ალალი.. თქვენც ჩემთან ერთად იყავით ამდენი წელი და თავს მოვალედ მივიჩნევ გითხრათ ყველაფერი, რადგან არ ვიცი 2-3 დღის მერე რა იქნება რიგი მიზეზების გამო რაც ჩოვთვალე.

  21. ვინც უცხო ენა არ იცის იმან რა ქნას მაჰინ და ქართველს ქართული იუვეს საიტიდან მინდა გაგებული ინფორმაცია და უცხორი იუვეს საიტიდან კია არა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.