ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” – “ბაიერნი” ( სავარაუდო შემადგენლობები )

ტურინის “იუვენტუსსა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის მატჩის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება, იტალიური პრესა კი აქტიურად წერს იმ სავარაუდო შემადგენლობებზე, რომლებითაც გუნდები ერთმანეთის წინააღმდეგ საწყისი წუთებიდან წარსდგებიან.

უპირველეს ყოვლისა, ბიანკონერებით დავიწყოთ : ჯორჯო კიელინის დანაკლისის პირობებში, მასიმილიანო ალეგრი იძულებულია 5-3-2 ტაქტიკაზე უარი თქვას და 4-4-2 სქემით ითამაშოს, რომელშიც კიელინის ნაცვლად მოედანზე ხუან კუადრადო გამოჩნდება, ოღონდ, რა თქმა უნდა სხვა პოზიციაზე.ცენტრალურ მცველებად ანდრეა ბარძალი და ლეონარდო ბონუჩი დადგებიან, მარჯვნივ შტეფან ლიხტშტაინერი, მარცხნივ პატრის ევრა.მოედნის ცენტრში კლაუდიო მარკიზიოსა და სამი ხედირას დუეტს უნდა ველოდოთ, ოდნავ მარცხნიდან პოლ პოგბა, მარჯვნიდან კუადრადო, ეს უკანასკნელი შეტევაშიც აქტიურად ჩაერთვება და ზოგჯერ 4-4-2 4-3-3 ტაქტიკად გადაიქცევა.ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდება მარიო მანჯუკიჩი, რომელმაც დროულად მოიშუშა ტრავმა და უკვე ალეგრის განკარგულებაშია.ხორვატის მეწყვილე რა თქმა უნდა, პაულო დიბალა იქნება.სათადარიგოთა სკამზე დარჩებიან ალვარო მორატა და სიმონე ძაძა, მათთან ერთად მოედანზე შემოსვლის შანსი ნეტოს, დანიელე რუგანის, რობერტო პერეირას, სტეფანო სტურაროს და ერნანეშს ექნებათ.

რაც შეეხება პეპ გვარდიოლას გუნდს, აქ ტრავმების ეპიდემია ძირითადად ცენტრალურ მცველებზე ვრცელდება, გერმანელებს ლაზარეთში ჟერომ ბოატენგი, ხავი მარტინესი და ჰოლგერ ბარდშტუბერი ჰყავთ.სრული დატვირთვით ვარჯიშებს დაუბრუნდა მეჰდი ბენატია, თუმცა მისი თამაში დღეს ნაკლებ სავარაუდოა.აქედან გამომდინარე, ცენტრალური მცველების დუეტს დღეს ჯოშუა კიმიხი და დავიდ ალაბა შეადგენენ, მარჯვნივ ფილიპ ლამი, მარცხნივ კი ბერნატი.ცენტრალურ ნახევარმცველებად ხაბი ალონსოსა და ტიაგო ალკანტარას უნდა ველოდოთ, მარცხნიდან დუგლას კოშტა, მარჯვნიდან არიენ რობენი, ცენტრში კი რობერტ ლევანდოვსკი და თომას მიულერი.როგორც ხედავთ, გვარდიოლას სასტარტო თერთმეტეულში ადგილი არ გამოინახა არტურო ვიდალისთვის, ჩილელს იუვენტუს სტედიუმზე დაბრუნების შანსი მხოლოდ სათადარიგოთა სკამიდან ექნება.

წყარო : Tuttojuve

25 thoughts on ““იუვენტუსი” – “ბაიერნი” ( სავარაუდო შემადგენლობები )

  1. სავარაუდოდ ბავარია მაღალ პრესინგის ითამაშებს და ბურთს მაქსიმალურად დაიჭერს რო რაც შეიძლება იშვიათად მიუშვას იუვე დაცვის ხაზამდე რომელიც ყველაზე სუსტი რგოლი აქვთ გუნდში მარა ჩვენი სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელების იმედი მაქ :forza: პოგბა-მარკიზიო-ხედირა ცენტრი არ უნდა დათმოთ :forza:

  2. დღეს იუვემ უნდა მოიგოს თუ გასვლა უნდა ტორე აქ რო ნიჩია ითამაშოს მიუხენში შეჭამენ ისიენი ფორზა იუვეეე !

  3. ან მოგება აზრი არ აქვს რამდენით რა ან კიდევ ნულოვანი ფრე ეს იქნება იუვესთვის გასვლის 70 პროცენტიანი შანსი, მოკლედ მიუნხენში უეჭველი გასატანი არ უნდა გვქონდეს მატჩის დაწყებისთანავე :forza:

  4. კა ეს საიტი ჩემი კომენტარების გარეჰეც იყო და იქნება მე ერთერთი იუვეს ბალაჰეკი 100 პროცენტით ვამბობ დღეს იუვე იგებს და თუ ასე არ მოხდა ჩემ კომანტარს ამ საიტზე ვეღარ იხილავთ ასე დავისჯი თავს :forza: :juvee: :forza:

  5. რას ნიჰნვს ნეტა მოვიგოთ იუვეა ბოლოს და ბოლოს ყველას უნდა უგებდეს ვინაა ასეთი ბაიერნი კარგი რა დაუმარცხებელი არავინ არაა :forza: :juvee: :forza: :juvee:

  6. შეიძლება სასურველი ანგარიშით დაფიქსირება დღეს, მანძუზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული, კვადრატამ და დიბალამ კარგი პადაჩები უნდა ჩაუგდონ ეს მცველები ვერცერთი ვერ აჯობებს მანჯუს თავზე, აგრეთვე ძალიან ყურადთებით დაცვაში ხედირა მარკეზეზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული კარგად უნდა გადაკეტონ ზონები, რაც შეიძლება ნაკლები სივრცე რობენს და კოშტას

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.