ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პროექტი, რომელიც შეიძლება შეჩერდეს..

7 წლის წინ შავ-თეთრი ფერების ქვეშ დაწყებული ქართული სიყვარულის ისტორია დღემდე გრძელდება, თუმცა დრო რაც უფრო გადის, მით უფრო რთული ხდება იმ ტემპის შენარჩუნება რაც ეხლა გვაქვს..

მიზეზი მარტივია.. პროექტი რომელიც არაკომერციული კუთხით დაიწყო, სტაბილურად განვითარდა.. ცოტა გვერდი თუ დაიკვეხნის ისეთი გამართული სისტემით, როგორიც ჩვენ დავნერგეთ.. თითქოს მთლიანი კვირის გაწერილი გეგმა გვქონდა და მას ყოველგვარი სიზარმაცის გარეშე მივუყვებოდით.

ბუნებრივია მსგავსი საკითხი დროის დიდ რესურს მოითხოვს.. წარმოიდგინეთ სტატიის მოძიება, მისი თარგმანი, შემდეგ მულტიმედიური კონტენტის შექმნა, რედაქტირება, ატვირთვა, გამოქვეყნება.. ამასობაში სტატიები იდება-იდება.. ვცდილობდით არსებული რესურსით ფონს გასვლას.. ზოგს სამსახური გვიწყობდა ხელს, ზოგს სწვლა და ზოგს უბრალოდ მცირე თავისუფალი დრო..ეს ინდივიდუალური არის ყოველი ჩვენთაგანისთვის..

თუმცა, პროექტი რომელსაც არა აქვს შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერა რთულად განსავითარებელია.. პირადად მე ჩაფიქრებული მქონდა TuttoJuve.com​-ის ანალოგი გვერდი.. წარმოიდგინეთ ჩვენი საიტი, რომელიც გაცილებით სწრაფ ტემპში გაანახლებდა საკუთარ გვერდს.. იქნებოდა მეტად სწრაფი და ამოუწურავი.. თუ დღეს დღეში საშუალოდ 8-10 სტატიას ვდებთ, მაშინ იქნებოდა 20 და ზევით..

ისევ და ისევ ეს რესურსის ამბავია.. ანუ რეალურად ეს ხდება უკვე მთავარი სამსახური.. თუმცა მან შესაბამისი ანაზღაურებაც უნდა გამოიმუშავოს.. ვებ-გამომცემლობა თანხის გარეშე ვერ იარსებებს დიდხანს, ეს ნონ-სენსია..

ჩვენს მიერ 7 წლიანი მუშაობის შედეგად დაგვიგროვდა დიდი გამოცდილება, ძვირფასი არქივი და მეტად განვითარების სწორი ხედვა. ზუსტად გვაქვს ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა, რომელიც უახლოეს წელიწადში ფინანსური კუთხითაც მომგებიანი იქნება.

ერთი სიტყვით საჭიროა ინვესტირება, სარეკლამო პროდუქტის მოძიება და კომპანიების მხრიდან ჩვენი პროდუქტის ათვისება. სახსრების გაჩენა კი ჩვენს შემთხვევაში ავტომატურად ნიშნავს საიტისთვის მეტი ყურადღების დათმობას.

ჩვენ, იუვენტუსის გულშემატკივრები ვართ და ამ 7 წლის მანძილზე, ჩვენი მუშაობის გათვალისწინებით ეს საკითხი ეჭვებს არ უნდა ბადებდეს. ჩემი პირადი სურვილია ამ ადგილს სრული 24 საათი დავუთმო, მაგრამ თუ იგი არ გახდა ფინანსურად მომგებიანი პროექტი, მაშინ იძულებული ვხვდებით ეს დრო ჩვენი შეხედულებისამებრ გამოვიყენოთ.

პირადად ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეულია, მაგრამ სხვაგვარად ძალზედ რთულია დონის, ტემპის და აქტიურობის შენარჩუნება. ForzaJuve.Ge კი კვირაში ორ სტატიას არასოდეს შეეგუება.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ერთგულებისთვის და გასული 7 წლისთვის..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

102 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბიანკონერი
ბიანკონერი
8 years ago

დაახლოებით გავიდა 13 წელზე მეტი, რაც იუვეს ვგულშემატკირობ, ამ საიტის დაარსებიდან დღემდე შემოვდივარ და ვადენვნებ თვალს სიახლეებს, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურიც და რუსულიც გარკვეულ დონეზე ვიცი, შემიძლია სხვა ოფიციალურ გვერდებზე წავიკითხო ხოლმე სიახლეები, რა თქმა უნდა ამას ვაკეთებ, მაგრამ როგორც ზემოთ ვახსენე თიქმის ყოველდღე შემოვდივარ ამ საიტზე, ადრე სტატიებსაც ვწერდი დაახლოებით 3 4 წლის წინმა მაგრამ შემდეგ დროის სიმწირის გამო, მაგ საკითხში ვეღარ დაგეხმარეთ, შემოვდივარ ინიციატივით და გთავაზობთ, რომ მეც შემოგიერთდეთ და რითაც შემიძია დაგეხმაროთ, უცხო ენები გარკვეულ დონეზე ვიცი, ასევე ჩემთვის უცხო არაა პიარი, მარკეტინგი და კრეატივი, ასეთი დონის და პრეტენზიის პროექტში მსგავსი უნარები, ვფიქრობ გადამწყვეტ როლს თამაშობს, ასე… Read more »

დათკა
დათკა
8 years ago

გამარჯობა და დიდი მადლობა შემოთავაზებისთვის.

სიამოვნებით გავივლიდი ამ კუთხით კონსულტაციას და თუ დაგვეხმარები კიდევაც პრომოუშენის საკითხებში ძალიან კარგი იქნება )

d.jishkariani@Forzajuve.ge

jishkariani.daviti@gmail.com

მომწერე და დავილაპარაკოთ

ბიანკონერი
ბიანკონერი
8 years ago

:forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

რატხარა ბონავენტურამ :forza:

sergo kurtanidze
8 years ago
Reply to  Dutch

Ese igi 1500 ze meti, sponsoris povna albat tu dzneli iqneba, saitis daxurvas martla ver gadavitant, sxva varianti tu ar iyo chven shevinaxot saiti. Rom davitvalot ramdeni vart zustad ramden adamianze gatydeba es tanxa.

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Ciprebs tu dawert kargi iqneba, jer xom unda vicodet konkretulad ra tanxaa sachiro

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

wisamatcho freskonferancia ro dagedot ise ar ikneboa urigo :((((

კბქრ
კბქრ
8 years ago

პირდაპირ ტრანსლაციაზე რას იტყვით? ცუდი არ იქნება(თუ არ გიხსენებიათ ყველა კომენტარი არ წამიკითხავს :D)

jjj jjj
8 years ago
Reply to  კბქრ

პირდაპირ ტრანსლაციაზე?

jjj jjj
8 years ago

იუთუბის არხსაც იქნებ გამომწერები გავუზარდოთ და 1000-მდე მაინც გავზარდოთ. დამიჯერეთ საკმარის თანხას გამოიმუშავებს.

jjj jjj
8 years ago
Reply to  Dutch

გაიხარე :up:

jjj jjj
8 years ago
Reply to  Dutch
jjj jjj
8 years ago

Del_Piero
კი ნამდვილად კარგი იქნება ინგლისური და რუსული ენაც რომ დაემატოს საიტს. ვფიქრობ, ძალიან წინ წაწევს საიტს მაგ საკითხებში.

jjj jjj
8 years ago

დათო ჯიშკარიანი
ზუსტად მაგისგამო ვერ აკეთებდა მონეტიზაციას და ქართული კონტეტი კიდე არ ვარგა მაგ საკითხში, მაგრამ პროქსით გააკეთა მონეტიზაცია და საიტს დაუმატა ენები, ინგლისური და რუსული. ფეისბუქ მომხმარებელი 7000-მდე ქონდა და ახლა 23000-დე აქვს. ისიც ვიცი, რომ 600 დოლარამდე აქვს შემოსავალი (კინოტოპ.გე). რაც შეეხება იუთუბის არხს, მეც ვუკეთებ მონეტიზაციას ვიდეოებს და დიდი მონტაჟიც არ სჭირდება (Sport TV) ნახე ჩემი არხია და თუ მოგეწონება ჩემი დამონტაჟებული ვიდეოები აქ ვარ და მე გავაკეთებ მაგას. ისე იუთუბის თავისი “ტოჩკები” აქვს, ისე გაკეთდეს, რომ ბოლომდე ვიდეოს დამონტაჟება არ გახდეს საჭირო. მოკლედ მე შემიძლია ვიდეო ისე გავაკეთო, რომ მონეტიზაცია უპრობლემოდ გაიაროს.

juventus***
juventus***
8 years ago

Am adamians miaqciet yuradgeba

8 years ago

მე ადრეც შემოგთავაზეთ და ახლაც ვიტყვი, რომ შემიძლია სტატიების დადებაში დაგეხმაროთ. ხარისხზე პასუხისმგებელი ვარ :))) ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მაქვს, მაგრამ დღეში 2-3 სტატიას მოვახერხებ ალბათ. საიტზე რეკლამა და ბანერები საჭიროა, თუ ფულს არ იხდიან გააქრეთ საიტიდან და ვინც გადაიხდის იმას დადებთ. ჩემი აზრით კარგი იქნებოდა ინგლისურენოვანი ვერსიაც რომ გქონდეთ, დიდი რესურსი ჭირდება თარგმნას, მაგრამ გუგლი, იუთუბი და სხვა საძიებოები უფრო ამოაგდებენ საიტს და მეტი მნახველი ეყოლება, თუ დროული და საინტერესო საიტები და მიმოხილვები დაიდება. კარგი იქნება თუ დაწერთ რა ოდენობის ინვესტიცია გჭირდებათ და რა წილის გასხვისებაზე ხართ თანახმა. შევეცდები დაგეხმაროთ ინვესტირების ამბავში.

livescore_777
8 years ago

:forza: :forza: :forza:

juventus***
juventus***
8 years ago

Ertaderti gamosavalia ertad ahevikrat da rame movaxerxot vinme tu gamochdeba kargi iqneba .. zogierti iqneba visac shedzleba targmna am saitze dgeshi 2 statis mainc usasyidlod

მგელ პიერო
მგელ პიერო
8 years ago

ფეისბუქზე გავაზიაროთ რაც შეიძლება ბევრი სტატია იქნებ ვინმე არა იუვეს ფაანისაც დააინტერესოს რამე, და შევიდეს, სწორედ ამიტომ ცალჩოს სიახლეებიც თუ დაემატება კარგი იქნება :forza:

juventus***
juventus***
8 years ago

Egre advili ara statis dadeba tore yoveli meore dadebda statias

მგელ პიერო
მგელ პიერო
8 years ago

ყველამ რომ თუთო სტატია დავდოთ დღეში ??? დაახლოებით 10–12 სტატია არ გამოვა, და არავის დაქირავება დაგჭირდება

lasha dolidze
8 years ago

რაც არ უნდა გადაწყვიტოთ,ჩარიცხვა იქნება თუ სხვა რამეს მოიფიქრებთ,მეც თქვენს გვერდით მიგულეთ! :forza:

Levani_Levani
დათკა
8 years ago

შემდეგი არის სოციალური აქტივობა..დღეს ფეისბუქს აქვს დიდი რესურსი. ჩვენ გვერდს ჰყავს 6 ათასზე მეტი მომხმარებელი.. გვერდის პოპულარობის გაზრდა ხდება აქტივობით და ასევე პერიოდულად გარკვეული ბიუჯეტის გაწერით. ჩვენს ინტერესებში არის მომხმარებელთა გაზრდა რადგან ასეთ შემთხვევაში იქ გამოქვენებული სიახლე ამ საიტიდან ავტომატურად ბევრ მომხმარებელს გადმოიყვანს საიტზე. ანუ ფეისბუქის გვერდი მჭიდროდ არის დაკავშირებული საიტის რეიტინგსა და ტრაფიკზე.

jjj jjj
8 years ago

ხომ არსებობს ბანერები, რომელიც ნახვების რაოდენობის შესაბამისად იხდიან თანხას? ჩემს ნაცნობს აქვს ფილმების საიტი და ცალკე გუგლი, ცალკე სხვადასხვა საიტები ურიცხავს ფულს. ამ საიტზე კი მცირე რაოდნობითაა ბანერები, რეკლამები და ასეთი რაღაცეები + იუთუბის არხი არის გაკეთებული, რაშიც მონეტიზაციით იხდის იუთუბი ფულს? თან როცა გვეცოდინება, რომ განთავსებულ რეკლამებზე გადასვლა თანხის დარიცხვას შეუწყობს ხელს დღეში მინიმუმ 10-ჯერ მაინც გავხსნი მეც და დარწმუნებული ვარ ყველა ასე ვიზამთ. შეიძლება ქართული საიტები არ რიცხავდნენ ფულს მაგრამ ძალიან ბევრი უცხოური საიტია, მაგალითად ბეტ360. აცმ.გე-ს აქვს გაკეთებული და ვიცი რომ საკმაოდ იხდის ფულს ნახვებში. ნახვები კიდე არ მოაკლდება

მგელ პიერო
მგელ პიერო
8 years ago

რა ხდება?? მოუგვარებელი არაფერია, მთავარი მონდომებააა :forza:

| Newsphere by AF themes.
102
0
Would love your thoughts, please comment.x